13:1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუჱლი: |
13:2 |
ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ წინაწარმეტყუელთა ზედა ისრაჱლისათა, რომელნი წინაწარმეტყუელებენ, და ჰრქუა წინაწარმეტყუელთა რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით: წინაწარმეტყუელებდე და სთქუა მათდამი: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ! |
13:3 |
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვაჲ, რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით, რომელნი ვლენან უკუანა სულისა მათისა და ყოვლითურთ არა ჰხედვენ! |
13:4 |
ვითარცა მელნი ნაოჴართა შინა, იქმნნეს წინაწარმეტყუელნი შენნი, ისრაჱლ. |
13:5 |
არა დადგეს სიმყარესა ზედა და შეკრბეს სამწყსოჲ სახლსა შინა ისრაჱლისასა; არა აღდგეს დღესა შინა ბრძოლისასა მეტყუელნი დღესა შინა უფლისასა, |
13:6 |
მხედველნი ცრუთა, მემისნენი ამაოთა, რომელნი იტყოდეს, - იტყჳს უფალი, - და უფალმან არ მოავლინნა იგინი; და იწყეს აღდგინებად სიტყჳსა. |
13:7 |
არა ხილვა ცრუჲ იხილეთა და მისნობანი ამაონი სთქუენით? და სთქუთ: იტყჳს უფალი; და მე არა მეთქუა. |
13:8 |
ამისთჳს არქუ, - ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: მის წილ, რომელ სიტყუანი თქუენნი ცრუ და მისნობანი თქუენნი ამაოებ, ამისთჳს მე თქუენ ზედა, - იტყჳს ადონაჲ უფალი, |
13:9 |
- და განვყო ჴელი ჩემი წინაწარმეტყუელთა ზედა, მხედველთა ცრუჲსათა და აღმომჴმობელთა ამაოთასა სწავლასა შინა ერისა ჩემისასა; არა იყუნენ, არცა შთაწერათა შინა სახლისა ისრაილისათა შთაიწერნენ და ქუეყანად ისრაილისა არა შევიდენ და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი. |
13:10 |
მის წილ, რამეთუ შეაცთუნეს ერი ჩემი, მეტყუელთა: მშჳდობა, მშჳდობა და არა იყო მშჳდობა; და ესე აშენებს კედელსა, და იგინი ჰგოზდეს მას, უკუეთუ დაეცა, |
13:11 |
თქუეს მგოზელთა მიმართ მისთა, ვითარმედ: დაეცა. და იყოს წჳმაჲ წარმრღუნელი და მივსცნე ლოდნი კლდისსასროლნი, საკრველისშინათა მათთა დაეცნენ და სული აღმღებელი მოვიდეს და განიბძაროს. |
13:12 |
და, აჰა, დაეცა ზღუდე; და არა თქუან თქუენდამო: სადა არს საგოზელი თქუენი, რომელი სცხეთ? |
13:13 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და მოვსცე ქარი აღმღებელი გულისწყრომითა ჩემითა და წჳმაჲ წარმარღუნელი იყოს რისხვითა ჩემითა და ლოდნი კლდისსასროლნი გულისწყრომით მოვაწინე მოსასრულებლად. |
13:14 |
და აღმოვჴუარდო ზღუდე, რომელსა სცხეთ, და დაეცეს და დავდვა იგი ქუეყანასა ზედა, და გამოჩნდენ საფუძველნი მისნი, და დაეცნენ და მოჰსრულდეთ მხილებითა და სცნათ, რამეთუ მე ვარ ადონაი უფალი. |
13:15 |
და შევასრულო რისხვაჲ ჩემი ზღუდესა ზედა და მომგოზელთა მისთა ზედა, და დაეცეს. და ვთქუ თქუენდამი: არა არს ზღუდე, არცა მგოზელნი მისნი, |
13:16 |
წინაწარმეტყუელნი ისრაილისანი, რომელნი წინაწარმეტყუელებდეს იერუსალჱმსა ზედა, და მხილველნი მშჳდობასა მისსა, და მშჳდობაჲ არა არს, - იტყჳს ადონაი უფალი. |
13:17 |
და შენ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ასულთა ზედა ერისა შენისათა, რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით, და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა. |
13:18 |
და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი; ვაჲ, რომელნი შეაკერვენ სასთაულებსა ყოველსა ქუეშე იდაყუსა ჴელისასა და ჰყოფენ სადგმელებსა ყოველსა ზედა თავსა ყოვლისა ჰასაკისასა გარდასაქცეველად სულთა; სულნი გარდაიქცეს ერისა ჩემისანი და სულთა იღუწიდეს. |
13:19 |
და შემაგინებდეს მე ერისა მიმართ ჩემისა მჭელისათჳს ქრთილთაჲსა და ნატეხისათჳს პურისა მოკლვითა სულთაჲთა, რომელთა არ ჯერ-იყო მოკლვაჲ, და ღუწითა სულთათა, რომელთაჲ არ ჯერ-იყო სიცოცხლე, თქუმასა შინა თქუენგან ერისა მსმენელისა ცუდთა ჴმა-ყოფათაჲსა. |
13:20 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე თავისსაცოებსა თქვენსა ზედა, რომელთა ზედა თქუენ მიმოიქცევით მუნ სულთა დასარღუეველად; და განვხეთქნი იგინი მკლავთა თქუენთაგან და განვავლინნე სულნი, რომელთა თქუენ გარდააქცევთ სულთა მათთა განბნეულებად. |
13:21 |
და განვხეთქო სადგმელები თქუენი და ვიჴსნა ერი ჩემი ჴელთაგან თქუენთა, და არღა მერმე იყვნენ ჴელთა შინა თქუენთა მიმოსაქცეველად და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი. |
13:22 |
მის წილ, რომელ გარდააქციეთ გული მართლისაჲ უსამართლოდ, და მე არა გარდამექცია იგი, და განაძლიერებდით ჴელთა უსჯულოჲსათა ყოვლითურთ არა მოქცევად მისსა გზისაგან მისისა უკეთურისა და ცხოვნებად მისსა, |
13:23 |
ამისთჳს ტყუილით ხილვაჲ არა იხილოთ და მისნობათა არღა იმისნებდეთ მერმე; და ვიჴსნა ერი ჩემი ჴელისაგან თქვენისა და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი. |