15:1 |
და იქმნა თავისა თჳსისა სახლები ქალაქსა დავითისსა და განმზადა ადგილი კიდობნისა მისთჳს უფლისა და უქმნა მას კარავი. |
15:2 |
მაშინ თქუა დავით: არა ვისი არს აღება კიდობნისა მის ღმრთისა, არამედ ლევიტელთა, რამეთუ იგინი გამოირჩივნა უფალმან აღებად კიდობნისა მის უფლისა და მსახურებად ღმრთისა მისა საუკუნოდ. |
15:3 |
და შეკრიბა დავით ყოველი ისრაჱლი იერუსალჱმად აღმოღებად კიდობნისა მის უფლისა ადგილსა მას, რომელი განმზადა მისთჳს. |
15:4 |
და შეკრიბნა დავით ყოველნი ძენი აჰრონისნი და ლევიტელნი, |
15:5 |
ძენი კაათისნი: ურიელ მთავარი და ძმანი მისნი ასოცნი, |
15:6 |
და ძეთაგან მერარისთანი - საიას მთავარი და ძმანი მისნი ორასერგასისნი, |
15:7 |
და ძეთაგან გერსონისნი - იოელ მთავარი და ძმანი მისნი ასოცდაათნი, |
15:8 |
და ძეთაგან ელისაფასნი - სემეა მთავარი და ძმანი მისნი ორასნი, |
15:9 |
ძეთაგანნი ქებრონისნი - ელიელ მთავარი და ძმანი მისნი ოთხმეოცნი, |
15:10 |
ძეთაგან ოზიელისთა - ამინადაბ მთავარი და ძმანი მისნი ასდათორმეტნი, |
15:11 |
და მოუწოდა დავით სადუკს და აბიათარს მღდელთა და ლევიტელთა: ურიელს, და საიას, და იოელს, და სემეიას, და ელიელს და ამინადაბს, |
15:12 |
და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ მთავარნი ტომთა ლევიტელთანი, განიწმიდენით თქუენ და ძმანი თქუენნი და აღიღეთ კიდობანი ღმრთისა ისრაჱლისა, სადა-იგი განუმზადე მას. |
15:13 |
ანუ არა უწინარეს ყოფისა თქუენისა განკუეთა ჩუენ შორის ღმერთმან ჩუენმან, რამეთუ არა ვეძიებთ მას სამართლითა? |
15:14 |
და განწმიდნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი, რათა აღიღონ კიდობანი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ. |
15:15 |
და აღიღეს ძეთა ლევიტელთა კიდობანი იგი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი ამცნო მოსე სიტყჳთა ღმრთისაჲთა წერილისა მისებრ აღსაღებელითა მით მჴრითა მათითა. |
15:16 |
და ჰრქუა დავით მთავართა მათ და ლევიტელთა: დაადგინენით ძმანი თქუენნი მგალობელნი ფსალმუნითა, სტჳრითა და საგალობელითა, ნესტჳთა, და ფანდურითა, და წინწილითა, ჴმითა მაღლითა და ჴმითა სიხარულისაჲთა. |
15:17 |
და დაადგინნეს ლევიტელთა ემან, ძე იოელისი, ძმათაგან მისთა- ეთან, ძე კისესი, |
15:18 |
და მის თანა ძმანი მათნი მეორენი: ზაქარია, და იოელ, და სემირანოთ, და იელიელ, და ანანია, და ელიაბ, და ბანეა, და მაასია, და მატათია, და ელიფალა, და მაზელია, და აბდედომ, და იელიელ და ოოზია, მეკარენი. |
15:19 |
და მგალობელნი: ემან, და ასაფ, და ეთან წინწილითა რვალისათა სასმენელ-ყოფად, |
15:20 |
და ზაქარია, და ოზიელ, და სემირამოთ, და იელიელ, და ანანია, და ელიაბ, და მასეა, და ნათია ნესტჳთა, და ალემოთად, |
15:21 |
და მატათია, და ელიფანეა, და მაკელია, და აბდედომ, და იეიელ, და ოზია ამასენით ებნითა განძლიერებად, |
15:22 |
და ქონენია, მთავარი ლევიტელთა, მთავარი გალობათა, რამეთუ გულისხმის-მყოფელ იყო, |
15:23 |
და ბარაქია და ელკანა, მეკარე კიდობნისა, |
15:24 |
და სობია, და იოსაფატ, და ნათანაელ და ამან, და ზაქარია, და ბანანია; და ელიეზერ და მღდელნი იგი ჰბერვიდეს ნესტუსა წინაშე კიდობნისა მის ღმრთისა: და აბდედომ და იეია მეკარე კიდობნისა მის ღმრთისა. |
15:25 |
და წინავიდოდა დავით და მოხუცებულნი ისრაჱლისანი და ათასისთავნი აღმოყვანებად კიდობნისა მის შჯულისა უფლისა სახლისაგან აბედადარისა სიხარულით. |
15:26 |
და იყო განძლიერებასა მას ღმრთისა მიერ მთავართა, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და შესწირვიდეს შჳდსა ზვარაკსა და შჳდსა ვერძსა. |
15:27 |
და დავითს შეემოსა სამოსელი ბისონისა, და ყოველთა ლევიტელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისაჲ და ვიდოდეს თანა მგალობელნი და ქონენია მთავარი გალობათა მგალობელთა. და დავითს ემოსა სამოსელი ბისონი. |
15:28 |
და ყოველსა ისრაჱლსა აღმოაქუნდა კიდობანი იგი სჯულისა უფლისაჲ სასწაულითა და ჴმითა, სოფერითა, და საყჳრითა და წინწილითა, ჴმა-სცემდეს ნესტჳთა, ებნითა და სტჳრითა. |
15:29 |
და იყო კიდობნისა მის სჯულისა უფლისა მისლვასა მის ვიდრე ქალაქადმდე დავითისა და მელქოლ, ასულმან საულისმან, გარდამოიხილა სარკუმელით და იხილა მეფე დავით, როკვიდა რა და იმღერდა და შეურაცხ-ყო იგი გულსა თჳსსა. |