3:1 |
და იწყო სოლომონ შენებად სახლისა უფლისა იერუსალჱმს, მთასა მას ამორიასა, სადა-იგი ეჩუენა უფალი დავითს, მამასა მისსა, ადგილსა მას, რომელი განმზადა დავით, კალოსა ორნიასსა, იებუსელისასა. |
3:2 |
და იწყო შენებად თთუესა მეორესა, წელსა მეოთხესა მეფობისა მისისასა. |
3:3 |
და ესრეთ იწყო სოლომონ შენებად სახლისა უფლისა: სიგრძე წყრთით განზომა პირველი სამეოც წყრთა და სივრცე ოცი წყრთა. |
3:4 |
და წინაშე ბჭეთა ელამი-წინაშე პირსა მის ტაძრისასა და სიგრძე წინაშე სივრცესა მის ტაძრისასა ოც წყრთა და სიმაღლე წყრთითა ას და ოც. და მორჩუნა იგი შინაგან ოქროთა წმიდითა. |
3:5 |
ტაძარი იგი დიდი მორჩუნა ძელითა ნაძჳსათა და მოქმნა იგი ლესვით ოქროთა წმიდითა და გამოჭრა მას ზედა ქანდაკები, დანაკისა კუდები და ჯაჭუები დამოკიდებულად. |
3:6 |
და შეამკო ტაძარი იგი ქვითა პატიოსნითა დიდებულად. და ოქროთა განრჩუნა იგი ფარუემისათა. |
3:7 |
და მოქმნა ოქროთა სახლი იგი და კედელნი. და ბჭენი და სართულები და კარები ოქროთა და გამოქანდაკა ქერობინები კედელთა. |
3:8 |
და ქმნა სახლი იგი წმიდა: სიგრძე მისი წინაშე პირისპირ ოც წყრთა, და სივრცე მისი ოც წყრთა. და მოლესა იგი ოქროთა წმიდითა ქერობინებად ექუსასითა ტალანტითა. |
3:9 |
და სასწორი სამსჭუალთა სასწორი ერთისა ერგასის სიკილა ოქროსა და ქორი იგი მოქმნა ოქროთა. |
3:10 |
და ქმნა სახლსა მას შინა წმიდასა წმიდათასა ქერობინნი ორნი ქმნულნი ძელთაგან და შემოსნა იგი ოქროთა. |
3:11 |
და იყუნეს ფრთენი იგი ქერობინთანი სიგრძით წყრთით ოცი, და ფრთე ერთი წყრთით ხუთ მისწუდებოდა კედელსა მას ტაძრისასა, ფრთე იგი მეორისა მის წყრთითა ხუთ და მისწუდებოდა ფრთესა ქერობინსა მის ერთისა. |
3:12 |
და ფრთენი მეორისა ქერობინისა ხუთ წყრთა კედლამდი მის ტაძრისა და ფრთე იგი სხუა ხუთ წყრთა, მოკიდებული ფრთისა სხჳსა მის ქერობინისა. |
3:13 |
და ფრთენი იგი ქერობინთანი განმარტებულ იყუნეს ოც წყრთა და იგინი დგეს ფერჴთა ზედა მათთა და პირი მათი ტაძრად კერძო. |
3:14 |
და ქმნა კრეტსაბმელი ვიაკინთესაგან და ძოწეულისა და მეწამულისა და ბისონისა და გამოაქსოვა მას ქერობინი. |
3:15 |
და აღმართნა წინაშე ტაძრისა მის ორნი სუეტნი, და იყო წყრთითა ოცი და ათხუთმეტ სიმაღლე მათი. და სუეტისთავნი მათნი ხუთ-ხუთ წყრთა. |
3:16 |
და ქმნა ჯაჭუედნი ბადისსახედ გარდამოტევებულად და სერსეროთი დაბირს და დაასხნა იგინი ზედა სუეტსა თავთა მათ და ქმნა მროწეულაკები ასი და მოასხა გარდამოკიდებულთა მათ და დადგნა სუეტნი იგი წინაშე ტაძარსა მას: ერთი მარჯუენით კერძო და ერთი მარცხენით და უწოდა მას სახელი მარჯუენითსა მას „წარმართებულება“ და სახელი მარცხენითსა მას „ძლიერებაჲ“. |