11:1 |
და აღმიღო მე სულმან და მიმიყვანა მე ბჭესა ზედა სახლისა უფლისაჲსა, პირისპირსა, მხედველსა აღმოსავალთაჲთ, და, აჰა, წინაკართა ზედა ბჭისათა, ვითარცა ოთხნი და ხუთნი კაცნი; და ვიხილე საშუალ მათსა იეზონია იეზერისი და ფალტია ბანეესი, წინამძღვარნი ერისანი. |
11:2 |
და თქუა ჩემდამო უფალმან: ძეო კაცისაო, ესე კაცნი - გულისმსიტყუავნი ამაოთანი და განმზრახნი განზრახვასა ბოროტსა ქალაქისა ამის შორის, |
11:3 |
მეტყუელნი: არა ახლად აღეშენებიან სახლნი; ესე არს სიავი, ხოლო ჩუენ - ჴორცნი. |
11:4 |
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო. |
11:5 |
და დავარდა ჩემ ზედა სული უფლისაჲ. და თქუა ჩემდამო: თქუ, ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ესრეთ არქუ სახლსა ისრაჱლისასა: და განზრახვათაცა სულისა თქუენისათა მეცნიერ ვარ მე. |
11:6 |
განამრავლენით მკუდარნი თქუენნი ქალაქსა ამას შინა და აღავსენით გზანი მისნი წყლულებითა. |
11:7 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მკუდარნი თქუენნი, რომელნი დაჰსრენით საშუალ მისსა, იგინი არიან ჴორცნი, ხოლო თჳთ იგი - სიავი და თქუენცა გამო-ვე-გიყვანნე საშუალისაგან მისისა. |
11:8 |
მახჳლისაგან გეშინისყე და მახჳლი მოვაწიო თქუენ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი. |
11:9 |
და თქუენცა გამო-რაჲვე-გიყვანნე საშუალისაგან მისისა, და მიგცნე თქუენ ჴელებსა უცხოთასა და ვყუნე შორის თქუენსა მშჯავრნი. |
11:10 |
და მახჳლითა დაეცნეთ მთათა ზედა ისრაჱლისჲთა, და გსაჯნე თქუენ და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი. |
11:11 |
ეგე არა იყოს თქუენდა სიავად და თქუენ არა იქმნეთ მისსა ჴორც; შორის მთათა ზედა ისრაჱლისათა გსაჯნე თქუენ. |
11:12 |
და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი, რამეთუ მშჯავრთა ჩემთაებრ თქუენ არა ხჳდოდეთ და სამართალნი ჩემნი თქუენ არა დაიმარხენით, არამედ მიწესთა მათამდე წარმართთასა, რომელნი იყუნეს გარემო თქუენსა, მათ თანავე ხჳდოდეთ. |
11:13 |
და იყო წინაწარმეტყუელებასავე შინა ჩემსა და ფალტია ბანეაჲსი მოკუდა; და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა და ჴმა-ვყავ ჴმითა დიდითა და ვთქუ: ჵ მე, ჵ მე, ადონაი უფალი, მოსასრულებელად ჰყოფ შენ დაშთომილთა ისრაჱლისათა! |
11:14 |
და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
11:15 |
ძეო კაცისაო, ძმანი შენნი და კაცნი ტყუჱობისა შენისანი და ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ მოსრულდეს, რომელთა ჰრქუეს მათ მკჳდრთა იერუსალჱმისათა: შორად განდგომილ ხართ უფლისაგან; თქუენდა მოცემულ არს ქვეყანაჲ სამკჳდრებელად. |
11:16 |
ამისთჳს არქუ: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი, ვითარმედ განვიშორნე იგინი წარმართთა შორის და განვაბნინე იგინი ყოველსა ზედა ქუეყანასა და ვეყო მე მათ სიწმიდე მცირე სოფლებთა შორის, სადაცა შევიდენ მუნ. |
11:17 |
ამისთჳს არქუყე: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და შევიწყნარე იგინი წარმართთაგან და შევკრიბნე იგინი სოფლებთაგან, სადა განვსთესენ იგინი მათ შორის; და მივსცე მათ ქუეყანაჲ ისრაჱლისაჲ. |
11:18 |
და შევიდენ მუნ და აღსპნენ ყოველნი საძაგელებანი მათნი და ყოველნი უშჯულოვებანი მისნი მისგან. |
11:19 |
და მივსცე მათ გული სხუაჲ და სული ახალი მივსცე მათ შორის და გამოვჰფხურა გული მათი ქვისაჲ და მივსცე მათ გული ჴორცისაჲ ჴორცისაგან მათისა. |
11:20 |
რათა ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდიან და სამართალთა ჩემთა იმარხვიდენ და ჰყოფდენ მათ; და იყუნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად. |
11:21 |
და გულთაებრ საძაგელებათა მათთაჲსა და უსჯულოებათა მათთაჲსა, რომელნი ქმნნეს, ვითარცა გული მათი, ვიდოდა, გზანი მათნი თავთა მათთათა მივსცენ, - იტყჳს ადონაი უფალი. |
11:22 |
და აღიხუნეს ქეროვიმთა ფრთენი მათნი და ეტლისთუალნი მათნი, მახლობელნი მათნი, და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ მათ ზედა, ზეშთა ზედაჲთ მათსა. |
11:23 |
და აღვიდა დიდებაჲ უფლისაჲ საშუალისაგან ქალაქისა და დადგა მთათა ზედა, რომელი იყო პირისპირ ქალაქისა. |
11:24 |
და სულმან აღმიღო მე და მიმიყვანა ქუეყანად ქალდეველთა, ნატყუენავისა მიმართ სულითა ხილვისა ღმრთისაჲთა; და აღვედ ხილვისაგან, რომელი ვიხილე. |
11:25 |
და ვიტყოდე ტყუეობისა მიმართ ყოველთა სიტყუათა უფლისათა, რომელნი მიჩუენნა მე. |