32:1 |
და შემდგომად სიტყუათა მათ და ჭეშმარიტებისა ამის მოვიდა სენაქირიმ, მეფე ასურეთისა, მოიწია ჰურიასტანად და დაესხა ქალაქსა მას მოზღუდვილსა და იტყოდა დაპყრობად მათდა. |
32:2 |
და იხილა ეზეკია, რამეთუ მოვალს სენაქირიმ და პირი მისი მოუქცევიეს ბრძოლად იერუსალჱმდ. |
32:3 |
და ზრახვა-ყო მოხუცებულთა თანა მისთა ძლიერთა, და-რათა-ყუნენ წყარონი იგი წყალთანი, რომელნი იყუნეს გარეშე ქალაქსა, და დაყუნეს იგინი. |
32:4 |
და განძლიერდეს მთავარნი იგი და დაყუნეს წყალნი იგი წყაროთანი და მდინარე იგი, რომელი განიყოფოდა შორის ქალაქსა და თქუა: ნუუკუე მოვიდეს მეფე ასურთა და პოოს წყალი ფრიად და განძლიერდეს. |
32:5 |
და განძლიერდა ეზეკია და აღაშენა ყოველი ზღუდე დარღუეული და გოდლები და გარეშე ზღუდისზღუდე სხუა, და განამტკიცა აღსავალი იგი ქალაქისა დავითისი და მომზადა საჭურველი მრავალი. |
32:6 |
და დაადგინნა მთავარნი ბრძოლისანი ერსა ზედა, და შეკრბეს მისა უბანსა ზედა ბჭისა მის ჴევისასა, და ეტყოდა ყურთა მიმართ მათთა და თქუა: |
32:7 |
განძლიერდით და მჴნე იყვენით, ნუ გეშინინ პირისაგან მეფისა ასურეთისა, და პირისაგან ნათესავთასა, რომელნი არიან მის თანა, რამეთუ ჩუენ თანა უმრავლეს არიან ვიდრე მათ თანა. |
32:8 |
მათ თანა მკლავნი ჴორციელნი, ხოლო ჩუენ თანა უფალი ღმერთი ჩუენი ცხორებად ჩუენდა და ბრძოლად ბრძოლასა ჩუენსა და ნუგეშინის-იცა ერმან მან სიტყუასა მას ზედა ეზეკიასასა, მეფისა იუდისასა. |
32:9 |
და ამისა შემდგომად მოავლინნა სენაქირიმ, მეფემან ასურეთისამან, მონანი თჳსნი იერუსალჱმდ და იგი თავადი იყო ლაქისს და ყოველი ერი მისი მის თანა. მოავლინა ეზეკიასა, მეფისა იუდისასა და ყოვლისა იუდისასა, რომელნი იყუნეს იერუსალჱმს და ჰრქუეს: |
32:10 |
ესრეთ იტყჳს სენაქირიმ, მეფე ასურთა: ვის ესავთ თქუენ და სხედხართ მაგრად მოზღუდვილსა იერუსალიმს? |
32:11 |
ანუ ეზეკიელ გაცთუნებს თქუენ, რათა მიეცნეთ თქუენ სიკუდილსა და სიყმილსა და წყურვილსა და გეტყჳს: უფალმან ღმერთმან თქუენმან გიჴსნნეს თქუენ ჴელისაგან მეფისა ასურეთისა? |
32:12 |
არა ეგე არს ეზეკია, რომელმან მოსპნა საკურთხეველნი მისნი და მღდელნი მისნი, და ჰრქუა იუდასა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა და იტყჳს: წინაშე ამის საკურთხეველისასა თაყუანის-სცემდით და ამას ზედა შესწირვიდით? |
32:13 |
არა უწყითა, რაოდენი ვყავთ მე და მამათა ჩემთა ყოველთა ზედა ერთა სოფლებისათა? ნუუკუე შეუძლეს წარმართთა ყოვლისა ქუეყანისათა განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა? |
32:14 |
ვინ ამათ ღმერთთა ნათესავთაგანმან, რომელნი მოსრნეს მამათა ჩუენთა? ნუუკუე შეუძლეს განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩუენთა და ვითარმე შეუძლოს ღმერთმან თქუენმან განრინებად თქუენდა ჴელთაგან ჩემთა? |
32:15 |
აწ ნუ გაცთუნებნ თქუენ ეზეკია და ნუ მოსავ-გიქმნ თქუენ ესრესახედ და ნუ გრწმენინ მისი, რამეთუ ვერ შემძლებელ არს ღმერთი ყოველთა ნათესავთა და მეფობათა განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა და ჴელთაგან მამათა ჩემთასა, ეგრევე ღმერთმან თქუენმან ვერ გიჴსნნეს თქუენ ჴელთა ჩემთაგან |
32:16 |
და მერმე იტყოდესვეღა მონანი მისნი უფლისა მიმართ ღმრთისა და ეზეკიას მიმართ, მონისა მისისა. |
32:17 |
და წიგნი მოწერა ყუედრებისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა და იტყოდა მისთჳს და თქუა: ვითარცა-იგი ღმერთთა წარმართთა ქუეყანისათა ვერ განარინნეს ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა, ეგრეთ ვერ განარინოს ღმერთმან ეზეკიასმან ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა. |
32:18 |
და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა ჰურიაებრ რაფსაკ ერისა მიმართ იერუსალჱმისა, რომელი იყო ზღუდესა ზედა, რათა შეეწივნენ მათ და დაარღჳონ იგი, რათამცა დაიპყრეს ქალაქი. |
32:19 |
და იტყოდა ღმრთისა მიმართ იერუსალჱმისა, ვითარცა ღმრთისა ერისა ქუეყანისა ქმნილსა ჴელითა კაცთასა. |
32:20 |
და ილოცვიდა ეზეკია მეფე და ესაია, ძე ამოსისი, წინაწარმეტყუელი ამათთჳს და ღაღად-ყვეს ცად მიმართ. |
32:21 |
და მოავლინა უფალმან ანგელოზი და შემუსრნა ყოველნი ძლიერნი, და მებრძოლნი, და მთავარნი, და ერისთავნი ბანაკსა შინა მეფისა ასურეთისასა და გარემიიქცია პირი თჳსი სირცხჳლით ქუეყანად თჳსა მეფემან ასურთამან და მოვიდა სახლსა ღმრთისა თჳსისასა და გამოსრულთა მუცლისა მისისაგან დასცეს იგი მახჳლითა |
32:22 |
და იჴსნა უფალმან ეზეკია და მკჳდრნი იერუსალჱმისანი ჴელისაგან სენაქერემისა, მეფისა ასურთასა, და ჴელისაგან ყოველთა მტერთასა და დაუმშჳდნა მას ყოველნი გარემონი. |
32:23 |
და მრავალნი მოართმიდეს ძღუენსა უფალსა იერუსალჱმდ და ნიჭსა ეზეკია მეფესა იუდისასა. და უმეტეს აღმაღლდა წინაშე თუალთა ყოველთა თესლთასა ამისა შემდგომად. |
32:24 |
მათ დღეთა შინა დასნეულდა ეზეკია ვიდრე სიკუდილადმდე და ილოცა უფლისა მიმართ და შეისმინა მისი და სასწაული მოსცა მას. |
32:25 |
და არა მოსაგებელისათჳს მისისა, რომელი მოსცა ღმერთმან ეზეკიას, მიაგო ეზეკია, არამედ აღმაღლდა გული მისი და იყო მის ზედა რისხვა და იუდასა ზედა და იერუსალჱმსა. |
32:26 |
და დამდაბლდა ეზეკია სიმაღლისაგან გულისა მისისა და მკჳდრნი იერუსალჱმისანი, ხოლო არა მოვიდა მათ ზედა რისხვა უფლისაჲ დღეთა ეზეკიასთა. |
32:27 |
და იყო ეზეკიასა სიმდიდრე და დიდებაჲ დიდი ფრიად და საუნჯენი ქმნა თავისა თჳსისა: ვეცხლისა, და ოქროსა, და ქვისა პატიოსნისა, და ნელსაცხებელთა, და საკუმეველთა, და საჭურველთა დასაკრებელი, და ჭურჭელი გულისსათქმელი. |
32:28 |
და ქალაქნი ნაყოფთათჳს იფქლისათა და ზეთისა და ღჳნისათა, და დაბნები, და ბაგანი ყოვლისათჳს საცხოვარისა, და ბაკები სამწყსოთათჳს. |
32:29 |
და ქალაქნი, რომელნი იშენნა თავისა თჳსისა, და განმზადა საცხოვრე და საძროხე დიდად ფრიად, რამეთუ მოსცა მათ უფალმან ხუასტაგი მრავალი ფრიად. |
32:30 |
ამან ეზეკია დაყო გამოსავალი წყლისა მის გესონისა ზემოსი და წარუმართა მას ქუემო ბღუარით ქალაქად კერძო დავითისა და წარემართა ეზეკიას ყოველსა შინა საქმესა მისსა. |
32:31 |
და ესრეთ მოციქულთა მათ მთავართა ბაბილოვნით, რომელნი მოივლინნეს მისა კითხვად მის მიერ ნიში, რომელი იქმნა ქუეყანასა ზედა და დაუტევა იგი უფალმან, რათა გამოსცადოს იგი და იცოდის გულისა მისისა. |
32:32 |
და ნეშტნი სიტყუანი ეზეკიასნი და წყალობათა მისთანი, აჰა, ესერა, წერილ არიან წინაწარმეტყუელებასა ესაიასა, ძისა ამონისასა, წინაწარმეტყუელთა და წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა. |
32:33 |
და დაიძინა ეზეკია მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი აღსავალსა მის საფლავისა ძეთა დავითისთასა, და დიდებაჲ და პატივი მისცეს მას სიკუდილსა მისსა ყოველმან იუდამან და მკჳდრთა იერუსალჱმისათა და მეფობდა მანასე, ძე მისი, მის წილ. |