24:1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო წელსა შინა მეცხრესა, თთუესა შორის მეათესა, მეათესა თთჳსასა, მეტყუელი: |
24:2 |
ძეო კაცისაო, დაწერე თავისა შენისა დღედ დღითგან ამით, რომლით წარიტრა მეფე ბაბილოანისაჲ იერუსალჱმსა ზედა |
24:3 |
დღითგან დღესისაჲსა, და თქუ სახლისა მიმართ განმამწარებელისა იგავი და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი, უფალი: ზედდადგი სიავი და შთაასხ მას წყალი; |
24:4 |
და შთაადგენ მას დრონეულნი, ყოველი დრონეული კარგი მისდამი: წჳვი და მჴარი, გამოჴორცვილი ძუალთაგან. |
24:5 |
რჩეულთაგან საცხოვართა მართებულთა, და ქუეშე დასწვა ძუალები ქუეშჱ კერძო მათსა; დუღილით იდუღოს და შეგბეს ძუალებიცა მისი შორის მისსა. |
24:6 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ჵ ქალაქო მოსისხლეთაო, ქალაქო, რომლისა შორის არს გესლი მის შორის, და გესლი არ გამოვიდა მისგან! ასოეული მისი გამოიღო, არა დავარდა მის ზედა წილი, |
24:7 |
რამეთუ სისხლი მისი შორის მისსა დიოდა; მყარკლდეობას ზედა დავაწესე იგი, არა დავსთხიე იგი ქუეყანასა ზედა დაბურვად მას ზედა მიწაჲ. |
24:8 |
აღსლვად გულისწყრომისა შურისსაგებელად, შურისსაძიებელად მივეც სისხლი მისი, მყარკლდეობასა ზედა დავაწესე იგი არადაფარვად მისსა. |
24:9 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვაჲ, ქალაქო მოსისხლეთაო, ოდეს მეცა განვამრავლო შეშაჲ. |
24:10 |
და განვადიდო მუგუზნი და აღვაგზნა ცეცხლი, რაჲთა დადნენ ჴორცნი და შემცირდეს წუენი და ძვალნი შემცხუარდენ. |
24:11 |
და დადგეს ნაკუერცხალთა მისთა ზედა ცალიერი და აღეგზნა, რაჲთა დაიწვას და განჴურდეს, და განქარდეს რვალი მისი, და დადნეს შორის მისსა არაწმიდებაჲ მისი და მოაკლდეს გესლი მისი, |
24:12 |
დამდაბლდეს გესლი მისი. და არ გამოვიდეს მისგან, მრავალ არს გესლი მისი და ჰრცხუენეს გესლსა მისსა. |
24:13 |
მათ წილ, რომელ შეიგინებოდე შენ, არა განსწმიდენ არაწმიდებისაგან შენისა და არა განწმიდნეს არღა მერმე, ვიდრე არა აღვავსო გულისწყრომაჲ ჩემი შენ შორის. |
24:14 |
მე, უფალი, ვიტყოდე და მოვაწიო და ვყო, არ დავაყენო, არცა ვერიდო; და არა ვედრებულ ვიქმნე გზათაებრ შენთა და გულისზრახვათაებრ შენთა გსაჯო შენ, - იტყჳს ადონაი უფალი, - ამისთჳს მე გსაჯო შენ სისხლთაებრ შენთა და გულისზრახვათაებრ შენთა გსაჯო შენ, არაწმიდაჲ სახელოანი და ფრიადი განმამწარებლობითა. |
24:15 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: |
24:16 |
ძეო კაცისაო, აჰა, მე მივიხუამ შენგან გულისსათქმვლთა თუალთა შენთასა განწყობილისა შორის, არა იტყებო, არცა იტირო, არცა მოვიდენ შენდა ცრემლნი, |
24:17 |
სულთითქუენ, მდუმარო, სულთქმაჲ სისხლისაჲ, გოდებაჲ წელთაჲ არს, კაცობრივი გოდებაჲ არა ჰყო; არა იყოს თმიანობაჲ შენი შეთხზულ შენ ზედა, და ჴამლნი შენნი ფერჴთა ზედა შენთა, და არ ნუგეშინის-იცე ბაგეთა მიერ მათთა და პური კაცთაჲ არა შჭამო. |
24:18 |
და ვიტყოდე ერისა მიმართ განთიად, ვითარსახედ მამცნო მე, და მოკუდა ცოლი ჩემი მიმწუხრი; და ვყავ განთიად, ვითარსახედ მებრძანა მე. |
24:19 |
და თქუა ჩემდამო ერმან: არა მომითხრობა ჩუენ, რაჲ არიან ესენი, რომელთა შენ ჰყოფ? |
24:20 |
და ვთქუ მათდამი: სიტყუაჲ უფლისაჲ იქმნა ჩემდამო მეტყუელი. |
24:21 |
თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შევაგინებ წმიდათა ჩემთა, ფრტჳნვაჲ ძალისა თქუენისაჲ, გულისსათქმელნი თუალთა თქუენთანი და რომელთათჳს მორიდ არიან სულნი თქუენნი და ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, რომელნი დაიშთინენით, მახჳლითა დაეცნენ. |
24:22 |
და ეყოს, ვითარსახედ ვყავ, პირისაგან მათისა არ ნუგეშინის-იცნეთ და პური კაცთაჲ არა შჭამოთ. |
24:23 |
და ვარჯნი თქუენნი თავთა ზედა თქუენთა და ჴამლნი თქუენნი ფერჴთა შორის თქუენთა, არცა იტყებნეთ, არცა იტირნეთ და დასდნეთ სიცრუეთა შინა თქუენთა, და ნუგეშინის-ეცით კაცადმან ძმასა თჳსსა. |
24:24 |
და იყოს ეზეკიელ თქუენდა ნიშად და ყოველნი, რაოდენნი ყვნა, ყვენით, ოდეს მოიწინენ ესენი და ცანთ, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი. |
24:25 |
და შენ, ძეო კაცისაო, არა დღესა შინა, ოდეს მოვიღო ძალი მათი მათგან და სიმაღლე სიქადულისა მათისაჲ, გულისსათქმელნი თუალთა მათთანი და ამაღლებაჲ სულისა მათისაჲ, ძენი მათნი და ასულნი მათნი |
24:26 |
მოვიდეს, განრინებული მას დღესა შინა, შენდამო მითხრობად შენდა ყურთა მომართ. |
24:27 |
მას დღესა შინა აღეღოს პირი შენი განრინებულისა მიმართ, და ისიტყო და არა დაჰყრუვდე მერმე და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, და ვიყო მე მათდა ნიშად. |