15:1 |
და აზარიას ზედა, ძისა ადიდისა, იყო სული უფლისაჲ. |
15:2 |
და განვიდა შემთხუევად მეფისა ასასა და ყოვლისა იუდისასა და ბენიამენისა და თქუა: ისმინეთ ჩემი ასა და ყოველმან იუდამან და ბენიამინ, უფალი თქუენთანა ამისთჳს, რამეთუ იყვენით თქუენ მის თანა. და უკუეთუ ეძიებდეთ მას, გეპოოს იგი თქუენ და, უკუეთუ დაუტეოთ იგი, დაგიტევნეს მანცა თქუენ |
15:3 |
და იყუნენ დღენი ისრაჱლისანი მრავალ ღმრთისა მიერ ჭეშმარიტისა და არა მღდელისა ჩუენებითა და არცა შჯულითა. |
15:4 |
მოიქცენ იგინი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ეპოვოს მათ. |
15:5 |
და მას ჟამსა შინა არა იყოს მშჳდობა შემავალისა და გამომავალისა, რამეთუ განკჳრვება იყოს ყოველსა ზედა სოფლებსა. |
15:6 |
და ჰბრძოდის თესლები თესლებსა და ქალაქი ქალაქსა, რამეთუ ღმერთმან განაკრთნეს იგინი ყოვლითა ჭირითა. |
15:7 |
და თქუენ განძლიერდით. და-ნუ ეხსნებიედ ჴელნი თქუენნი, რამეთუ არს სასყიდელი საქმისა თქუენისა. |
15:8 |
და ვიდრეცა ესმნეს სიტყუანი ესე და წინაწარმეტყუელებაჲ აზარიას წინაწარმეტყუელებისა მეფესა და ყოველსა მას ერსა, განძლიერდა ასა და განაბნია საძაგელები იგი ყოვლისაგან ქვეყანისა იუდასა და ქალაქთაგან, რომელნი დაიპყრნა მთასა მათ ეფრემისასა და განაახლა საკურთხეველი უფლისაჲ, რომელ იყო წინაშე ტაძარსა უფლისასა |
15:9 |
და შეკრიბა მეფემან იუდა და ბენიამენი და მწირნი იგი, რომელნი მწირობდეს მათ შორის ეფრემითგან და მანასეთ და სჳმეონით, რამეთუ შემოერთნეს მას და მოადგეს მრავალნი ისრაჱლისაგანნი, რაჟამს იხილეს მათ, რამეთუ უფალი ღმერთი მისი მის თანა არს. |
15:10 |
და შეკრბეს იერუსალჱმად თუესა მესამესა მეთხუთმეტესა წელსა მეფობისა ასასასა. |
15:11 |
შეწირა უფლისა მას დღესა შინა ნატყუენავისა მისგან, რომელი მოიღო, ზუარაკი შჳდასი და ცხოვარი შჳდი ათასი. |
15:12 |
და განვიდა აღთქმით გამოძიებად უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა. |
15:13 |
რამეთუ ყოველი, რომელი არა ეძიებდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, მოკუდეს ჭაბუკთაგან მოხუცებულადმდე მამაკაცთაგან დედაკაცადმდე. |
15:14 |
და ფუცეს უფალსა ჴმითა დიდითა და საყჳრებითა და ნესტჳთა რქისათა. |
15:15 |
და განიხარა ყოველმან იუდამან ფიცისა მისთჳს, რამეთუ ყოვლითა გულითა მათითა ფუცეს და ყოვლითა ნებითა მათითა ეძიებდეს უფალსა და ეპოვა მათ და დაუმშჳდა მათ უფალმან ყოველი გარემო. |
15:16 |
მააქა, დედა მისი, გარდაადგინა, რათა არა იყოს იგი ასტრატესა და აფროდიტესა მსახურ, და მოსრა კერპები იგი და დაწვა ჴევსა მის ნაძუთასა. |
15:17 |
ხოლო მღდელნი იგი არა განაშორნა, მერმე იყუნეს ვეღარა იუდასა შორის და ისრაჱლსა, არამედ გული ასასი არა იყო სავსე ყოველთა დღეთა მისთა. |
15:18 |
შეიღო სიწმიდე დავითის, მამისა თჳსისა, და სიწმიდე უფლისა ღმრთისა ვეცხლი, ოქრო და ჭურჭელი. |
15:19 |
და ბრძოლა არავინ იყო მისა, ვიდრე ოცდამეათხუთმეტედ წლამდე მეფობისა მისისა. |