კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I ნეშტთა »
I ნეშტთა 1
I ნეშტთა 2
I ნეშტთა 3
I ნეშტთა 4
I ნეშტთა 5
I ნეშტთა 6
I ნეშტთა 7
I ნეშტთა 8
I ნეშტთა 9
I ნეშტთა 10
I ნეშტთა 11
I ნეშტთა 12
I ნეშტთა 13
I ნეშტთა 14
I ნეშტთა 15
I ნეშტთა 16
I ნეშტთა 17
I ნეშტთა 18
I ნეშტთა 19
I ნეშტთა 20
I ნეშტთა 21
I ნეშტთა 22
I ნეშტთა 23
I ნეშტთა 24
I ნეშტთა 25
I ნეშტთა 26
I ნეშტთა 27
I ნეშტთა 28
I ნეშტთა 29

« I ნეშტთა 12 [BIB - xx] »
12:1 და ესენი მოვიდეს დავითისა სეკელაკად, ვიდრე შე-ღა-წყუდეულ იყო საულის მიერ, ძისა კისისა, და ესენი ძლიერთა მათ თანა შეეწეოდეს ბრძოლასა,
12:2 მშჳლდითა მარჯვენითა და მარცხენითა, და მეშურდულენი ქვითა და შჳლდითა - ძმათაგან საულისთანი და ბენიამენისგანნი:
12:3 მთავარნი აქიეზერ და იოას - ძენი სამეასნი, გაბაათელნი; იაზელ და ფალეტ, ძენი ამოთისნი: ბარაქია და იეულ, ანათოთელნი,
12:4 და საბეა, გაბაონელი, ძლიერი ოცდაათთა შორის და ოცდაათთა თანა; იერემია, და იეზეკიელ და იონან, და იოზაბად, გათეროთელნი,
12:5 ელიოზი, და არიმუთ, და ბაალია, და სამარია, და საფატია, არიფელნი,
12:6 ელკანა, ესია, ელიელ, ოზორა, იესაბამ აკორელნი,
12:7 იოველ და ზაბათია, ძენი ჰეროამისნი, გედურელისნი.
12:8 და გადისაგანნი შეუდგეს დავითს უდაბნოს, ძლიერნი ძალითა კაცნი, წყობასა ბრძოლისასა, რომელნი აღიღებდეს ფარსა და ლახვარსა; ვითარცა პირი ლომისა - პირები მათი და მალენი ფერჴთა მათთა ზედა, ვითარცა ქურციკნი სიმალითა.
12:9 იეზერ მთავარი, აბდია შემდგომი, ელიაბ მესამე,
12:10 მასამან მეოთხე, იერემიელ მეხუთე,
12:11 უთთი მეექუსე, ელიელ მეშჳდე,
12:12 იოანან მერვე, ელაზაბ მეცხრე,
12:13 იერმია მეათე, მიქაბან მეათერთმეტე.
12:14 ესე ძეთაგანნი გადისთანი მთავარნი ერისანი: ერთი ასთა მიმართ მცირე და დიდ ათასთა.
12:15 ესენი, რომელნი წიაღმოჴდეს იორდანესა თვესა მას პირველსა, და ესენი დაემკჳდრნეს ყოველსა ნადინებსა მისსა, და ამათგან დევნეს ყოველნი დამკჳდრებულნი ღელესა მას, მზისა აღმოსავლითგან ვიდრე მზისა დასავლადმდე.
12:16 და მოვიდეს ძეთაგან იუდასთა და ბენიამენისნი შემწედ დავითისა.
12:17 და დავით განვიდა მიგებებად მათა, და არქუა მათ: უკუეთუ მშჳდობით მოსულ ხართ ჩემდა, იყავნ გული ჩემი მარტოდ თქუენ ზედა; უკუეთუ მიცემად მოხუედით მტერთა ჩუენთა არა ჭეშმარიტითა ჴელითა, იხილოს ღმერთმან მამათა თქუენთამან და გამხილენ თქუენ.
12:18 და სულმან უფლისამან განაძლიერა ამასია, მთავარი იგი ოცდაათთა, და თქუა: ვიდოდე, დავით, ძეო იესესო, მშჳდობა შენდა და მშჳდობაჲ შემწეთა შენთა! რამეთუ შეგეწია შენ ღმერთი შენი. და შეიერთნა იგინი დავით მის თანა და დაადგინნა იგინი მთავრად ძლიერებისა.
12:19 და მანასესგანნი მოადგეს დავითს, მოსლვასა მას უცხოთესლთასა საულის ზედა ბრძოლად და არა შეეწივნეს მათ, რამეთუ ზრახვა ესრეთ იყო ერისთავთა მათგან უცხოთესლთასა, რამეთუ თქუეს: თავებითა მათ კაცთათა მივიქცეთ უფლისა ჩუენისა საულისა.
12:20 მისულასა მას მისსა სეკელაკად მოადგეს მას მანასესგანი: იდანა, და იოზაბად, და იედიელ, და მიქაელ და იოზაბედ, და ელიუ, და სელათი, მთავარნი ათასეულთანი მანასესნი.
12:21 და ესენი ბრძოდეს დავითის თანა გედდურს, ისწრაფეს, რამეთნუ ძლიერ იყუნეს ყოველნი ძალითა და იყუნეს წინამძღუარ ერსა მას ზედა ძალითა.
12:22 რამეთუ დღითი დღედ მოვიდოდეს დავითისა ძალად დიდად, ვითარცა ძალი ღმრთისაჲ.
12:23 და ესე არს სახელები მთავართა მათ ერისათა, რომელნი მოვიდეს დავითისა ქებრონად, მოქცევად მეფობაჲ საულისა მისა, სიტყჳსა მისებრ უფლისა:
12:24 ძენი იუდასნი, ფაროსანნი და ლახუროსანნი ექუს ათას და რვაასნი, ძლიერნი ძალითა წყობასა;
12:25 ძენი სჳმიონისნი, ძლიერნი ძალითა წყობასა შჳდ ათას და ას;
12:26 ძენი ლევისნი - ოთხ ათას და ექუსას;
12:27 და იუდა, მთავარი აჰრონისი, ძეთა მისთა თანა სამ ათას და შჳდასნი;
12:28 და სადუკ, ჭაბუკი ძლიერი ძალითა, და მამულისაგან მისისა მთავარნი ოცდაორი;
12:29 და ძეთაგან ბენიამენისთა, ძმათა საულისთა, რიცხჳ სამ ათას; - და მერმე სხუანი უმრავლესნი მათგანნი ხედვიდესღა საცოსა სახლისა საულისასა.
12:30 და სახლისაგან ეფრემისი ოცი ათასი და რვაასი, ძლიერნი ძალითა კაცნი სახელოვანნი სახლად მამათა მათთა;
12:31 და კერძოსაგან ნათესავისა მანასესისა ათურამეტი ათასი, რომელთა სახელ-ედვა მათ სახელით მეფე-ყოფა დავითისა;
12:32 და ძეთაგან ისაქარისთა, რომელთა იცოდეს გულისხმის-ყოფა ჟამთა და უწყოდეს, რაჲ-იგი ყოფად ღირს არს ისრაჱლთა სამთავროსა თჳსსა ორასნი, და ყოველნი ძმანი მათნი მათ თანა;
12:33 და ზაბულონისგანნი, რომელნი გამოვიდოდეს წყობასა ბრძოლისასა ყოვლითა საჭურველითა და საბრძოლითა ერგასის ათას, შეწევნად დავითისა არა ჴელითა ცალიერითა.
12:34 და ნეფთალემისგანნი მთავარნი - ათას და მათ თანა ფაროსანნი და ლახუროსანნი ოცდაათჩჳდმეტ ათას;
12:35 დანის ნათესავისაგანნი განწყობილნი ბრძოლასა ოცდარვა ათას და ექუსას;
12:36 ასერის ტომისაგანნი, გამომავალნი შემწედ ბრძოლასა ორმოცი ათასი;
12:37 და წიაღ იორდანისა, რუბენის ტომისა და გადისი და კერძოსა ნათესავისა მანასესი, ყოვლითა ჭურითა და საბრძოლითა ას და ოც ათას.
12:38 ყოველნი ესე კაცნი მბრძოლნი, რომელნი ეწყვებოდეს წყობასა სულითა მშჳდობისათა და მოვიდეს ქებრონად მეფობად დავითისა ყოველსა ისრაჱლსა ზედა. და ნეშტი იგი ისრაჱლისა გულითა ერთითა იყუნეს მეფობად დავითისა.
12:39 და იყუნეს მუნ სამ დღე. ჭამდეს და სუმიდეს, რამეთუ მოუმზადეს მათ ძმათა მათთა
12:40 და მომძღურეთა მათთა, ვიდრე ისაქარითგან და ზაბულონით და ნეფთალემით მოართმიდეს მათ აქლემებითა და ჯორებითა და ვირებითა და აზავრებითა საზრდელსა: ფქჳლსა და ლეღჳსკუერსა, სკიჭსა და ღჳნოსა, ზეთსა, ჴბოსა და ცხოვარსა მრავლად, რამეთუ სიხარული იყო ისრაჱლსა.

© 2010, გია შერვაშიძე