10:1 |
და მოვიდა რობოამ სჳქემად, რამეთუ სჳქემად მოვიდოდა ყოველი ისრაჱლი მეფობად მისა. |
10:2 |
და იყო, ვითარცა ესმა იორობოამს, ძესა ნაბატისასა, რომელი-იგი იყო ეგჳპტეს, ოდეს იგი ივლტოდა პირისაგან სოლომონისა მეფისა. და იყო იორობომ ეგჳპტესა და მოიქცა იორობომ ეგჳპტით. |
10:3 |
რამეთუ მიავლინეს და მოიყვანეს იგი, და მოვიდა იორობომ და ყოველი კრებული ისრაჱლისა მეფისა რობოამისა და ეტყოდეს: |
10:4 |
მამამან შენმან დაამძიმა უღელი ჩუენ ზედა. და აწ შენ შეგჳნდევ მონებისა მისგან ფიცხელისა მამისა შენისა და უღლისა მისგან მძიმისა მისისა, რომელი დაგვდვა ჩუენ ზედა, და გმონებდეთ შენ. |
10:5 |
და ჰრქუა მათ რობოამ: წარვედით სამ დღემდე და მოვედით ჩემდა და წარვიდა ერი იგი. |
10:6 |
და შეკრიბნა რობოამ მოხუცებულნი, რომელნი დგეს წინაშე სოლომონისა, მამისა მისისა, ცხორებასა მისსა და ჰრქუა მათ: ვითარ გნებავს თქუენ, რა სიტყუა მიუგო ერსა ამას? |
10:7 |
და იგინი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: უკეთუ დღეს ექმნე სახიერ ერსა ამას და სათნო-იყო და ეტყოდი მათ სიტყუათა კეთილთა, იყუნენ შენდა მონა ყოველთა დღეთა. |
10:8 |
დაუტევა რობოამ ზრახვა იგი მოხუცებულთა, რომელთა-იგი აზრახეს მას კეთილად, და აზრახა ყრმათა, რომელნი აღზრდილ იყუნეს მის თანა, რომელნი-იგი დგეს მის წინაშე. |
10:9 |
და ჰრქუა მათ: რა გნებავს თქუენ? მიუგო სიტყუა ერსა მას, რომელნი მეტყოდეს მე, და მრქუეს: შენ გჳლხინე უღლისა ამისგან, რომელი დაგვდვა მამამან შენმან. |
10:10 |
და ეტყოდეს ყრმანი იგი მის თანა აღზრდილნი: ესრეთ ეტყოდე ერსა მას, რომელნი გეტყოდეს შენ და თქუეს: მამამან შენმან დაგჳმძიმა უღელი ჩუენ ზედა, და შენ აღგჳმცირე ჩუენ, და აწ, ესერა, არქუ მათ: მცირე თითი ჩემი უმსხო არს წელთა მამისა ჩემისათა. |
10:11 |
და აწ, მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ უღლითა მძიმითა, და მე დაგირთო უღელსა თქუენსა. მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა, ხოლო მე გსწავლნე თქუენ ღრიაკალითა. |
10:12 |
და მოვიდა იორობოამ და ყოველი იგი ერი რობოამისა მესამესა დღესა, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ მეფე, რამეთუ არქუა, ვითარმედ: მოდით ჩემდა მესამესა დღესა. |
10:13 |
მიუგო და ჰრქუა მათ მეფემან ფიცხლად და დაუტევა რობოამ მეფემან ზრახვა იგი მოხუცებულთა. |
10:14 |
და ეტყოდა მათ ზრახვისა მისებრ ჭაბუკთასა, და ჰრქუა მათ: მამამან ჩემმან დაამძიმა უღელი თქუენი და მე დაგირთო მას ზედან; მამამან ჩემმან გსწავლნა თქუენ კუერთხითა და მე გსწავლნე თქუენ ღრიაკალითა. |
10:15 |
და არა ისმინა მეფემან ერისა მის, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო გარდაქცევა იგი, ვითარცა თქუა და დაამტკიცა იგი უფალმან სიტყუაჲ თჳსი, რომელსა იტყოდა ჴელითა აქია სელონელისითა რობოამისთჳს, ძისა ნაბატისა, და ყოვლისა ისრაჱლისა. |
10:16 |
რამეთუ არა ისმინა მათი მეფემან და მიუგო ერმან მეფესა და ჰრქუა: არა არს ნაწილი ჩუენი დავითის თანა და არცა სამკჳდრებელი ძისა თანა იესესთა, წარვედ საყოფელად შენდა, ისრაჱლ, აწ, იხილე სახლი შენი, დავით, და წარვიდა ყოველი ისრაჱლი სამკჳდრებელსა მათსა, |
10:17 |
კაცნი ისრაჱლისნი ნეშტნი ქალაქებსა იუდასა საყოფლად თჳსა და მეფედ დაიდგინეს თავისა თჳსისა იერობოამ, ძე ნაბატისი. |
10:18 |
და წარავლინნა რობოამ მეფემან ადონირამ, რომელი იყო ხარკსა ზედა, და ქვა დაკრიბეს მას ძეთა ისრაჱლისათა და მოკუდა და რობოამ მეფე მიიქცა და აღდგა ეტლთა თჳსთა და ივლტოდა იერუსალჱმდ. |
10:19 |
და შეურაცხ-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა სახლი დავითისი ვიდრე აქა დღედმდე. |