1:1 |
ადამ, სეთ, ენოს. |
1:2 |
კაინან, მალალელ, იარედ. |
1:3 |
ენუქ, მათუსალა, ლამექ. |
1:4 |
ნოე, ძენი ნოესნი: სემ, ქამ და იაფეთ. |
1:5 |
ძენი იაფეთისნი: გამერ, მიაგოგ, მადაი, ოვიგან, ელისან, თობელ, მოსოქ და თირას. |
1:6 |
ძენი გომერისნი: ასქანას და რიფატ და თერგამ. |
1:7 |
ძენი იოვიგანისანი: ელისა და თარსის, კიტელნი(!) და როდინელნი(!) |
1:8 |
ძენი ქამისნი: ქუშ და მესტრემ, ფუდ და ქანან. |
1:9 |
ძენი ქუშისანი: საბა და ევილა, და საბათა, რეგამა და საბათაქა. ძენი რეგამისნი: საბა და დიედან. |
1:10 |
და ქუშ შვა ნებროთ, ამან იწყო გმირ-ყოფა და მონადირებად ქუეყანასა ზედა. |
1:11 |
და მესტრომ შვა ლუდიმელნი და ლობიმელნი და ზანაიმელნი და ნეფთალიმელნი. |
1:12 |
და პატროსიმელნი. და ქალონიმელნი, რომლისაგან გამოვიდნენ ფილისტიმელნი და ქაბდორიმელნი. |
1:13 |
და ქანან შვა სიდონ, პირმშო თჳსი, და ქანანელნი. |
1:14 |
და იებოსელნი და ამორეველნი და გერგესეველნი. |
1:15 |
ეველნი და არეველნი და არსანელელნი. |
1:16 |
და ასადელნი და სამარელნი და ამათელნი. |
1:17 |
ძენი სემისნი: ელამ და ასსურ და არფაქსად და ლუდ და არამ. და ძენი არამისნი: ოვსესოლ და გათერ და მოსოქ. |
1:18 |
და არფაქსატ შვა კაინან, და კაინან შვა სალა, და სალა შვა ებერ. |
1:19 |
და ებერ შვნა ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფოლეგ, რამეთუ დღეთა მისთა განიყო ქუეყანა, და სახელი ძმისა მისისა იეკტან. |
1:20 |
და იეკტან შვა ელმოდად და სალობ და ზარამათ. |
1:21 |
და კედურამ, და ზეზელ, და დეკლან, და ზირა. |
1:22 |
და კამაან, და ზაბიმეელ, და საბა. |
1:23 |
და სუფირ, ზევი დ იორამ. და ყოველნი ესე ძენი იეკტანისნი. |
1:24 |
და ძენი... |
1:25 |
ებერ, ფალეგ, რაგავ. |
1:26 |
სერუქ, ნაქორ, თარა. |
1:27 |
აბრამ, ესე იგი არს, აბრაჰამ. |
1:28 |
და ძენი აბრაჰამისნი: ისაკ და ისმაელ. |
1:29 |
და ესე ნაშობნი არიან ისმაელისანი: ნაბეოთ და კედარ, ნაბდეელ და მაბსალ. |
1:30 |
და მასმა, იდუმა და მასე, ქოდად და თემან. |
1:31 |
ეგტურ და ნაფეს, და კედმა. ესენი არიან ძენი ისმაილისნი. |
1:32 |
და ესე ძენი ქეტურისნი, ხარჭისა აბრაჰამისნი, რომელ უშვნა მას ზემბრამ, და იეკსან, და მადან, და მადიან, და იესბოკ, და სოვიე და ძენი იეკსანისნი: დედან და საბე და ძენი დედანისნი: ასურიმ და ლატუსიმ და ლოვმინ. |
1:33 |
ძენი მადიამისნი: გეფარ და ენოქ და ოფერ და აბიდან და ელად. ესენი ყოველნი - ძენი ქეტურისნი. |
1:34 |
და შვა აბრაჰამ ისაკი. და ძენი ისაკისნი: იაკობ და ესავ. |
1:35 |
ძენი ესავისნი: ელიფაზ, და რაგუელ, და ეულ, და იეგლომ და კორე. |
1:36 |
ძენი ელიფაზისნი: თემან და ომარ და სოფარ და გოოთამ და კენეზე; თამნა, ხარჭმან ელიფაზისმან, უშვა მას ამალეკი. |
1:37 |
ძენი რაგუელისნი: ნაქედ, ზარე, სომე, და მოზე. |
1:38 |
ძენი სეირისნი: ლოტან, სობალ, სებეგონ, ანა, დესონ და აკარ და რისონ. |
1:39 |
ძენი ლოტანისნი: ბოროი და ემან, და დაჲ ლოტანისი - თამნა. |
1:40 |
ძენი სუბალისნი: გოლამ, მანაქათ, და გებელ და სოფარ, და ონან და ძენი სებეგონისნი აია და ანა. ესე ძენი ანასნი: დესონ... |
1:41 |
ხოლო ძენი დესონისნი: ამრან, ესებან, ითრან და ქერრან. |
1:42 |
და ძენი ესერისნი: ბილან და ავალ და ააკან. და ძენი დესონისნი: ოვს და არან. |
1:43 |
და ესე მეფენი მათნი, რომელნი მთავრობდენ ქუეყანასა ედომისასა, რომელნი პირველად ზედა ძეთა ისრაჱლთასა მეფობდენ, ბალაკ, ძე ბეორისი და სახელი ქალაქისა მათისა დენება. |
1:44 |
და მოკუდა ბალაკა, მეფობდა მის წილ იობაბ, ძე ზარასი, ბოსორელი. |
1:45 |
და მოკუდა იობაბ, და მეფობდა მის წილ ასომ ქუეყანისაგან თემანელთასა. |
1:46 |
და მოკუდა ასომ, და მეფობდა მის წილ ადად, ძე ბარადისი, რომელმან მოსრა მადიამი ველსა მას მოაბისასა, და სახელი ქალაქისა მისისა გეთემ. |
1:47 |
და მოკუდა ადად, და მეფობდა მის წილ სამაა მასეკეთით. |
1:48 |
და მოკუდა სამაა, და მეფობდა მის წილ საულ რობეთელი, რომელ არს მდინარესა თანა. |
1:49 |
და მოკუდა საულ, და მეფობდა მისა შემდგომად ბალაენონ, ძე აქობორისი. |
1:50 |
და მოკუდა ბალაენონ, ძე აქობორისი, და მეფობდა მისა შემდგომად ადად, და სახელი ქალაქისა მისისა ფოგორ, და სახელი ცოლისა მისისა ამეტაბელ, ასული მატრადისი. |
1:51 |
და მოკუდა ატად. და იყუნეს მთავარნი ედომს: |
1:52 |
მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთერ. |
1:53 |
მთავარი ელისაკამას, მთავარი ელას, მთავარი ფინონ. |
1:54 |
მთავარი კენოზ, მთავარი თემან, მთავარი იარასარ. |
1:55 |
მთავარი მეგედიელ, მთავარი ზაფოინ. ესე მთავარნი მედომისნი. |