კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« II ნეშტთა »
II ნეშტთა 1
II ნეშტთა 2
II ნეშტთა 3
II ნეშტთა 4
II ნეშტთა 5
II ნეშტთა 6
II ნეშტთა 7
II ნეშტთა 8
II ნეშტთა 9
II ნეშტთა 10
II ნეშტთა 11
II ნეშტთა 12
II ნეშტთა 13
II ნეშტთა 14
II ნეშტთა 15
II ნეშტთა 16
II ნეშტთა 17
II ნეშტთა 18
II ნეშტთა 19
II ნეშტთა 20
II ნეშტთა 21
II ნეშტთა 22
II ნეშტთა 23
II ნეშტთა 24
II ნეშტთა 25
II ნეშტთა 26
II ნეშტთა 27
II ნეშტთა 28
II ნეშტთა 29
II ნეშტთა 30
II ნეშტთა 31
II ნეშტთა 32
II ნეშტთა 33
II ნეშტთა 34
II ნეშტთა 35
II ნეშტთა 36

« II ნეშტთა 11 [BIB - xx] »
11:1 და შევიდა რობოამ იერუსალჱმდ და შეკრიბა ყოველი იუდა და ბენიამენი ასდაოთხმოცი ათასი ჭაბუკი, რომელი ჰყოფდა ბრძოლასა და ჰბრძოდა ისრაჱლსა მოქცევად მეფობისა თჳსისა.
11:2 და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ სამეას მიმართ, კაცისა ღმრთისა, ჰრქუა:
11:3 არქუ რობოამს, ძესა სოლომონისასა, ყოველსა იუდასა და ბენიამენს.
11:4 ამას იტყჳს უფალი: არა აღხჳდეთ და არცა ბრძოდეთ, და არცა ძმათა თქუენთა თანამიიქეცინ კაცად-კაცადი საყოფლად თჳსა, რამეთუ ჩემ მიერ იყო სიტყუაჲ ესე. და ისმინეს სიტყუაჲ უფლისაჲ და მოიქცეს და არღარა აღვიდეს ბრძოლად იერობოამისა.
11:5 და დაემკჳდრა რობოამ იერუსალჱმს და აღაშენა ქალაქები ზღუდოანი ჰურიასტანს.
11:6 და აღაშენა ბეთლემი, და ეტანი, და თეკუა,
11:7 და ბეთსური, და სოქოთი, და ოდოლამი, და გეთი, და მარისანი, და ზიბი,
11:9 და ადორაიმი, და ლაქისი, და აზეკა,
11:10 და ასარა, და იოლონი, და ქებრონი, რომელი არს იუდასი და ბენიამინისი, ქალაქნი ზღუდოვანნი.
11:11 და განაძლიერნა იგინი ზღუდებითა, და დაადგინნა მუნ მთავარნი, და დადვა უნჯი საზრდელთა, ზეთი, და ღჳნოჲ
11:12 ქალაქად-ქალაქად, და ფარი და ლახვარი, და განაძლიერნა იგინი მრავლად და ფრიად. და იყუნეს იგინი იუდასა და ბენიამენისა,
11:13 და ლევიტელნი და მღდელნი, რომელნი იყუნეს ყოველსა შორის ისრაჱლსა, შეკრბეს რობოამისა ყოველთაგან საზღვართა, რამეთუ დაუტევეს ლევიტელთა საყოფლები სამკჳდრებელისა თჳსისა და მოუჴდეს იგინი იუდასა იერუსალჱმდ,
11:14 რამეთუ გამოასხნა იგინი იორობოამ და ძეთა მისთა, რათა არა ჰმსახურებდენ უფალსა.
11:15 და დაადგინნა თავისა თჳსისა ქურუმნი მაღალთანი და კერპთანი და ამაოთანი და ჴბოთანი, რომელ ქმნნა იორობუამ.
11:16 და გამოასხნა იგინი ტომთაგან ისრაჱლისათა, რომელთა მოსცნეს გულნი მათნი გამოძიებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და მოვიდეს იერუსალჱმდ შეწირვად მსხუერპლისა უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.
11:17 და განაძლიერეს მეფობაჲ იუდასი და განძლიერდა რობოამ, ძე სოლომონისა, სამ წელ, რამეთუ ვიდოდა იგი გზათა დავითისათა და სოლომონისათა სამ წელ.
11:18 და მოიყვანნა რობოამ თავისა თჳსისა ცოლად მოლათ, ასული იერიამუთისი, ძისა დავითისი და აბიათა, ასული ელიაბისი, იესესისა.
11:19 და უშვნა მას ძენი: იაუთ და სამარია და ზოლამ.
11:20 და ამისა შემდგომად შეირთო მან მააქა, ასული აბესალომისი, და უშვა მას: აბია, და იეთი, და ზიზა, და სალემოთ.
11:21 და შეიყუარა რობოამ მაქა, ასული აბესალომისი, უფროს ყოველთა ცოლთა მისთა და ხარჭთა მისთა, რამეთუ ცოლნი ესხნეს ათურამეტ და ხარჭნი სამეოც. და ესხნეს ძენი ოცდარვა და ასულები სამეოც.
11:22 და დაადგინნა რობოამ მთავრად აბია, ძე მააქაისი, წინამძღურად ძმათა მისთა, რამეთუ მეფობა გულსა ედვა მისი.
11:23 და აღორძინდა უმეტეს ყოველთა ძეთა მისთა ყოველთა შორის საზღვართა იუდასთა, ბენიამენისათა და ქალაქთა ძლიერთა და დადვა მათ შინა უნჯნი მრავალი ფრიად და ითხოვა მრავალი ცოლები.

© 2010, გია შერვაშიძე