26:1 |
განყოფა ბჭეებისა: ძეთა კორეთა: მოსოლამ, ძე კორესი, ძეთაგან ასაფისთა. |
26:2 |
და მასელემიასნი ძენი: ზაქარია, პირმშო, იასიელ მეორე, აზაბად მესამე, ნათან მეოთხე, იოველ |
26:3 |
მეხუთე, იოვან მეექუსე, იონათან მეშჳდე, ელიოვე. |
26:4 |
და იდუთუმასნი ძენი: სემია, პირმშო, იოზაბათ მეორე, იოალ მესამე, ზაქარ მეოთხე, ნათანაელ მეხუთე, |
26:5 |
ამიელ მეექუსე, ისაქარ მეშჳდე, ფოლოთოეთე მერვე, რამეთუ აკურთხა იგი უფალმან. |
26:6 |
და სამეას, ძესა მისსა, ესხნეს ძეები, პირმშონი ძენი ძლიერნი სახლსა მამულსა მისსა, რამეთუ ძლიერ იყუნეს. |
26:7 |
ძენი სამეასნი: აგონი, და რაფაელ, და ობედ, და ელზაბად და აქიუდ, ძმანი მისნი, და ძენი ძლიერნი ძალითა: ელიუ, და სამაბაქია და ისბაკობ. |
26:8 |
ყოველნი ესე ძენი აბდედონისი, ესენი და ძმანი მათნი, და ძენი მათნი ძლიერნი ძალითა იყოფოდეს ძლიერად საქმესა, ყოველნი სამეოცდაორი აბდედომს. |
26:9 |
და სელემიას ესხნეს ძენი და ძმანი ათხუთმეტ. |
26:10 |
და ეოსამ, ძეთაგან მერარისთა, ძე ერთი შამორისა. და სცვიდეს დასაბამსა, რამეთუ არა ესუა მას პირმშო და ყო იგი მამამან მისმან მთავარ. |
26:11 |
ქელკი მეორე, ტაბელია მესამე, ზაქარია მეოთხე; ესე ყოველნი ძენი და ძმანი უსაისნი ათოთხმეტ. |
26:12 |
ამათა იყო განყოფა ბჭეებისა მთავართა მათ ძლიერთა მდევარ შემდგომითი შემდგომად ძმანი მათნი და მსახურებად სახლსა შინა უფლისასა. |
26:13 |
განიგდეს წილი მცირითგან ვიდრე მწვისამდე, სახლად და სახლად მამათა მათთა ბჭეთა. |
26:14 |
და გამოუჴდა წილი მზისა აღმოსავლისა ბჭისა სემიას და ზაქარიას, ძესა მისსა. იოვადს, გულით მზრახველსა გულთა თჳსთა, განუგდეს წილი და გამოუჴდა წილი ჩრდილოთ, |
26:15 |
აბდედონს სამხრით კერძო და ძეთა მისთა პირისპირ წინაშე სახლსა ასაფისასა. |
26:16 |
მესამესა ბჭისა იოვასისა დასავლით კერძო ბჭითურთ მსხორით აღსავალსა მას საპყრობილედ და წინაშე საპყრობილესა მას მზისა აღმოსავლით. |
26:17 |
ხოლო ლევიტელნი ექუსნი დღესა და ჩრდილოთ დღესა ოთხნი და სამხრით დღესა ოთხნი და ასაფინს ორ-ორი მსხორით, |
26:18 |
დასავლით ოთხნი და ალაგსა ორ-ორი მსხორით, |
26:19 |
ესე არს განყოფა მეკარეთა ძეთა კორესთა და ძეთა მერარისთა. |
26:20 |
და ლევიტელნი, ძმანი მათნი, საუნჯეთა ზედა წმიდასა განწმედილთასა, |
26:21 |
ძენი ლედასნი, ძისა გერსონიანი: ლედან, მთავარნი ტომთა ლედანისთანი გერსონისნი, იეიელ, |
26:22 |
და ძენი იეიელისანი: ზეთამ და იოელ, ძმა მისი, საუნჯეთა ზედა სახლისა უფლისათა, |
26:23 |
ამრამიმი და ისაარ, ქებრონ და ოზიელ, |
26:24 |
და სებიელ, ძე გერსამისი, ძისა მოსესის, მთავარი საუნჯეთა ზედა, |
26:25 |
და ძმასა მისსა ელიეზერს რაბია, ძე მისი, და ოსია, ძე მისი, და ზექრი, ძე მისი, და ზეჰალმოთ, ძე მისი, |
26:26 |
ესე სალომოთ და ძმანი მისნი ყოველთა ზედა საუნჯეთა წმიდათასა მათ ტომთასა, რომელნი განწმიდნა დავით მთავართა მათ ტომთა, და ათასისთავთა, და ასისთავთა და ერისთავთა ერისათა, |
26:27 |
რომელ-იგი მოიღო ქალაქთაგან და ნატყუენავთაგან და განწმიდა მათგანი, რათა არა რა აკლდეს შენებასა მას სახლისა ღმრთისასა, |
26:28 |
და რომელი შესწირავს ჟამთა სამოელ წინაწარმეტყუელისათა. და საულის, ძის კისისათა, და აბინერ, ძისა ნერისათა. და იოაბ, ძისა სარუასთასა, ყოველი, რაოდენი წმიდა-ყო ჴელითა სოლომონისათა და ძმათა მისთათა, |
26:29 |
ისაარისი: ქონენი და ძენი მისნი საქმესა ზედა გარეშესა და ისრაჱლსა ზედა მწიგნობრებად და მსაჯულად, |
26:30 |
ქებრონისი: ასდიას და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ათას შჳდას აღხილვასა ზედა ისრაჱლისასა წიაღ კერძო იორდანესა მზისა დასავლით ყოველსა მას მსახურებასა უფლისასა და საქმესა მეფისასა, |
26:31 |
ქებრონისი: ურიასი, მთავარი ქებრონელთა ნათესავისა მათისაებრ ტომად-ტომადისა, მეორმეოცესა წელსა მეფობისა დავითისსა ესე აღრაცხვისა წიგნნი მუნ პოვნეს და კაცნი ძლიერნი მათ შორის აზერას შინა გალაადისასა. |
26:32 |
და ძმანი მისნი, ძენი ძლიერებისნი, ორ ათას და შჳდას მთავარნი ტომებისანი. და დაადგინნა იგინი დავით მეფემან რუბენსა ზედა და გადსა და კერძოსა ნათესავსა მანასესასა ყოველსა ზედა სიტყუასა ღმრთისასა და სიტყუასა მეფისასა. |