17:1 |
და მეფობდა იოსაფატ, ძე მისი, მის წილ და განძლიერდა იოსაფატ ისრაჱლსა ზედა. |
17:2 |
და მოსცა ძალი ყოველსა ქალაქებსა იუდასა ძნელოვანსა და დაადგინნა ერისთავნი ქალაქთა იუდასთა და ქალაქთა ეფრემისათა, რომელნი-იგი დაიპყრნა ასა, მამამან მისმან. |
17:3 |
და იყო უფალი იოსაფატისა თანა, რამეთუ ვიდოდა იგი გზათა მამისა თჳსისათა პირველთა და არა ეძიებდა კერპთა. |
17:4 |
არამედ უფალსა ღმერთსა მამისა თჳსისასა ეძიებდა, და მცნებათა მამისთა თჳსისათა ვიდოდა, და არა იყუნენ ვითარ ისრაჱლისანი საქმენი. |
17:5 |
და წარუმართა უფალმან მეფობა ჴელითა მისითა და მოართვა ყოველმან იუდამან ძღუენი იოსაფატს და იყო სიმდიდრე მისი და დიდებაჲ ფრიად. |
17:6 |
და ამაღლდა გული მისი გზასა უფლისასა და აღ-ვეღა-იხუნა მღდელნი იგი და სერტყნი ქუეყანით იუდასით. |
17:7 |
და მესამესა წელსა მეფობისა მისისასა წარავლინნა მთავარნი მისნი და ძენი ძლიერებისანი: აბდია, და ზაქარია, და ნათანაელ, მიქეა სწავლად ქალაქთა იუდასთა, |
17:8 |
და მათ თანა ლევიტელნი: სამეა, და სათანას, და ზაბდია, და ასიელ, და სემირამოთ, და იონათან, და აბდონია, და ტობადონია, და ლევიტელნი მათ თანა: ელისამა და იორამ მღდელნი. |
17:9 |
და ასწავებდეს იუდასა და მათ თანა წიგნი სჯულისა მის უფლისაჲ და განვლეს ქალაქები იუდასი და ასწავებდეს ერსა მას. |
17:10 |
და იყო განკჳრვება უფლისაჲ ყოველთა ზედა მეფეთა ქუეყანისათა, რომელნი იყუნეს გარემო იუდასა, და არა ჰბრძოდეს იოსაფატს. |
17:11 |
და უცხოთესლნი მოართმიდეს იოსაფატს ძღუენსა და ვერცხლსა ნიჭსა; და არაბიელნი მოგურიდეს ვერძსა ცხოვართასა შჳდ ათას შჳდასთა და ვაცსა შჳდ ათას შჳდასთა. |
17:12 |
და ვიდოდა იოსაფატ და განდიდნებოდა სიმაღლედ, და აშენა საყოფლები იუდას შორის და ქალაქნი ძლიერნი. |
17:13 |
და მრავალ იყუნეს საქმენი მისნი ქუეყანასა იუდასსა, კაცნი ძლიერნი და მბრძოლნი დაადგინნა იერუსალჱმს. |
17:14 |
და ესე არს რიცხჳ მათი სახლად და სახლად ტომებისა მათისა, ათასისთავნი იუდასნი, ედნა მთავარი და მის თანა ძენი ძლიერებისანი სამასი ათასნი; |
17:15 |
და ამისა შემდგომად იონან მთავარი და მათ თანა ორასოთხმოცი ათასი; |
17:16 |
ამისა შემდგომად ამასია, ძე ზაქარიასი, რომელი გულსმოდგინე იყო უფლისაჲ, და მის თანა ორასი ათასნი ძლიერნი ძალითა; |
17:17 |
და ბენიამენისგანნი ძლიერნი ძალითა ელიადა და მის თანა მოისარნი და ლახვაროსანნი ორასი ათასნი. |
17:18 |
და მისა შემდგომად იოზაბალ და მის თანა ასოთხმეოც ათასნი ძლიერნი ბრძოლასა. |
17:19 |
ესენი ჰმსახურებდეს მეფესა გარეშე მათსა, რომელნი დაედგინნეს მეფესა ქალაქთა მათ მოძნელებულთა ყოველსა ზედა იუდასა. |