10:1 |
და ვიხილე და, აჰა, ზედაჲთ სამყაროსა, ზეშთა თავისა ქეროვიმთასა, ვითარცა ქვისა საპფირონისა, მსგავსებაჲ სახესა საყდრისასა მათ ზედა. |
10:2 |
და თქუა კაცისა მიმართ, მოსილისა სამოსლითა: შევედ საშუალ ეტლისთუალთა, ქუეშე კერძოთა ქეროვიმთასა, და აღივსენ მჭელნი შენნი ნაკუერცხლებითა ცეცხლისაჲთა საშუალისაგან ქეროვიმთასა და განაბნიე ქალაქსა ზედა. და შევიდა წინაშე ჩემსა. |
10:3 |
და ქეროვიმნი დგეს მარჯუენით კერძო სახლისა, შე-რა-ვიდოდა კაცი იგი და ღრუბელი აღავსებდა შინაგანსა ეზოსა. |
10:4 |
და ამაღლდა დიდება უფლისა ქეროვიმთაგან ურთავად მიმართ სახლისა, და აღავსო ღრუბელმან სახლი, და ეზოჲ აღივსო ნათლითა დიდებისა უფლისათა. |
10:5 |
და ჴმაჲ ფრთეებისა ქეროვიმთაჲსაჲ ისმოდა ვიდრე ეზოჲსა გარეშისამდე, ვითარცა ჴმაჲ ღმრთისა სადდაისა, მეტყუელისაჲ. |
10:6 |
და იყო, ამცნებდა რაჲ იგი კაცსა მას, მოსილსა სამოსლითა წმიდითა, მეტყუელი: მიიღე ცეცხლი საშუალისაგან ეტლისთუალთაჲსა, შორისისაგან ქეროვიმთაჲსა; და შევიდა და დადგა მახლობელად ეტლისთუალთასა. |
10:7 |
და გამოყო ქეროვიმმან ჴელი თჳსი საშუალისაგან ქეროვიმთასა საშუალ ცეცხლისა, რომელი იყო შორის ქეროვიმთაჲსა, და მოიღო და მისცა ჴელთა შემოსილისათა სამოსლითა წმიდითა, და მიიღო და გამოვიდა. |
10:8 |
და ვიხილენ ქეროვიმნი და მსგავსებაჲ ჴელთა კაცთასაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა. |
10:9 |
და ვიხილე და, აჰა, ოთხნი ეტლისთუალნი დგეს, მახლობელნი ქეროვიმთანი; ეტლისთუალი ერთი, მოახლე ქეროვიმისა ერთისაჲ და შესახედავი ეტლისთუალთაჲ, ვითარცა შესახედავი ქვისა ანთრაკისაჲ. |
10:10 |
და შესახედავი მათი მსგავსებ ოთხთა შორის, ვითარსახედ იყვის ეტლისთუალი საშუალ ეტლისთუალისა. |
10:11 |
სლვასა შინა მათსა ოთხთა კერძოთა მიმართ ვიდოდეს იგინი, არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა, რამეთუ რომლისაცა მიმართ ადგილისა მიიხილის დასაბამმან ერთმან, უკანა მისსა ვიდოდეს და არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა. |
10:12 |
და ყოველი ჴორცი მათი და ზურგნი მათნი და ჴელნი მათნი და ფრთენი მათნი და ეტლისთუალნი სავსე თუალებითა გარემოჲს ოთხთა ეტლისთუალთა მათთა. |
10:13 |
ხოლო ეტლისთუალთა ამათ ეწოდა გელგელ, მესმოდა რაჲ მე. |
10:14 |
და ოთხნი პირნი აქუნდეს თითოეულსა ცხოველთაგანსა. პირი ერთი - პირი ქეროვიმისაჲ, და პირი მეორე - პირი კაცისაჲ, და მესამე - პირი ლომისაჲ, და მეოთხე - პირი არწივისაჲ. |
10:15 |
და აღიმაღლეს ქეროვიმთა ესე ცხოველი, რომელი ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისასა. |
10:16 |
და სლვასა თანა ქეროვიმთასა ვიდოდეს ეტლისთუალნი ესე, მახლობელნი მათნი. და განმარტებასა თანა ქეროვიმთაგან ფრთეთა მათთასა ამაღლებისათჳს ქუეყანით, არა მოიქცეოდეს ეტლისთუალნი მათნი, დაღათუ იგინი მოახლეთაგან მათთა. |
10:17 |
დგომასა შინა მათსა დგიან და აღმაღლებასა შინა მათსა აღიმაღლებდეს მათ თანა მით, რამეთუ სული სიცოცხლისა იყო მათ თანა. |
10:18 |
და გამოვიდა დიდება უფლისა ურთავისაგან ტაძრისაჲსა და აღვიდა ქეროვიმთა ზედა. |
10:19 |
და აღიხუნეს ქეროვიმთა ფრთენი მათნი და აღიმაღლეს ქუეყანით წინაშე ჩემსა აღსლვასა თანა მათსა და ეტლისთუალთაცა მახლობელთა მათთა და დადგეს წინა კართა ზედა ბჭისა სახლისა უფლისა პირისპირისასა; და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ იყო მათ ზენა, ზენაკერძო; |
10:20 |
ესე ცხოველი არს, რომელი ვიხილე ქუეშე კერძო ღმრთისა ისრაჱლისაჲსა მდინარესა ზედა ქობარისასა, და ვცან, ვითარმედ ქეროვიმისა არს. |
10:21 |
ოთხნი პირნი ერთისა და ოთხნი ფრთენი ერთისა და მსგავსებაჲ ჴელთა კაცისათაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა. |
10:22 |
ესე პირნი არიან, რომელნი ვიხილენ ქუეშე კერძო დიდებისა ღმრთისა ისრაჱლისაჲსა, მდინარესა ზედა ქობარისასა. ხილვაჲ მათი და ესენი, თითოეული მათი პირისპირ თჳსსა ვიდოდა. |