34:1 |
იყო რვის წლისა იოსია მეფობასა მისსა და ოცდაათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს. |
34:2 |
და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა. და ვიდოდა იგი გზათა დავითისათა, მამისა თჳსისათა, და არა გარდააქცია მარჯვენით და არცა მარცხენით. |
34:3 |
და მერვესა წელსა მეფობისა მისისასა, ვიდრე იყოღა ჩჩჳლ, იწყო ძიებად უფლისა ღმრთისა დავით მამისა თჳსისასა და მეათორმეტესა წელსა მეფობასა მისისასა, იწყო განწმედად იუდასა და იერუსალჱმითგან და სერტყთა და გამოდნობილთა. |
34:4 |
და დაარღჳეს წინაშე პირსა მისსა ბომონები ბაალისნი და მაღალნი იგი მას ზედა, და მოკაფეს სერტყები იგი, და გამოქანდაკებულნი იგი, და გამოდნობილნი, და შემუსრნა და დააწულილნა და დასთხია წინაშე პირსა საფლავისა მათისასა, რომელნი უზორვიდეს მათ. |
34:5 |
და ძუალნი იგი ქურუმთანი დაწუნა ბომონებსა მას ზედა და განწმიდა იუდა და იერუსალჱმი |
34:6 |
და ქალაქები: ეფრემისი, და მანასესი, და სჳმეონისი, და ნეფთალემისნი და ადგილები მათი გარემო. |
34:7 |
და დაამჴუნა სერტყები და საკურთხეველი და კერპები შემუსრა წულილად და ყოველი სერტყები მოკაფა ქუეყანასა ისრაჱლისასა და მოიქცა იერუსალიმდ. |
34:8 |
და მეთურამეტესა წელსა მეფობისა მისისასა, ვითარცა აღასრულა განწმედად ქუეყანა და სახლი მეფისა, მიავლინა საფან, ძე სელიასი, და ამასიას, მთავარი ქალაქისა, და ოსია, ძე იოაქაზისი, მოსაჴსენებელად მწერალი მისი განმტკიცებად სახლისა უფლისა ღმრთისა დავითისა. |
34:9 |
და მოვიდეს ქელკიასა, მღდელისა მის დიდისა, და მისცეს ვეცხლი იგი შეღებული სახლსა უფლისასა, რომელი-იგი შეკრიბეს ლევიტელთა მცველთა მათ ბჭისათა ჴელისაგან მანასესა და ეფრემისა და მთავართა და ყოველთაგან ნეშტთა ისრაჱლსა შორის, და ძეთა იუდასთა და ბენიამენისათა და მკჳდრთა იერუსალჱმისთა |
34:10 |
და მისცეს იგი ჴელთა მოქმედთა მის საქმისათა და დადგინებულთა მათ სახლსა უფლისასა. და მათ მისცეს მოქმედთა საქმეთა, რომელნი იქმოდეს სახლსა მას უფლისასა შემზადებად და განმაგრებად სახლისასა. |
34:11 |
და მისცეს ხუროთა და მაშენებელთა რათა იყიდონ ქვა მოოხვითი და ძელი მოსლვად და დართვად სახლები, რომელი დაარღჳეს მეფეთა იუდასთა. |
34:12 |
და კაცნი სარწმუნოებით იყუნეს საქმესა მას ზედა და მათ ზედა მოღუაწენი: იეთ და აბდიას, ლევიტელნი, ძეთაგან მერარისთა, ზაქარია და მოსოლონ, ძეთაგან კათისთანი ზედამდგომელად და ყოველი ლევიტელი გულისხმის-მყოფელი სტჳრითა გალობათათა, |
34:13 |
და ზურგით მოტჳრთეთა ზედა და ყოველთა ზედა მოქმედთა საქმისათა ლევიტელთაგანნი მწიგნობარნი და მსაჯულნი და ბჭეთა მცველნი. |
34:14 |
და გამოღებასა მას მათსა ვეცხლისა მის შეწირულისასა სახლსა უფლისასა პოვა ქელკია მღდელმან წიგნი სჯულისა უფლისა ჴელითა მოსესითა. |
34:15 |
და რქუა ქელკია საფან მწიგნობარსა: წიგნი ესე ვპოე სახლსა შინა უფლისასა, და ქელკიმ მისცა წიგნი იგი საფანს. |
34:16 |
და შეიღო საფან წიგნი იგი მეფისა და მიართვა სიტყუაჲ იგი მეფისა და რიცხჳ ყოველივე მიცემული ვეცხლისა ჴელთა მონათა მისთასა, რომელნიცა იქმოდეს საქმესა. |
34:17 |
და მოადვნეს ვეცხლი იგი, რომელი იპოა სახლსა უფლისასა, და მისცეს ჴელთა მოღუაწეთა და ჴელთა მოქმედთა საქმისათა. |
34:18 |
და უთხრა საფან მწიგნობარმან მეფესა და ჰრქუა: წიგნი სჯულისა მომცა მე ქალკია მღდელმან და აღმოიკითხა საფან წინაშე მეფისა. |
34:19 |
ვითარცა ესმა მეფესა სიტყუანი სჯულისანი, დაიპო სამოსელი თჳსი. |
34:20 |
და უბრძანა მეფემან ქელკიას და აქიკამს, ძესა საფანისასა, და აბდონს, ძესა მიქესასა, და საფანს მწიგნობარსა, და ასაიას, მონასა მეფისასა, და ჰრქუა მათ: |
34:21 |
მივედით და იკითხეთ ჩემთჳს უფლისაგან და ყოველთა დაშთომილთა ისრაჱლსა შორის და იუდასა სიტყუათა მათთჳს წიგნისათა, რომელი იპოვა, გულისწყრომა უფლისაჲ აღგზებული არს ჩემდა, რამეთუ არა ისმინეს მამათა ჩუენთა სიტყუაჲ უფლისაჲ ყოფად წერილისა მისებრ წიგნისა. |
34:22 |
და წარვიდა ქელკია და რომელთა-იგი უბრძანა მეფემან და მივიდეს ოლდასა წინაწარმეტყუელასა, ცოლისა სელემისა, ძისა თაკუათისა, ძისა სელლესისა, რომელი იყო მცველი მცნებათა. და ესე დამკჳდრებულ იყო იერუსალიმს მასანაინს შინა და ეტყოდეს მას მსგავსად სიტყჳსა ამის. |
34:23 |
ხოლო მან რქუა მათ: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: და არქუთ კაცსა მას, რომელმან მოგავლინნა თქუენ ჩემდამო. |
34:24 |
ამას იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვჴადო ბოროტი ადგილსა მას, რამეთუ სიტყუანი აღმოიკითხეს, წერილი წინაშე მეფისა იუდასა. |
34:25 |
ამისთჳს დამიტევეს მე და უზორვიდეს ღმერთთა უცხოთა, რათა განმარისხონ მე საქმითა მით ბოროტითა ჴელთა მათთა, აღგზებულ არს წყრომა ჩემი მათთჳს და არა დაშრტეს. |
34:26 |
მეფესა იუდასასა, რომელმან მოგავლინნა თქვენ ძიებად უფლისა, ესრე არქუთ მას: ამას იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: სიტყუანი, რომელნი გესმა შენ |
34:27 |
შეიკდიმა გულმან შენმან და დამდაბლდენ წინაშე ჩემსა სმენად სიტყუათა ჩემთა ადგილსა მაგას ზედა მკჳდრთა მაგას ზედა და შენ დამდაბლდე და სტიროდე წინაშე ჩემსა, და დაიპენ სამოსელნი შენნი და მე მესმა სიტყუაჲ უფლისაჲ. |
34:28 |
აჰა, ესერა, მე შეგიძინო მამათა შენთა და დაგდვა შენ საფლავთა მამათა შენთასა და არა იხილონ თუალთა შენთა ბოროტი, რომელი მე მოვჴადო ადგილსა ამას და მკჳდრთა მათთა. და მოართვეს მეფესა სიტყუაჲ ესე. |
34:29 |
და მეფემან შეკრიბნა მოხუცებულნი იუდასანი და ისრაჱლისანი. |
34:30 |
და აღვიდა მეფე იუდასი ტაძრად უფლისა და ყოველი იუდა და მკჳდრნი იერუსალიმისანი და მღდელნი ლევიტელნი და ყოველი ერი მცირითგან ვიდრე დიდადმდე და აღმოიკითხა წიგნი სჯულისაჲ, რომელი იპოა სახლსა შინა უფლისასა. |
34:31 |
და აღდგა მეფე სუეტსა მას ზედა. და დადვა აღთქმა წინაშე უფლისა შედგომად უფლისა, რათა იმარხვიდეს მცნებათა მისთა და წამებათა მისთა ყოვლითა გულითა სიტყჳსა მის სჯულისათა, რომელი წერილ იყო წიგნსა მას. |
34:32 |
და ყოველნი დაადგინნა იერუსალჱმსა და ბენიამენსა და ყვეს მკჳდრთა იერუსალჱმისათა აღთქმა სახლსა უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა. |
34:33 |
და აიხუნა იოსია ყოველნი საძაგელებანი ყოვლისა ქუეყანისაგან, რომელნი იყუნეს ძეთა ისრაჱლისანი და ქმნეს ყოველთა მყოფთა იერუსალჱმისათა, და ისრაჱლნი ჰმონებდეს უფალსა ღმერთსა მათსა ყოველთა დღეთა და არა მიაქციეს გზათაგან უფლისა ღმრთისა მამათა მათთაგან. |