9:1 |
და დედოფალსა საბასასა ესმა სახელი სოლომონისა. და მოვიდა სოლომონისა იერუსალჱმდ გამოცდად მისა იგავით ერითა მრავლითა ფრიად, აქლემებითა, რომელთა მოაქონდა სულნელება, ოქრო დიდძალი ფრიად და ქვა პატიოსანი და მოვიდა სოლომონისა და ეტყოდა მას ყოველსა, რაცა იყო გულსა მისსა |
9:2 |
და უთხრა მას სოლომონ ყოველნი სიტყუანი მისნი და არა თანაწარჴდა სიტყუასა სოლომონ, რომელი არა უთხრა მას. |
9:3 |
და იხილა დედოფალმან საბასმან სიბრძნე იგი სოლომონისი და სახლი იგი, რომელი აღაშენა, |
9:4 |
და საჭმელი ტაბლათა და სასხდომები იგი მონათა მისთა, და წინაშე დგომა მსახურთა მისთა და სამოსელი მათი, და მწდენი მისნი, და შემკულება მათი, და მსხუერპლი, რომელთა შესწირვიდა სახლსა უფლისასა. განუკჳრდა |
9:5 |
და ჰრქუა მან მეფესა: ჭეშმარიტ არს სიტყუა იგი, რომელი მესმოდა მე ქუეყანასა ჩემსა სიტყუათა შენთათჳს და სიბრძნისა შენისათჳს. |
9:6 |
და არა მრწმენა სიტყუათაგან მათთა, ვიდრე მოვედ და ვიხილე თუალითა ჩემითა, და არა მითხრეს მე ზოგიცა სიმრავლისა ამის სიბრძნისა შენისა, რამეთუ უფროს შევიძინე იგი აწ სმენად, რომელი მესმოდა მე პირველ. |
9:7 |
ნეტარ არიან კაცნი და ნეტარ არიან დედაკაცნი შენნი, და მონანი ესე შენნი, რომელნი დგანან მარადის შენ წინაშე, და ესმის სიბრძნე ესე შენი. |
9:8 |
იყავნ უფალი ღმერთი შენი კურთხეულ, რომელმან ინება შენდა დაჯდომად შენდა საყდარსა მისსა მეფედ ერისა შენისა უფლისა მიერ ღმრთისა შენისა ისრაჱლსა ზედა, რამეთუ უყუარდა უფალსა ღმერთსა შენსა ისრაჱლი დამტკიცებად იგინი უკუნისამდე და მიგცა შენ მათ ზედა მეფედ საქმედ განკითხვისა და სიმართლისა |
9:9 |
და მოსცა მეფესა ასდაოცნი ტალანტნი ოქრო და სულნელი მრავალი ფრიად და ანთრაკი პატიოსანი და არა იყო ეგევითარი სულნელი, რომელი მოართუა დედოფალმან საბასმან მეფესა სოლომონს. |
9:10 |
და მონანიცა სოლომონისნი და მონანი ქირამისნი მოართმიდეს ოქროსა სოლომონს სოფერით და ძელსა ნაძჳსასა ანთრაკსა პატიოსანსა. |
9:11 |
და ქმნა მეფემან ძელითა ნაძჳსათა აღსავალი იგი სახლისა უფლისაჲ და სახლისა სამეფოსა ქნარები, ებნები გალობათა. და არასადა ხილულ იყო ეგევითარი ძელი, უპირატეს ქუეყანასა იუდასა. |
9:12 |
და სოლომონ მეფემან მისცა დედოფალსა მას საბასა ყოველი, რაცა უნდა მას, და რომელი ითხოა თჳნიერ მისა, რომელი მოართვა მან სოლომონ მეფესა. და მიიქცა და წარვიდა ქუეყანად თჳსა. |
9:13 |
და იყო სასწორი ოქროსა, რომელსა მოართმიდეს სოლომონს წელიწადსა ერთსა, ექუსას სამეოცდაექუსი ტალანტი ოქრო. |
9:14 |
გარნა კაცთა მათ განწესებულთა და ვაჭართა, რომელთა დამოაქუნდა ოქრო და ვეცხლი მეფისა სოლომონისა. |
9:15 |
და ქმნა მეფემან სოლომონ ორასი ფარი ჭედილი ოქროსა, ექუსასი დრაკანი წმიდა იყო ერთსა მას ფარსა |
9:16 |
და სამასი ლახუარი ჭედილი ოქროსა, სამასი დრაკანი ერთსა მას ლახუარსა ზედა, ეგრეთვე თჳთეულთა მათ და მისცა იგი მეფემან მაღნარისა ლიბანისა. |
9:17 |
და ქმნა მეფემან საყდარი პილოსძუალისა შუათა დიდი და შემოსა იგი ოქროთა რჩეულითა. |
9:18 |
ექუს აღსავალ იყო საყდარსა მას შემტკიცებულ ოქროთა, და იყუნეს იდაყუნი იმიერ და ამიერ, და საყდარსა მას საჯდომელისასა და ორნი ლომნი მდგომარენი იდაყუთა მათ თანა. |
9:19 |
და ათორმეტნი ლომნი დგეს ექუსთა მათ აღსავალთა იმიერ და ამიერ და არასადა იქმნა ესრეთ ყოველსა სამეფოსა. |
9:20 |
და ყოველი ჭურჭელი სოლომონისა იყო ოქროსაგან, და ყოველი ჭურჭელი სახლისა მის მაღნარისა ლიბანისა იყო ოქრო ხვეწილ, არად შერაცხილ იყო ვეცხლი დღეთა სოლომონისათა. |
9:21 |
რამეთუ ნავი სოლომონისი მეფისა წარვიდოდა თარშით მონათა თანა ქირამისთა, ერთგზის სამსა წელსა მოვიდოდა ნავი თარშად მეფისა სოლომონისი სავსე ოქროთა, და ვეცხლითა, და შუათა პილოსათა, ყაპუზუნათა და ფარშამანგებითა. |
9:22 |
და განდიდნა მეფე სოლომონ უფროს ყოველთა მეფეთა სიმდიდრითა და სიბრძნითა. |
9:23 |
და ყოველნი მეფენი ქუეყანისანი ეძიებდეს პირსა სოლომონისსა სმენად სიბრძნისა მისისა, რომელი მოსცა ღმერთმან გულსა მისსა. |
9:24 |
და მათ მოაქუნდა კაცად-კაცადსა ძღუენი თჳსი: ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, და სამოსელი, შტახსი, და სულნელი საკუმეველი, ცხენები, და ჯორები წელიწადითი და წელიწადად. |
9:25 |
და იყო სოლომონისი ორმეოცი ათასი ჴდალი ეტლებისა და ათორმეტი ათასი ახტა საჴედარი და დაადგინნა იგინი ქალაქებსა საეტლოსა და მეფისა თანა სოლომონისა იერუსალჱმს. |
9:26 |
და იყო იგი მთავარ ყოველთა ზედა მეფეთა მდინარითგან ევფრატით ვიდრე ქუეყანადმდე უცხოთესლთა, ვიდრე საზღვრამდე ეგჳპტისა. |
9:27 |
და მოსცა მეფემან ოქრო და ვეცხლი, ვითარცა თქუა, იერუსალჱმდ და ნაძჳ, ვითარცა ლეღუსულელი ველისა სიმრავლედ, |
9:28 |
გამოსლვა ცხენებისა ეგჳპტით სოლომონისა და ყოვლისაგან ქუეყანისა. |
9:29 |
და ნეშტნი სიტყუათა სოლომონისთა პირველნი და უკუანასკნელნი, აჰა ესერა, წერილ არიან სიტყუათა ნათან წინაწარმეტყუელისათა და სიტყუათა აქია სელონელისათა და ხილვათა იოელ მხილველისათა იერობოამისა ნაბატისთჳს. |
9:30 |
და მეფობდა სოლომონ ყოველსა ზედა ისრაჱლსა ორმეოც წელ. |
9:31 |
და მოკუდა სოლომონ და დაფლეს იგი ქალაქსა დავითის, მამისა მისისასა. და მეფობდა რობოამ, ძე მისი, მის წილ. |