12:1 |
და იყო, ვითარცა განემზადა მეფობა რობოამისი და განმტკიცნა მაშინ. და დაუტევნა მცნებანი უფლისა ღმრთისანი და ყოველმან ისრაჱლმან მის თანა. |
12:2 |
და იყო მეხუთესა წელსა მეფობასა რობოამისა, აღმოვიდა სუსაკიმ, მეფე ეგჳპტისა, იერუსალჱმდ, რამეთუ შესცოდეს წინაშე უფლისა, |
12:3 |
ათას ორასითა ეტლითა და სამეოც ათასითა მჴედრითა. და არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მკჳრცხლისა, რომელი აღმოვიდოდა მის თანა ეგჳპტით და ლივიბიათ ტროგლოდჳტელნი და ეთიოპელნი. |
12:4 |
და დაიპყრეს ქალაქები ძლიერი, რომელნი იყუნეს იუდასნი და მოვიდეს იერუსალჱმდ. |
12:5 |
და სამეა წინაწარმეტყუელი მოვიდა რობოამისა და მთავართა იუდასთა, რომელნი შეკრებილ იყუნეს იერუსალიმს პირისაგან სუსაკისა და ჰრქუა მათ: ესრე იტყჳს უფალი: თქუენ მიტევეთ მე და მე დაგიტევენ თქუენ ჴელთა შინა სუსაკიმისთა. |
12:6 |
და არცხჳნა მთავართა მათ ისრაჱლისათა და მეფისა, და თქუეს: მართალ არს ღმერთი. |
12:7 |
და იხილა უფალმან, რამეთუ შეიკდიმეს. მაშინ იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამეასა მიმართ და თქუა: ამისთჳს, რამეთუ შეიკდიმეს, არა განვრყუნე იგინი და მივსცე მათ, ვითარცა მცირედ რაოდენმე საცხორებელად და არა წთოდის გულისწყრომა ჩემი იერუსალიმსა ზედა, |
12:8 |
რამეთუ იყუნეს იგინი მონა და ცნან მონებაჲ ჩემი და მონებაჲ მეფეთა ქუეყანისათა. |
12:9 |
და აღმოვიდა სოსაკიმ, მეფე ეგჳპტისა, და წარიღო სუსაკიმ ფარებიცა იგი ოქროსა და ლახურები, რომელ ქმნნა სოლომონ. |
12:10 |
და ქმნა რობოამ ფარები და ლახურები რვალისა მათ წილ, და დაადგინნა მათ ზედა სუსაკიმ და მთავარნი იგი თანამცორვალთანი, რომელნი სცვიდეს ბჭეთა მეფისათა. |
12:11 |
და იქმნებოდიან შესლვასა მას მეფისასა სახლსა უფლისასა, შევიდიან მცველნი იგი მის თანა და თანამცორველნი და მოიქციან შემთხუევად და მიგებებად თანამცორველთა მათ სხუათა. |
12:12 |
და ვითარცა-იგი შეიკდიმეს მათ, გარემიიქცა მათგან რისხვა უფლისაჲ, რათა არა განირყუნენ იგინი სრულიად, რამეთუ იუდასცა შორის იყუნეს სიტყუანი კეთილნი. |
12:13 |
და განძლიერდა რობოამ, მეუფებდა იერუსალჱმს. ორმეოცდაერთისა წლისა იყო რობოამ მეფობასა მისსა და ათჩჳდმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს, ქალაქსა, რომელი გამოირჩია უფალმან სახელის-დებად სახელი მისი მუნ ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა, და იყო სახელი დედისა რობოამისი ნოომა ამანიტელი |
12:14 |
და ქმნა ბოროტი, რამეთუ არა წარემართა გული მისი გამოძიებად უფლისა. |
12:15 |
და სიტყუანი რობოამისნი პირველნი და უკუანაისკნელნი ანუ არა, აჰა ესერა, წერილ არიან სიტყუათა შინა სამეას წინაწარმეტყუელისათა და ადდოს მხილველისათა და საქმენი მისნი, ვითარ-იგი ჰბრძოდა რობოამ იორობოამს ყოველთა დღეთა მეფობდა. |
12:16 |
და მოკუდა რობოამ და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა აბია, ძე მისი, მის წილ. |