27:1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
27:2 |
და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე სორსა ზედა გოდებაჲ. |
27:3 |
და ჰქუა სორსა, დამკჳდრებულსა შესავალსა თანა ზღჳსასა, სავაჭროსა ერთა ჭალაკთაგან მრავალთასა, ამათ ეტყჳს ადონაი უფალი სორსა: შენ სთქუ, მე შევმოსე თავსა ჩემსა სიკეთე. |
27:4 |
გულსა შინა ზღჳსასა, ბეელიმსა, ძეთა შენთა შეგმოსეს შენ სიკეთე. |
27:5 |
ნაძჳ სანირით გეშენა შენ, პებულნი ფიცართა კჳპაროსისათანი ლიბანით მოღებულ იქმნეს ქმნად შენდა ანძათა სანავეთა. |
27:6 |
ბასანით გამო ყვნეს სარეველნი შენნი, ტაძარნი შენნი პილოჲსძვალისაგან, სახლნი სერტყოანნი ჭალაკთაგან ქეტტიემისათა. |
27:7 |
ბისონი ჭრელებსა თანა ეგჳპტით იქმნეს შენდა სარეცელად, შემოსად შენდა დიდებაჲ და მობლარდნად შენდა ჳაკინთე და პორფირი, ჭალაკთაგან ელისეაჲესთა იქმნნეს სამოსელნი შენნი. |
27:8 |
და მთავარნი შენნი, დამკჳდრებულნი სიდონს, და არაბნი იქმნეს ნიჩბის-მცემელ შენდა. ბრძენნი შენნი, სორ, რომელნი იყვნეს შენ შორის, ესენი მმართებელებ შენდა. |
27:9 |
მოხუცებულნი წიგნთანი და ბრძენნი მათნი, რომელნი იყვნეს შენ შორის, იგინი განაძლიერებდეს განზრახვასა შენსა. და ყოველნი ნავნი ზღჳსანი და ნიჩბის-მცემელნი მათნი იყვნეს შენ შორის მიმგებელ შერევნასა შენსა, და გექმნნეს შენ დასავალთა ზედა დასავალთასა. |
27:10 |
სპარსნი და ლჳდნი და ლიბჳელნი იყვნეს ძალად შენდა, კაცნი მბრძოლნი შენნი, რომელთა ფარები და ჩაფხუტები დაჰკიდეს შენ შორის, ამათ მოსცეს დიდებაჲ შენი. |
27:11 |
ძენი არაბიელთანი და ძალი შენი ზღუდეთა შენთა ზედა მრგულივ იყუნეს, არამედ და მიდნიცა გოდლებსა შენსა შინა იყვნეს მცველებ; კაპარჭნი მათნი დამოჰკიდნეს სამართთა შენთა ზედა გარემო, ამათ განასრულეს სიკეთე შენი. |
27:12 |
კარქიდონელნი ვაჭარ შენდა, სიმრავლისაგან ყოვლისა ძალისა შენისა, ვეცხლი და ოქროჲ და რვალი და რკინაჲ და კალაჲ და ბრპენი მოსცეს სავაჭროსა შენსა. |
27:13 |
ელლადაჲ ყოველი და განმავრცობელნი მისნი ვაჭრობდეს შენ შორის სულებსა კაცთასა და ჭურჭელნი რვალისანი მისცნეს სავაჭროდ შენდა. |
27:14 |
სახლისაგან თორგამოჲსისა ცხენნი და ცხენოსანნი და კერძოვირნი მისცნეს სავაჭროდ შენდა. |
27:15 |
ძენი როდელთანი, ვაჭარნი შენნი ჭალაკთაგან, განამრავლებდეს სავაჭროსა შენსა, რქათა და კბილთა პილოჲსათა მომავალთა ნაცვლად მისცემდეს სასყიდელსა შენსა კაცთა. |
27:16 |
ვაჭართა შენთა, სიმრავლისაგან შემყოფისა შენისა შტახსი და პორფირი და ბისონი დაჭრელებულნი თარშით და რამოთით და ხორხორით მოსცნეს საფარდულსა შენსა. |
27:17 |
იუდა და ძენი ისრაჱლისანი, ესენი ვაჭარ შენდა იფქლისა ფრდასა შინა; და მიჰრონნი და კასიანი და პირველი თაფლი და ზეთი და რეტინი მისცეს შემყოფისა მიმართ შენისა. |
27:18 |
დამასკოჲ - სავაჭრო შენდა სიმრავლითა საქმეთა შენთაჲთა, სიმრავლისაგან ყოვლისა ძალისა შენისა, ღჳნოჲ ქელბონით და მატყლი მელიტონით. |
27:19 |
ღვინოჲ, დედან, იოვან და მეოზელ სავაჭროდ შენდა მოსცეს; ასილით რკინაჲ ქმნული და ეტლისთუალი შემყოფისა შენისა შორის არს. |
27:20 |
დედან საფარდულ შენდა საცხოვართა თანა რჩეულთა საეტლედ. |
27:21 |
არაბიაჲ და ყოველნი მთავარნი კიდარისანი - ესენი ვაჭარ შენდა ჴელთა მიერ შენთა აქლემებსა და ვერძებსა და ტარიგებსა და აგარაკებსა, რომელთა მიერ გვაჭრობდეს შენ. |
27:22 |
ვაჭარნი საბაჲსანი და რათმაჲსანი - იგინი ვაჭარ შენდა პირველთა თანა სულნელთა და ქვათა კეთილთა, რომელთა ოქროჲცა მოსცეს სავაჭროსა შენსა. ხარრანი და ქალანი და დადანი, |
27:23 |
ესე ვაჭარნი შენნი, საბლ და ასური და ხარვანი - მოფარდულებ შენდა, |
27:24 |
მომღებელ სავაჭროსა ჳაკინთსა და ჭრელთა და საუნჯეთა რჩეულთა, შეკრულთა საბლებითა. |
27:25 |
და ნავთა შინა კჳპაროზისათა, მათ შორის ვაჭარნი შენნი. კარქიდონელნი ვაჭარნი შენდა; სიმრავლისა თანშემყოფისა შორის შენისა და აღივსე და დაჰმძიმდი ფრიად გულსა შინა ზღჳსასა. |
27:26 |
წყლისა შორის მრავლისა მოგიყვანეს შენ ნიჩბისმცემელთა შენთა; ქარმან სამხრისამან შეგმუსრა შენ შორის გულსა ზღჳსასა. |
27:27 |
ძალნი შენნი და მმართებელნი შენნი და განმზრახნი შენნი და შემყოფნი შენნი და ნიჩბის-მცემელნი შენნი და თანშემყოფნი თანშეყოფისა შენისანი და ყოველნი კაცნი, მბრძოლნი შენნი, შენ შორის. და ყოველი კრებული შენ შორისი დაეცნენ საშუალ გულსა ზღჳსასა დღესა მას დაკუეთებისა შენისასა. |
27:28 |
ჴმითა ღაღადებისა შენისაჲთა მმართებელნი შენნი შიშით შეშინდენ. |
27:29 |
და შთამოვიდენ ნავთაგან მათთა ყოველნი ნიჩბის-მცემელნი შენნი და ეპივატნი შენნი და მპირველობნი ზღჳსანი ქუეყანასა ზედა დადგენ. |
27:30 |
და ვალალაებდენ შენ ზედა ჴმითა მათითა და ღაღადებდენ მწარედ და ზედდაიდვან მიწაჲ თავსა ზედა მათსა, |
27:31 |
და ნაცარნი დაირეცონ, და იმტიერნენ შენ ზედა მტიერობანი; და გარემოირტყან ძაძაჲ და ტიროდიან შენ ზედა სიმწარითა სულისათა. |
27:32 |
და ტყება მწარე მოიღონ შენ ზედა. და აღიღონ შენ ზედა ძეთა მათთა გოდებაჲ და გოდებდენ გოდებათა სორისათა: ვინ, ვითარ ტჳროსი, დადუმებული საშუალ ზღჳსა? |
27:33 |
რაოდენი რაჲმე ჰპოვე სასყიდელი ზღჳსაგან? აღავსენ ნათესავნი სიმრავლისაგან შენისა, შემყოფისგან შენისა და ზედშემყოფისა შენისა განამდიდრენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი. |
27:34 |
აწ შეიმუსრე ზღუასა შინა სიღრმესა შორის წყლისასა. შემყოფი შენი და ყოველი კრებული შენი საშუალ შენსა, დაეცნეს ყოველნი ნიჩბის-მცემელნი შენნი. |
27:35 |
ყოველნი მკჳდრნი ჭალაკთანი დაჭმუნდეს შენ ზედა და მეფენი მათნი. განკრთომით განჰკრთეს, და ცრემლოოდა პირი მათი შენ ზედა. |
27:36 |
ვაჭართა წარმართთასა დაგისტჳნეს შენ, წარსაწყმედელად იქმენ, და არა მერმე იყო უკუნისამდე. |