35:1 |
და ყო ოსია პასექი უფლისა ღმრთისა თჳსისა და დაკლეს პასექი იგი მეათოთხმეტესა წელსა თთჳსა მის პირველისასა. |
35:2 |
და დაადგინნა მღდელნი საცოსა თჳსსა ზედა და განაძლიერნა იგინი საქმესა ზედა სახლსა უფლისასა. |
35:3 |
და ჰრქუა ლევიტელთა ძლიერთა მათ და ყოველთა ისრაჱლთა, რათა წმიდა იყუნენ იგინი უფლისათჳს. და დადგეს კიდობანი იგი წმიდაჲ სახლსა შინა, რომელი აშენა სოლომონ, ძემან დავითისმან, მეფისა ისრაჱლისამან, თქუა მეფემან: არა არს აღება მჴრითა, არამედ ჰმსახურებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა ერი მისი ისრაჱლი |
35:4 |
და განემზადენით სახლად ტომთა თქუენთა დღითი დღე სამსახურებელთა თქუენთა, მცნებისაებრ დავითის მეფისა და სოლომონ ძისა მისისათა. |
35:5 |
და დადეგით ტაძარსა მას შინა ტომად-ტომად თქუენნი წინაშე ძმათა თქუენთა და ნაწილი სახლისა ტომისა ლევიტელთა. |
35:6 |
დაკალით პასექი და სიწმიდე მზა-უყავთ ძმათა თქუენთა სიტყჳსა მისებრ უფლისა ჴელითა მოსესითა. |
35:7 |
და შესწირა იოსია ძეთათჳს ერისათა ცხოვარი, და ტარიგები, და თიკნები, ნაშობი თხათა; ყოველი, რაცა პოვა პასექად ოცდაათი ათასი და ჴბო სამ ათასი, ესე ნაქონი ძეთაგან მეფისთა. |
35:8 |
და მთავართა მისთა იწყეს მიცემად ერისათჳს, მღდელთა და ლევიტელთა და მისცეს ქელკია და ზაქარია, და იეიელ, მთავარი სახლისა ღმრთისა; მღდელთა მისცეს პასექად მას ცხოვარი, და ტარიგი, და თიკანი ორ ათას ექუსასი, ჴბო სამასი. |
35:9 |
და ქონენია, და ბასანია, და სამეა, და ნათანაელ, ძმამან მისმან და ასაბია და იეიელ, და იოზაბად, მთავართა ლევიტელთა, შესწირეს პასექსა მას ცხოვარი ხუთი ათასი და ჴბო ხუთასი. |
35:10 |
და წარემართა მსახურება იგი და დადგეს მღდელნი განწესებისაებრ და ლევიტელნი განაწილებდეს მცნებისა მისებრ მეფისა. |
35:11 |
და დაკლეს პასექი და მოაპკურეს ჴელითა მღდელთა მათთათა და ლევიტელნი განჴდიდეს ტყავსა. |
35:12 |
და მომზადეს ყოვლად დასაწველნი მსგავსად განნაწილებისად სახლად და სახლად მამათა მათთასა, ძეთა ერისათა, მორთმად უფლისათა, ვითარცა წერილ არს წიგნსა სჯულისა მოსესასა, ეგრეთვე განთიადისა. |
35:13 |
და შეწვეს პასექი ცეცხლითა მსგავსად და წმიდად, შეაგბეს ქვაბებითა და სიავებითა, და წარემართა და წარდგენ ყოველნი ძენი ერისანი. |
35:14 |
შემდგომად განმზადებისა მათისა და მღდელთასა, რამეთუ მღდელნი შესწირვიდეს ცმელსა და ყოვლად დასაწველებსა ვიდრე მწუხრამდე და ლევიტელნი მოუმზადებდეს მათ და ძმათა მათთა და ძეთა არონისათა, |
35:15 |
და მეფსალმუნენი, ძენი ასაფისნი, სადგურსა თჳსსა ზედა მსგავსად ბრძანებისა მის დავითისსა და ასაფ, და ემან, და იდითუმ წინაწარმეტყუელნი მეფისანი და მთავარნი და მეკარენი ბჭისათა თითოეულისა, არა იყო შეძრვა მათი მსახურებისაგან წმიდათასა, რამეთუ ძმანი მათნი ლევიტელნი მოუმზადებდეს |
35:16 |
და წარემართა ყოველი მსახურება უფლისაჲ მათ დღეთა შინა ყოფად პასექისა და მიღებად ყოვლად დასაწველები საკურთხეველსა უფლისასა და მცნებისა მისებრ ოსია მეფისა იუდასსა. |
35:17 |
და უყვეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი იყუნეს მუნ, პასექი და დღესასწაული უცომოებისა შჳდ დღე, |
35:18 |
რომელ არა ყოფილ იყო მისებრ პასექი ისრაჱლსა დღეთაგან ვითარ სამოელ წინაწარმეტყუელისათა, და მეფეთა ისრაჱლისათა არა ყვეს პასექი, რომელ ყო იოსია მეფემან და მღდელთა და ლევიტელთა და ყოველმან იუდამან და ისრაჱლმან, რომელნი იყუნეს მუნ და მკჳდრმან იერუსალჱმისამა |
35:19 |
მეათურამეტესა წელსა იოსია მეფისასა, და მუცლითმეზღაპრენი, და მცნობელნი, და თერაფინნი, და კერპნი, და რომელნი იყუნეს ქუეყანასა იუდასა, და იერუსალჱმს, დაწვა ოსია მეფემან, რათა დაამტკიცნეს სიტყუანი, იგი მისისა სჯულისანი და წერილი წიგნსა მას, რომელ-იგი პოვა ქელკია სახლსა შინა უფლისასა, რამეთუ მსგავსი იოსია მეფისა არა იყო უწინარეს მისა მეფე, რომელი მოიქცა უფლისათჳს ყოვლითა გულითა მისითა სჯულისა მოსესითა. და შემდგომად აღარა აღდგა მეფე სხუაჲ მისი მსგავსი, ხოლო არავე გარემიიქცა უფალი რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა, რომელ განრისხდა უფალი იუდასა ზედა, რომელ განარისხა მანასე, და თქუა უფალმან: იუდაცა განვიშორო პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვიშორე ისრაჱლი, განვიშორო ქალაქი, რომელი გამოვირჩიე, იერუსალჱმი, და სახელი ვთქუ დამტკიცებად სახლი ჩემი მუნ |
35:20 |
და აღმოვიდა ფარაო ნექაო, მეფე ეგჳპტისა, მეფისა ზედა ასურეთისასა მდინარედ ევფრატად. და გამოვიდა იოსია მეფე შემთხუევად მისა, რათა ბრძოლა-სცეს. |
35:21 |
და მოუვლინა მოციქული ფარაო ნექაო და ჰრქუა მას: რაჲ ძეს შენი და ჩემი, მეფეო იუდასო? არა შენ ზედა მოვალ ბრძოლისა ყოფად, ღმერთმან მრქუა მე, რათა ვისწრაფო მე, აწ ეკრძალე ღმრთისაგან, რომელი არს ჩემ თანა, ნუუკუე განგრყუნეს შენ. |
35:22 |
და არა გარემიიქცია იოსია პირი მისგან, არამედ ბრძოლად მისა განეწყო და არა ისმინნა სიტყუანი ნექაოსისნი პირისაგან უფლისა და მოვიდა მისა ბრძოლად ველსა მას მაგედონისასა. |
35:23 |
და სცეს ისრითა მეფესა იოასსა და ჰრქუა მონასა თჳსსა: განმიყვანეთ მე ამიერ, რამეთუ მელმის მე ფრიად. |
35:24 |
და გამოიყვანეს იგი მონათა მისთა ეტლისა მისგან და აღსუეს იგი ეტლსა მას მეორესა მისსა და მოიყვანეს იგი იერუსალჱმდ და მოკუდა. და დაფლეს იგი მამათა მისთა თანა და ყოველი იუდა და იერუსალჱმი იგლოვდა იოსიას ზედა. |
35:25 |
და ჰგოდებდა იერემია იოსიას და თქუეს ყოველთა მთავართა, მამათა და დედათა, ჰგოდებდენ იოსიას ზედა, ვიდრე დღევანდელად დღემდე და მისცეს იგი ბრძანებაჲ ისრაჱლსა და, აჰა, ესერა, წერილ არიან გოდებათა შინა. |
35:26 |
და იყუნეს სიტყუანი იოსიასნი და სასოება მისი დაწერილ სჯულსა უფლისასა. |
35:27 |
და ნეშტნი სიტყუანი მისნი პირველნი და უკუანაისკნელნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა ისრაჱლისათა და იუდასასა. |