21:1 |
და იყოს სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო და თქუა: |
21:2 |
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი იერუსალჱმსა ზედა და მიიხილე სიწმიდეთა მიმართ მათთა და წინაწარმეტყუელებდ ქუეყანად ისრაჱლისა. |
21:3 |
და თქუ: ამას იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, ესერა, მე შენდამი და გამოვიტაცო ჴელისსაპყრობი ჩემი ბუდისაგან მისისა და მოვსრა შენგან ყოველი ცრუჲ და უსჯულოჲ; |
21:4 |
ვითარცა-იგი მოვსრა შენგან, ეგრეთ მოისრას ჴელისსაპყრობი ჩემი ბუდისაგან მისისა ყოველსა ზედა ჴორციელსა მზისა აღმოსავალითგან ვიდრე ჩრდილომდე. |
21:5 |
და ცნას ყოველმან ჴორციელმან, რამეთუ მე ვარ უფალი, გამოვიტაცე ჴელისაპყრობი ჩემი ქარქაშით მისით, და არღა მიიქცეს არღა მერმე. |
21:6 |
და შენ, ძეო კაცისაო, სულთითქუენ შემუსრვასა ზედა ძუალთა შენთასა და სალმობიერად სულთითქუნე წინაშე თუალთა მათთა. |
21:7 |
და იყოს, უკუეთუ თქუან შენდამი: ვისთჳს სულთითქუამ შენ? და ჰრქუა: ბავთსა ზედა, რამეთუ მოვალს და შეიმუსროს ყოველი გული, და დაიჴსნენ ყოველნი ჴელნი, და განცივნეს ყოველი ჴორცი და ყოველი სული, და ყოველნი ბარკალნი შეიგინნენ სინედლითა; აჰა, მოვალს და იყოს, - იტყჳს ადონაი უფალი. |
21:8 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
21:9 |
ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი, თქუ: მახჳლო, მახჳლო, აღიმახუე და განწყერ, |
21:10 |
რაჲთა დაჰკლნე საკლველებნი, აღიმახუე, რაჲთა იქმნე აელვებულ, მზა დაჴსნად, მოსრევდ, შეურაცხ-ჰყოფდ ფხურიდი, ძეო ჩემო, ყოველსა ხესა! |
21:11 |
და მისცა მას განმზადებული პყრობად ჴელი მისი, აღილესა მახჳლი, არს მზა მიცემად იგი ჴელსა განმგურემლისასა, |
21:12 |
ღაღად-ყავ და ვალალაებდ, ძეო კაცისაო! რამეთუ ესე იქმნა ერსა შორის ჩემსა, ესე ყოველთა შორის მისათხრობელთა მათ ერთა ისრაჱლისათა, მოახლენი ჩემნი სამახჳლოდ იქმნეს ერისა ჩემისა. და ამისთჳს დაიტყუელენ ჴელითა შენითა, |
21:13 |
რამეთუ განმართლებულ არს. და რაჲ მერმე, უკუეთუ ტომი განერეს? - იტყჳს ადონაჲ უფალი, - არა იყოს. |
21:14 |
და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელე, დაიტყუელე ჴელი ჴელსა ზედა და ამრჩობლწილე მახჳლი, მესამე მახჳლი წყლულებათაჲ არს, მახჳლი წყლულებათაჲ დიდი, და განაკრთვნე იგინი, |
21:15 |
რაჲთა შეიმუსროს გული მათი და განმრავლდენ უძლურებანი. ყოველსა ზედა ბჭესა მათსა მიეცნენ მახჳლსა კლვად: ვაშა, მახჳლ იქმნა კლვად, ვაშა, იქმნა ლესულებით, ვითარცა ელვაჲ. |
21:16 |
განვლე, აღმახუენ მარჯუენით და მარცხენით, ვიდრეცა პირი შენი მიიქცეს! |
21:17 |
ხოლო მეცა დავიტყუელო ჴელი ჩემი ჴელისა მიმართ და მიუტეო გულისწყრომაჲ ჩემი, - მე, უფალი, ვიტყოდე. |
21:18 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
21:19 |
და შენ, ძეო კაცისაო, განუწესენ თავსა შენსა ორნი გზანი შესლვად მახჳლი მეფისა ბაბილონისა; სოფლისაგან ერთისა გამოვიდენ ორნი დაწყებანი განმზადებად ჴელი მგურემელი დასაწყისსა გზისა თითოეულისა ქალაქისასა. |
21:20 |
მგურემელად. დასაწყისსა გზისასა დააწესენ შესლვად რაბვადსა ზედა ძეთა ამონისთასა მახჳლი, და იუდას ზედა იერუსალიმს შინა გარემოდგომით |
21:21 |
მით, რამეთუ დადგეს მეფე ბაბილონისაჲ დასაბამისასა ზედა გზასა, დასაწყისსა ზედა ორთა გზათასა მისნობად მისნობისა და აღმოდუღებად კუერთხი და გამოკითხვად ქანდაკებულთა მათ და ღჳძლისმსტრობად. |
21:22 |
და მარჯუენით მისსა იქმნა სამისნოჲ იერუსალჱმსა ზედა მოდგმად პატნეზი, აღებად პირი ღაღადებითა და ამაღლებად ჴმაჲ ყივილისა თანა ნესტჳსასა, მოდგმად პატნეზი ბჭეთა ზედა მისთა, და მოდებად მიწაჲ და აღშენებად საისართა. |
21:23 |
და თჳთ იგი მათდა, ვითარცა მემისნე მისნობისაჲ წინაშე მათდა და მეშვიდე ყონ მეშვიდემანცა აღმჴსენებელმან სიცრუჲსა მათისამან შეპყრობად. |
21:24 |
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მათ წილ, რომელ მოიჴსენენით სიცრუვენი მათნი გამოსაცხადებელად უთნოობათა თქუენთა, საჩუენებელად ცოდვათა თქუენთა ყოველთა შინა უსჯულოებათა თქუენთა და ყოველთა შინა სიმარჯუეთა თქუენთა, მის წილ, რომელ აღიჴსენეთ, ამათ შინა მოესრულნეთ. |
21:25 |
და შვნ, ბილწო უსჯულოო, წინამძღუარო ისრაჱლისაო, არღა მოწევნულ არს დღე ჟამსა შინა სიცრუჲს აღსასრულისასა. |
21:26 |
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აღიძარცუე კიდარი და მოიჴადე გჳრგჳნი, ესე არა ეგევითარი იყოს, დაამდაბლე მაღალი და აღამაღლე მდაბალი. |
21:27 |
სიცრუვედ სიცრუვედ, სიცრუვედ დავდვა იგი, არცა იგი ეგევითარი იყოს, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა ჯერ-არს მსჯავრი, და მივსცე მას. |
21:28 |
და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი ძეთა მიმართ ამმონისთა და ყუედრებათა მიმართ მათთა, და სთქუა: მახჳლო, მახჳლო, ჴდილო მკლველობად. და აღმოწუდილო მოსრულებად. |
21:29 |
აღდეგ, რაჲთა ელვიდე ხილვასა შინა შენსა ამაოსა და მისნობასა შინა შენსა ცრუსა მიცემად შენდა ქედთა ზედა წყლულებათა უსჯულოთასა, რომელთაჲ მოიწია დღე ჟამსა შინა სიცრუჲს დასასრულისასა! |
21:30 |
მიიქეც ქარქაშად შენდა და ნუ დაადგრები ადგილსა ამას შინა, რომელსა იქმენ, ქუეყანასა შინა თჳსსა გსაჯო შენ. |
21:31 |
და მივჰფინო შენ ზედა რისხვაჲ ჩემი, ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა მოვჰბერო შენ ზედა და განგცე შენ ჴელთა კაცთა ბარბაროზთასა, მხუროებელთა განხრწნისათასა. |
21:32 |
ცეცხლისა მიერ იყო შესაჭმელ. სისხლი შენი იყოს საშუალ ქუეყანისა შენისა, არღა იყოს შენდა ჴსენებაჲ მით, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე. |