25:1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
25:2 |
ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ძეთა ზედა ამმონისთა და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა. |
25:3 |
და ჰრქუა ძეთა ამმონისთა: ისმინეთ სიტყუაჲ ადონაი უფლისაჲ, ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მათ წილ, რომელ მოსცხრებოდეთ წმიდათა ზედა ჩემთა, რამეთუ შეიგინა და ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, რამეთუ უჩინო იქმნა, და სახლსა ზედა იუდაჲსასა, რამეთუ წარვიდა ტყუეობად. |
25:4 |
ამისთჳს, აჰა, მე მიგცემ თქუენ ძეთა კედემისთა სამკჳდრებელად, და დაიკარვონ ბანაკითა მათითა შენ შორის, და მისცენ შენ შორის კარვები მათი; იგინი ჭამდენ ნაყოფთა შენთა, და იგინი წოვდენ სიპოხესა შენსა. |
25:5 |
და მივსცე ქალაქი ამმონისი სადგურებად აქლემთა, და ძენი ამმონისნი სადგურებად ცხოვართა და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი, უფალი. |
25:6 |
მით, რამეთუ ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რომელ დაიტყუელე ჴელი შენი და ზედიბგერდი ფეჴითა შენითა, და მოსცხრებოდე სულითა შენითა ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა. |
25:7 |
ამისთჳს, აჰა, მე განვირთხამ ჴელსა ჩემსა შენ ზედა და მიგცე შენ დასატაცებლად წარმართთა შორის, და მოგსრა შენ ერთგან და წარგწყმედ შენ ერთაგან წარწყმედითა და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი. |
25:8 |
ამას იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რამეთუ თქუა მოაბმან და სეირმან: აჰა, ვითარსახედ ყოველნი ნათესავნი, სახლიცა ისრაჱლისაჲ და იუდაჲსი. |
25:9 |
ამისთჳს, აჰა, მე დავარღუევ მჴარსა მოაბისასა ქალაქთაგან მისთა, ქალაქთაგან მწუერვალთა მისთაჲსა, ქუეყანასა რჩეულსა, სახლსა ბეთასსიმუთისსა, ზედაჲთ ქუეყანასა ქალაქისასა ზღჳსკიდესა, ვაელმიონსა და კარიათემსა, |
25:10 |
ძეთა კედემისთა, ძეთა თანა ამმონისთა, მივეც იგი სამკჳდრებელად, და მივცე იგი აღსაჴოცელად, რაჲთა არა იქმნეს ჴსენება ძეთა ამმონისთაჲ წარმართთა შორის. |
25:11 |
და მოაბსა ზედა ვყო შურისგებაჲ და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი. |
25:12 |
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რომელ ქმნა იდუმეამან, რამეთუ შურისგებასა შინა მათგან შურისგებისასა სახლსა ზედა იუდაჲსასა და ძჳრისმოჴსენე იქმნეს და ისაჯეს სჯაჲ მათგან. |
25:13 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და განვირთხამ ჴელსა ჩემსა იდუმეას ზედა და მოვსრავ მისგან კაცსა და საცხოვარსა; და დავდვა იგი ოჴრად, და თემანით და დედანით დევნულნი ძახჳლითა დაეცნენ. |
25:14 |
და მივსცე შურისგებაჲ ჩემი იდუმეასა ზედა ჴელითა ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲთა და ქმნან იდუმეასა ზედა რისხვისაებრ ჩემისა და გულისწყრომისაებრ ჩემისა, და ცნან შურისგებაჲ ჩემი, - იტყჳს ადონაი უფალი. |
25:15 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: მის წილ, რომელ ქმნეს უცხოტომთა შურისგებისა მიერ და აღადგინეს შურისგებაჲ ზედმოხარულ ყოვლითა სულითა აღჴოცად მტერობაჲ საუკუნოჲ. |
25:16 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე განვირთხამ ჴელსა ჩემსა უცხოტომთა ზედა და მოვსრნე მსაჯულნი, და წარვსწყმედ დაშთომილთა, დამკჳდრებულთა ზღჳსკიდისათა. |
25:17 |
და ვყუნე მათ შორის შურისძიებანი დიდნი მხილებითა გულისწყრომისაჲთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი მიცემას შურისგებისა ჩემისასა მათ ზედა. |