22:1 |
და იქმნა სიტყუაჲ, უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
22:2 |
და შენ, ძეო კაცისაო, შჯი, თუ შჯი ქალაქსა მოსისხლეთასა. |
22:3 |
და უჩუენენ მას ყოველნი უსჯულოებანი მისნი და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ჵ ქალაქო, დამთხეველო სისხლთაო საშუალ შენსა, მოსლვად ჟამისა შენისა და მყოფო გულისზრახვათაო, ძჳნად თავისა თჳსისა შვგინებად მისსა! |
22:4 |
სისხლთა მიერ მათთა, რომელთა დასთხევდ, გიბრკუმა და გულისზრახვათა შინა შენთა, რომელთა ჰყოფდ, შეიგინებოდე; და მიეახლე დღეთა შენთა და მოიყვანე ჟამი წელიწადთა შენთაჲ; ამისთჳს მიგეც შენ საყუედრელად წარმართთა და სამღერელად ყოველთა სოფლებთა, |
22:5 |
მახლობელთა შენდამი და შორად განშორებულთა შენგან, და იმღეროდიან შენდამი, და ჴმა-ყონ შენ ზედა, არაწმიდა ხარ სახელოანი და ფრიადი უსჯულოებათა შინა შენთა! |
22:6 |
აჰა, მიმთხრობელნი სახლისა ისრაჱლისანი კაცადი ნათესავთა მიმართ თჳსთა აღერეოდა შენ შორის, რაჲთა დასთხიონ სისხლი. |
22:7 |
მამასა და დედასა ძჳრსიტყუვიდეს შენ შორის და მწირისა მიმართ გარემიიქცეოდეს უსამართლოდ შენ შორის, ობოლსა და ქურივსა ჰმძლავრობდეს შენ შორის. |
22:8 |
და წმიდათა ჩემთა შეურაცხ-ჰყოფდეს და შაბათთა ჩემთა შეაგინებდეს შენ შორის. |
22:9 |
კაცნი ავაზაკნი იყვნეს შენ შორის, რაჲთა დასთხევდენ შენ შორის სისხლსა, მთათა ზედა ზორვიდეს შენ შორის და არა ღირსთა ჰყოფდეს შორის შენსა, |
22:10 |
სირცხჳლი მამისაჲ გამოაცხადეს შენ შორის და არაწმიდებასა შინა წიდოანსა დაამდაბლებდეს შენ შორის. |
22:11 |
კაცადი ცოლსა მოყუასისა თჳსისა იუსჯულოებდეს და კაცადი სძალსა თჳსსა შეაგინებდა უთნოობით და კაცადი დასა თჳსსა, ასულსა მამისა თჳსისასა, დაამდაბლებდა შენ შორის; |
22:12 |
ძღუენთა უსამართლოთა მიიხუმიდეს შენ შორის, რაჲთა დასთხიონ სისხლი; ვახშსა და განნამრავლებსა მიიღებდეს შენ შორის და შესრულებულვყო თანამონათესავობაჲ უკეთურებისა შენისა მძლავრებისმიერისაჲ, ხოლო მე დამივიწყე, - იტყჳს ადონაი უფალი. |
22:13 |
და უკუეთუ დავსცე ჴელი ჩემი ჴელისა მიმართ მათ ზედა, რომელნი აღასრულენ და რომელნი ჰყვენ და სისხლთა შენთა ზედა, ქმნილთა შენ შორის. |
22:14 |
უკუეთუ მოთმინე იქმნეს გული შენი, უკუეთუ უძლონ ჴელთა შენთა დღეთა შინა, რომელთა მე ვჰყოფ შენ შორის, მე უფალმან ვთქუ და ვყო. |
22:15 |
და განგაბნიო შენ წარმართთა შორის და განგთესო შენ სოფლებსა შორის და მოღებულ იქმნეს არაწმიდებაჲ შენი შენ შორის. |
22:16 |
და დავიმკჳდრო შენ შორის, წინაშე თესლებსა წარმართთასა, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი. |
22:17 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
22:18 |
ძეო კაცისაო, აჰა, იქმნა ჩემდა სახლი ისრაჱლისაჲ აღრეულ ყოველნი: რვალ, და კალა, და რკინა და ბრპენ შორის საჴუმილსა ვეცხლისასა აღრეულნი არიან. |
22:19 |
ამისთჳს არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მათ წილ, რომელ იქმნენით ყოველნი ერთშეზავებაჲ ამისთჳს მე შეგიწყნარნე თქუენ საშუალ იერუსალჱმისა, |
22:20 |
ვითარცა შეიწყნარებს ვეცხლი, და რვალი, და რკინაჲ, და ბრპენი, და კალაჲ შორის საჴმილისა გამობერვად მისდამი ცეცხლსა გამოსადნობელად, ეგრეთ შეგიწყნარნე თქუენ რისხვასა შინა ჩემსა |
22:21 |
და შეგკრიბნე და დაგადვნე თქუენ. და მოვჰბერო თქუენდამი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა და გამოიდვნეთ შორის მისსა. |
22:22 |
ვითარსახედ გამოდნების ვეცხლი შორის ბრძმედსა, ეგრეთ გამოიდვნეთ შორის მისსა და სცნათ, ვითარმედ მე უფალმან მივჰფინვ გულისწყრომაჲ ჩემი თქუენ ზედა. |
22:23 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
22:24 |
ძეო კაცისაო, არქუ მას: შენ ხარ ქუეყანაჲ არდამლტვარი, არცა წჳმაჲ იქმნა შენ ზედა დღესა შინა რისხვისა შენისასა. |
22:25 |
რომლისა მიმთხრობელნი შორის მისსა, ვითარცა ლომნი მყჳრალნი, მტაცებელნი ნატაცებთანი, შემჭამელნი სულთანი მძლავრებით, სიმდიდრესა და პატივთა მიიხუმენ სიცრუჲთ, და ქურივნი შენნი განმრავლდეს შენ შორის. |
22:26 |
და მღდელთა მისთა შეურაცხ-ყვეს შჯული ჩემი და მწიკულევან-ჰყოფდეს წმიდათა ჩემთა, შორის წმიდისა და ბილწისა არ განარჩევდეს და შორის წმიდისა და არაწმიდისა არ განარჩევდეს; და შაბათთაგან ჩემთა დაიფარვიდეს თუალთა მათთა და შევიგინებოდე შორის მათსა. |
22:27 |
მთავარნი მისნი შორის მისსა, ვითარცა მგელნი, მტაცებელნი ნატაცებთანი, დათხევად სისხლისა, წარწყმედად სულებისა, რაჲთა ანგაჰარებანი ანგაჰარებოდენ. |
22:28 |
და წინაწარმეტყუელნი მისნი მცხებელნი მათდა ვეცხლისანი დაეცნენ, მხედველნი ამაოთანი მემისნენი ცრუთანი, ამათ იტყჳს ადონაი უფალი, და უფალი არა იტყოდა. |
22:29 |
ერსა ქვეყანისასა გამომწურველნი უსამართლოდ და დამტაცებელნი ნატაცებათანი, გლახაკისა და დავრდომილისა მიმხუეჭელნი და მწირისა მიმართ ართანამქცევნი სიმართლით. |
22:30 |
და ვეძიებდ მათგან კაცსა, მქცევსა მართლიად და მდგომსა წინაშე პირისა ჩვმისა ყოვლითურთ ჟამსა შინა რისხვისასა, რაჲთა არა სრულიად მოისპოს იგი, და ვერ ვპოე. |
22:31 |
და მივჰფინე მის ზედა გულისწყრომაჲ ჩემი ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა მოსრულებად მისსა; გზანი მათნი თავთა მათთა მივსცენ, - იტყჳს, ადონაი უფალი. |