15:1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი: |
15:2 |
და შენ, ძეო კაცისაო, რაჲმცა ეყო ხესა ვენაჴისასა ყოველთაგან ნერგთა მყოფთა ხესა შორის მაღნარისათა? |
15:3 |
უკუეთუ მოიღონ მისგან ძელი შესაქმედ საქმარისა, მოიღონ მისგან მანაჲ დაკიდებად ყოველი ჭურჭელი მის ზედა? |
15:4 |
თჳნიერ ცეცხლისა მიეცეს განსალეველად, წლითიწლადსა განწმენდასა მისსა განჰლევს ცეცხლი და მოაკლებს სრულიად; ნუ საჴმარ იყოს საქმრად? |
15:5 |
და არცა მერმე ყოფასაღა მისსა ყოვლად სრულიად არა იყოს საქმრად, რამეთუ ცეცხლმან ღათუ განლიოს იგი სრულიად, უკეთუ შეიქმნას საქმრად მერმე? |
15:6 |
ამისთჳს ვთქუა, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - ვითარსახედ ხე ვენაჴისაჲ ხეთა შორის მაღნარისათა, რომელი მივეც ცეცხლსა განსალევნელად იგი, ეგრეთ მივსცნე მკჳდრნი იერუსალჱმს შინა. |
15:7 |
და მივსცე პირი ჩემი მათ ზედა; ცეცხლისაგან გამოვიდენ და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი; და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი განმტკიცებასა შინა პირისა ჩემისასა მათ ზედა. |
15:8 |
და მივსცე ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად მათ წილ, რომლითა დაეკუეთნეს შეცოდებითა, - იტყჳს ადონაი უფალი. |