41:1 |
და შემიყვანა მე ტაძრად, რომლისაჲ განზომა ელამი, წყრთათა ექუსთა სივრცე ერთ კერძ და წყრთა ექუსთა სივრცე ელამისაჲ ერთ კერძ |
41:2 |
და ელამისაჲ სივრცე კარისა და სიფართე ბჭისა წყრთათა ათთაჲ და სამჴარნი ბჭისანი ხუთ წყრთაებ ამიერ და ხუთ წყრთაებ იმიერ; და განზომა სიგრძე მისი წყრთათა ორმეოცთაჲ და სივრცე წყრთათა ოცთაჲ. |
41:3 |
და შევიდა ეზოდ უშინაგანესად და განზომა ელამი სიფართისაჲ წყრთათა ორთაჲ და კარი წყრთათა ექუსთაჲ, და სამჴარნი სიფართისანი წყრთა შჳდთაჲ ამიერ და წყრთა შჳდთაჲ იმიერ. |
41:4 |
და განზომა სიგრძე კართაჲ წყრთათა ორმეოცთაჲ და სივრცე წყრთათა ოცთაჲ პირისპირ ტაძრისა უფლისაჲ და თქუა ჩემდამო: ესე წმიდაჲ წმიდათაჲ. |
41:5 |
და განზომა ზღუდე სახლისაჲ წყრთათა ექუსთაჲ, და სივრცე გუერდისაჲ წყრთათა ოთხთაჲ გარემოჲს მრგულივ სახლისა. |
41:6 |
და გუერდისაჲ გუერდისა ზედა ოცდაათ და სამ ორგზის; და ხანი ზღუდესა შორის სახლისასა გუერდთა ზედა გარემო, რაჲთა იყოს შეახლებულთა სახილველ, რაჲთა ყოლადვე არ მიეხებოდიან ზღუდეთა სახლისათა. |
41:7 |
და სივრცე გუერდისა ზენაკერძოჲსაჲ შედგმულებისაებრ გუერდთაჲსა ზღუდისაგან უზენაესისა მიმართ გარემოჲს სახლისა, რაჲთა განვრცნებოდის ზენაჲთ და ქუენათაგან აღვიდოდიან ქორედთა მიმართ და საშუალთაგან სამსართულთა მიმართ. |
41:8 |
და ელეილნი და თროილნი სახლისანი; და ვიხილე სიმაღლე სახლისაებრ სიმაღლისა შორის გარემო მრგულივ და ხანი გუერდთაჲ სწორი ლერწმისაჲ წყრთაებრ ექუს ხანი. |
41:9 |
და სივრცე ზღუდისა გუერდისაჲსაჲ გარეგნით წყრთათა ხუთთაჲ და ნეშტნი იგი საშუალ გუერდთა სახლისათა. |
41:10 |
და საშუალ საყდართა მათ სივრცე წყრთათა ოცთაჲ გარემოსავლელი მრგულივ სახლისა. |
41:11 |
და კარები საყდართაჲ ნეშტისა მიმართ კარისა მის ერთისა ჩრდილოდმიმართისა სალოცველად წყრთათა ხუთთაჲ გარემოჲს; და კარი ერთი სამხრად მიმართ და სივრცე ნათლისა დანეშტებულისაჲ, ადგილი ლოცვისაჲ, წყრთათა ხუთთაჲ სივრცე გარემო. |
41:12 |
და განმზღვრებელისაჲ პირისპირ დანეშტებულისა გზისაჲ, ვითარცა ზღჳსა მიმართ - წყრთათა სამეოცდაათთაჲ და სივრცე ზღუდისა და განმზღვრებელისა წყრთათა ხუთთა სივრცე გარემოჲს; და და სიგრძე მისი ოთხმეოცდაათთა წყრთათაჲ. |
41:13 |
და განზომა დამართებით სახლისა სიგრძე წყრთათა ასთაჲ და დანეშტებულნი და განმაზღვრებელნი და ზღუდენი მათნი სიგრძით წყრთაებ ას. |
41:14 |
და სივრცე პირისპირ სახლისა და ნეშტნი აღმოსავალად მიმართ წყრთათა ასთაჲ. |
41:15 |
და განზომა სიგრძე განმასაზღვრელებისაჲ პირისპირ დანეშტებულისა უკანაკერძოჲსა სახლისა მის. და დანეშტებულნი აქაჲთ და იქით წყრთათა ასთანი სიგრძედ და ტაძარი შინაგანი და კუთხნი და ელამი გარეშემობაგულნი. |
41:16 |
და სარკუმელნი ბადეედნი და განსანათლებელი მრგულივ სამთასა, რაჲთა იჭჳრებოდის სახლიცა და მახლობელნი, მომსჭუალულ გარემოჲს მრგულივ და იატაკი და იატაკითგან ვიდრე სარკუმელთამდე და სარკუმელნი განხმულ სამწილად საჭჳრობელად. |
41:17 |
და ვიდრე სიახლემდე სახლისა გარეშისა და ვიდრე შინაგანისამდე და ყოველსა ზედა კედელსა მრგულივ შინაგანსა ზედა და გარეშისა ზედა ზომდა გამოწახნაგებულთა |
41:18 |
ქეროვიმთა და ფინიკთა და ფინიკი საშუალ ქეროვიმთასა და ქეროვიმთასა, ორნი პირნი ქერობინსა: |
41:19 |
პირი კაცისაჲ ფინიკისა მიმართ ამიერ და პირი ლომისა ფინიკის მიმართ იმიერ, გამოწახნაგებულ ყოველი სახლი გარემო, |
41:20 |
იატაკითგან ვიდრე მობაგულამდე ქეროვიმნი და ფინიკნი წახნაგებულნი. და სიწმიდე და ტაძარი |
41:21 |
განღებულ ოთხ კიდედ და პირისპირ წმიდათასა ხილვაჲ, |
41:22 |
ვითარცა შესახედავი საკურთხეველისა ძელისაჲსა, წყრთათა სამთაჲ სიმაღლე მისი და სიგრძე წყრთათა ორთაჲ და სივრცე წყრთათა ორთაჲ; და რქანი აქუნდეს, ხარისხი მისი და ზღუდენი მისნი ძელისანი. და თქუა ჩემდამო: ესე ტრაპეზი წინაშე პირსა უფლისასა. |
41:23 |
და ორნი კარებნი ტაძრისანი და წმიდისა კარებნი, ხოლო ორთა მათ კარებთა ქცევითთა |
41:24 |
ორი კარები ერთსა და ორი კარები მეორესა. |
41:25 |
და ნაწახნაგები მის ზედა და კარებთა ზედა ტაძრისათა, ქეროვიმი და ფინიკნი ნაწახნაგებისაებრ წმიდათაჲსა, და მწრაფლები ძელები წინაშე პირსა ელამისასა გარეთ. |
41:26 |
და სარკუმელნი ფარულნი, და განზომა ამიერ და იმიერ სართულებთა მიმართ ტაძრისა ელამისაჲსათა: და გუერდნი სახლისანი შეუღლვილებ. |