18:1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
18:2 |
ძეო კაცისაო, რაჲ არს თქუენდა იგავი ესე ძეთა შორის ისრაჱლისათა, მეტყუელთა: მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მობრყჳლდეს? |
18:3 |
ცხოველ ვარ მე! - იტყჳს ადონაი უფალი, უკუეთუ იქმნას მერმე თქმული ეგე იგავი ისრაჱლსა შორის. |
18:4 |
რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარსახედ სული მამისაჲ, ეგრეთვე სულიცა ძეთაჲ, - ყოველნი სულნი ჩემნი არიან. და სული მცოდველი იგი მოკუდეს. |
18:5 |
ხოლო კაცი, რომელი იყოს მართალ, რომელმან ყოს მსჯავრი და სიმართლე, |
18:6 |
მთათა ზედა არა ეზორა, და თუალნი მისნი არა აღიხუნეს კერპთა მიმართ სახლისა ისრაილისათა და ცოლი ქმრისა თჳსისაჲ არ შეაგინოს და დედაკაცისა მიმართ, დაშტანობასა შინა მყოფისა, არ მიეახლოს; |
18:7 |
და კაცსა არა ჰმძლავროს, ნაჴუთევი თანამდებსა უკუნსცეს, და ტაცებაჲ არა იტაცოს, პური მისი მშიერსა მისცეს, და შიშუელსა შეჰმოსოს სამოსელი; |
18:8 |
და ვეცხლი მისი აღნადგინებად არ მისცეს და განნამრავლები არ მიიღოს, სიცრუისაგან მიაქციოს ჴელი თჳსი, და მშჯავრი მართალი ყოს შორის კაცისა და შორის მოყუსისა მისისა; |
18:9 |
და ბრძანებათა შინა ჩემთა ვლოს, და სამართალნი ჩემნი დაიმარხნეს ქმნად იგინი, მართალ არს ესე, ცხოვნებით ცხონდეს იტყჳს, - ადონაი უფალი. |
18:10 |
და უკუეთუ შვეს ძე ბუგრიანი, დამთხეველი სისხლისა და მოქმედი ცოდვისა, |
18:11 |
გზასა შინა მამისა მისისა მართალისასა არა ვლო, არამედ მთათა ზედა ეზორა, და ცოლი მოყუსისაჲ შეაგინა. |
18:12 |
და გლახაკსა და დავრდომილსა ჰმძლავრა, და ნატაცები იტაცა და ნაჴუთევი არა უკუნსცა, და კერპთა მიმართ მიადგან თუალნი მისნი, უშჯულოება ქმნა; |
18:13 |
ვეცხლი აღნადგინებად განსცა და განნამრავლები მოიღო, ესე ცხოვნებითა არა ცხოვნდეს; ყოველნი ესე უსჯულოებანი ქმნნა, სიკუდილით მოკუდეს, სისხლი მისი მის ზედა იყოს. |
18:14 |
ხოლო უკუეთუ შვას ძე და იხილნეს ყოველნი ცოდვანი მამისა მისისანი, რომელნი ქმნნა, და შეიშინოს და არა ყოს მათებრ: |
18:15 |
მთათა ზედა არა ეზოროს, და თუალნი მისნი არა დასხნა გულისსათქმელთა ზედა სახლისა ისრაჱლისათა, და ცოლი მოყუსისაჲ არ შეაგინა. |
18:16 |
და კაცსა არა ჰმძლავრა, და ნაჴუთევი არა იჴუთა და ნატაცები არა იტაცა, პური მისი მშიერსა მისცა, და შიშუელსა შეჰმოსა სამოსელი; |
18:17 |
და სიცრუისაგან მოაქცია ჴელი მისი, ვახში და განნამრავლები არა მიიღო, სიმართლე ქმნა და ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდა, ესე არა აღესრულოს სიცრუეთა შინა მამისა მისისათა, ცხოვნებით ცხოვნდეს. |
18:18 |
ხოლო მამამან მისმან, ვინაჲთგან ჭირვებით აჭირვა და ნატაცები იტაცა და წინააღმდგომნი ქმნნა შორის ერისა ჩემისა, და მოკუდეს უსამართლოებითა მისითა. |
18:19 |
და სთქუთ: რად, რამეთუ არა მიიღო ძემან სიცრუე მამისა მისისაჲ? რამეთუ ძემან მშჯავრი და სიმართლე და წყალობა ქმნა, ყოველნი შჯულვილნი ჩემნი დაიცვნა და ქმნნა იგინი, ცხოვრებით ცოცხალ იყოს. |
18:20 |
ასული მცოდველი იგი მოკუდეს: ძემან არა მოიღოს სიცრუე მამისა მისისაჲ, არცა მამამან მოიღოს სიცრუჱ ძისა მისისაჲ, სიმართლე მართლისაჲ მის ზედა იყოს და უსჯულოება უსჯულოჲსაჲ მის ზედა იყოს. |
18:21 |
და უშუჯლომან უკუეთუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა, რომელნი ქმნნა, და დაიცვნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ყოს მსჯავრი და სიმართლე და წყალობაჲ, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს. |
18:22 |
ყოველნი უსამართლოებანი მისნი, რომელნი ქმნნა, არა აღეჴსენნენ მას; სიმართლესა შინა მისსა, რომელნი ქმნნა, ცხოვნდეს. |
18:23 |
არა ნებით მნებავს სიკუდილი უშჯულოჲსაჲ, - იტყჳს უფალი უფალი, - ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი. |
18:24 |
და მიქცევასა შინა მართლისასა სიმართლისაგან მისისა და ქმნასა უსამართლოებათასა ყოველთაებრ უსჯულოებათა, რომელნი ქმნნა უშჯულომან, ყვნეს თუ არა, ცხოვნდეს; ყოველნი სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, არმოჴსენებულ იქმნენ დაცემასა შინა მისსა, რომელ დაეცა; და ცოდვათა შინა მისთა, რომელნი ცოდნა, მათ შინა მოკუდეს. |
18:25 |
და სთქუთ: არ წარემართების გზა უფლისაჲ მოქცევად მისსა გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი. - აწ ისმინეთ, ყოველო სახლო ისრაჱლისაო! ნუ გზაჲ ჩემი არ წარემართების? ანუ არა გზაჲ თქუენი არ წარემართების? |
18:26 |
მი-თუ-აქციოს მართალმან სიმართლისაგან თჳსისა და ყოს შეცოდება და მოკუდეს, ცოდვასა შინა თჳსსა, რომელ ქმნნა, მას შინაცა მოკუდეს. და მოთუ-აქციოს უსჯულომან უსჯულოებათაგან თჳსთა, რომელნი ქმნნა, და იქმოდის განკითხვასა და სიმართლესა, ამან სული თჳსი დაიცვა. |
18:27 |
და იხილა და მოაქცია ყოველთაგან უსჯულოებათა თჳსთა, რომელნი ქმნნა, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს. |
18:28 |
და იტყჳან სახლი ისრაჱლისა: არა მართალ არს გზაჲ უფლისაჲ, ნუ გზაჲ ჩემი არა მართალ არსა, სახლო ისრაჱლისაო! არა გზაჲ თქუენი არა მართალ არსა? |
18:29 |
ამისთჳს და კაცადი გზათაებრ თქუენთა გსაჯნე თქუენ, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს ადონაი უფალი, |
18:30 |
მოიქეცით და მოაქციეთ ყოველთაგან უსჯულოებათა თქუენთა და არა იყუნეთ თქუენ დასაშჯელად სიცრუჲსა. |
18:31 |
მოიქეცით თავით თჳსით და განიშორენით თქუენგან ყოველნი უსჯულოებანი თქუენნი, რომლითა უსჯულო იქმნენით ჩემდამო, და ყავთ თავისა თქუენისა გული ახალი და სული ახალი, და რაჲსათჳს მოსწყდებით, სახლო ისრაჱლისაო? |
18:32 |
რამეთუ არა მნებავს სიკუდილი მოსიკუდიდისა მის, - იტყჳს ადონაი უფალი, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებად სული მისი, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მოიქეცით და ცხოვნდით. |