კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I ნეშტთა »
I ნეშტთა 1
I ნეშტთა 2
I ნეშტთა 3
I ნეშტთა 4
I ნეშტთა 5
I ნეშტთა 6
I ნეშტთა 7
I ნეშტთა 8
I ნეშტთა 9
I ნეშტთა 10
I ნეშტთა 11
I ნეშტთა 12
I ნეშტთა 13
I ნეშტთა 14
I ნეშტთა 15
I ნეშტთა 16
I ნეშტთა 17
I ნეშტთა 18
I ნეშტთა 19
I ნეშტთა 20
I ნეშტთა 21
I ნეშტთა 22
I ნეშტთა 23
I ნეშტთა 24
I ნეშტთა 25
I ნეშტთა 26
I ნეშტთა 27
I ნეშტთა 28
I ნეშტთა 29

« I ნეშტთა 23 [BIB - xx] »
23:1 დავით მოხუცებულ იყო დღეთა და სავსე სიბერითა. და მეფე ყო სოლომონ, ძე მისი, მის წილ ისრაჱლსა ზედა.
23:2 და შეკრიბნა ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, მღდელნი და ლევიტელნი.
23:3 და აღრიცხეს ლევიტელნი ოცდაათით წლითგანნი და უჟეშთაესი. და იყო რიცხჳ მათი თავად-თავადისა მათისა კაცისა ოცდაათურამეტ ათას.
23:4 ამათგანნი იყუნეს საქმესა ზედა მდგომელნი საქმესა მას სახლისა უფლისასა ოცდაოთხი ათასი, და მწიგნობარნი და მსაჯულნი ექუს ათასნი,
23:5 და ოთხ ათასნი მეკარენი და ოთხ ათასნი მაქებელად უფლისა ქნარითა, რომელნი იყუნეს მაქებელად უფლისა.
23:6 და განუყუნა იგინი დავით უფალსა მდღევრად მსახურებად ძეთა ლევისთა: გეთსონს, კაათს და მერარის,
23:7 და გერსონს და ელიადა და სემის,
23:8 ძესა ლეადასსა, მთავარსა ისრაჱლისსა, და ზეთომს და იოელს;
23:9 ძენი სემესნი: სალომილ და ზიელ და არან. სამნი ესე იყუნეს მთავარნი ტომთანი ელიადანისა.
23:10 და ძეთა სემეისთა: იეთ და ზიზა და იოას, და ბერია. ესენი სემეისნი ოთხნი.
23:11 და იყო იეთ მთავარ და ზიზა შემდგომ, და იოას და ბერია. არა მრავალ იყუნეს შვილითა და იყუნეს სახლად მამულთა აღსახილავად ერთად.
23:12 და ძენი კაათისნი: ამბრამ, და ისარ, და ქებრონ, და ოზიელ - ოთხნი.
23:13 და ძენი ამბრამისნი: ჰარონ და მოსე. და განიჩინა აარონ სიწმიდედ წმიდაჲ წმიდათასა იგი და ძენი მისნი ვიდრე საუკუნოდ კმევად საკუმევლისა წინაშე უფლისა და მსახურებად და ლოცვად სახელითა მისითა ვიდრე საუკუნოდ საუკუნედმდე;
23:14 და მოსე, კაცი ღმრთისაჲ, და ძენი მისნი იწოდნეს ტომად ლევისა.
23:15 ძენი მოსესნი: გერსამ და ელიეზარ;
23:16 ძენი გერსამისნი: სუბელ.
23:17 და იყუნეს ძენი ელიეზარისნი: რაბია მთავარი და არა იყუნეს ელიეზარისნი ძენი სხუანი. ძენი რაბიასნი აღორძინდეს სიმაღლედ;
23:18 და ძენი საარისნი: საულ და მოე მთავარნი.
23:19 და ძენი ქებრონისნი: იერია მთავარი, ამარია შემდგომი, იაზიელ მესამე, იეკემიეს მეოთხე;
23:20 ძენი ოზიელისნი: მიქა მთავარი და ესეა შემდგომი;
23:21 ძენი მერაარისნი: მოოლი და მუსი. და ძენი მოოლისნი: ელეაზარ და კის.
23:22 და მოკუდა ელეაზარ. და არა ესხნეს მას ძენი, არამედ ასულნი. და მიიყუანნეს იგინი ძეთა კისისთა, ძმათა მათთა;
23:23 ძენი მუსისნი: მოლი, და ედერ, და არიმოთ - სამნი.
23:24 ესე ძენი ლევისნი სახლად და მამათა მათთა. მთავარნი ტომთანი იყუნეს ესენი ახილვისაებრ მათისა, მსგავსად რიცხჳსა სახელებისა მათისა თავად-თავადისა მათისა ჰყოფდეს საქმესა მსახურებისა სახლისა უფლისასა, ოცით წლითგან და უზეშთაესი.
23:25 და ჰრქუა დავით: განუსუენა უფალმან ღმერთმან ერსა თჳსსა ისრაჱლსა და დაემკჳდრა ისრაჱლი ვიდრე საუკუნედ.
23:26 და ლევიტელთა მათ არა მოვლო კარავი იგი, არცა ყოველი ჭურჭელი სამსახურებელად მისა;
23:27 რამეთუ სიტყჳთა დავითისითა უკუანასკნელითა არს რიცხჳ ძეთა ლევისთა ოცით წლითგანნი და უზეშთაესი.
23:28 რამეთუ დაადგინნა იგინი ჴელსა ქუეშე არონისსა მსახურებად სახლსა შინა უფლისასა, ბჭეებსა და ტაძრებსა, განრჩევად ყოველსა წელსა და მსახურებასა სახლისა ღმრთისასა,
23:29 პურთა წინაშე დასაგებელთა და სამინდოსა შესაწირავისა და ლელანგოსა, უცომოსა ტაბაკსა და შესვარულსა ზეთითა სამინდოსა, და ყოველსა საწყაულსა,
23:30 და წარდგომად განთიად და ქებად და აღსარებად უფლისა, და ეგრეცა მწუხრი
23:31 ყოველთა ზედა შესაწირავთა ყოვლად დასაწველთა უფლისათა, შაბათთა შინა, და ახალთათჳს თავთა და დღესასწაულთა რიცხჳსაებრ და სამართლისაებრ მათ ზედა მარადის უფლისა.
23:32 და სცვიდეთ საცავსა მას კარვისა საწამებელისასა და ძეთა არონის, ძმისა მათისათა, ხოლო მსახურებდეს სახლსა შინა უფლისასა.

© 2010, გია შერვაშიძე