8:1 |
და იყო შემდგომად ოცისა წლისა, რომელთა შინა აშენა სოლომონ სახლი იგი უფლისაჲ და სახლი თჳსი, |
8:2 |
და ქალაქნი იგი, რომელნი მოსცნა ქირამ სოლომონს, და აღაშენა იგინი სოლომონ და დაამკჳდრნა მათ შინა ძენი იგი ისრაჱლისანი. |
8:3 |
და მოვიდა სოლომონ ემათად სობაკისა და განამტკიცა იგი, |
8:4 |
და აღაშენა თოდომოსი უდაბნოსა და ყოველი ქალაქები ძნელი, რომელ აღაშენა ემათ, |
8:5 |
აღაშენნა ბეთრონი ზემო კერძო, ბეთრონი ქუემო, ქალაქნი ძნელნი, ზღუდე და ბჭენი მოქლონებით, |
8:6 |
და ბაალაი და ყოველნი ქალაქნი მაგარნი და ყოველი ქალაქები ეტლებისა, ქალაქები ცხენთა, რაოდენი გულმან უთქუა სოლომონს მსგავსად ნებისა თჳსისა შენებად იერუსალჱმს და ლიბანეს და ყოველსა სამეფოსა მისსა. |
8:7 |
და ყოველი ერი, რომელი დაშთომილ იყო ქეტელისგან და ამორეველისგან და ფერეზელისა და ეველისა და იებუსელისა, რომელნი არა იყუნეს ძეთა ისრაჱლისაგანნი. |
8:8 |
და იყუნეს ძენი მათნი, რომელნი დაშთომილ იყუნეს შემდგომად მათსა ქუეყანასა მას, რომელნი არა მოსრნეს ძეთა ისრაჱლისათა და მოიყვანნა იგინი სოლომონ მოხარკედ ვიდრე აქა დღედმდე. |
8:9 |
და ძენი ისრაჱლისანი არა ყუნა სოლომონ მონა მეფობისა მისისა და ესენი იყუნეს კაცნი მბრძოლნი და მთავარნი ეტლებისანი და მჴედართანი. |
8:10 |
და ესე მთავარნი ზედმდგომელთა მეფისა სოლომონისნი ორას ერგასისნი და საქმისმაწვეველნი ერისანი. |
8:11 |
და ასული იგი ფარაოსი აღმოიყვანა სოლომონ ქალაქით დავითისით სახიდ, რომელი-იგი უშენა მას, რამეთუ თქუა: ვერ დაეშენოს ცოლი ჩემი ქალაქსა ისრაჱლისასა, დავითის მეფისა, რამეთუ წმიდა არს, ვიდრე-იგი შევიდა მუნ კიდობანი იგი ღმრთისაჲ. |
8:12 |
მაშინ შეწირა სოლომონ ყოვლად დასაწველები უფლისაჲ საკურთხეველსა ზედა უფლისასა, რომელი აშენა წინაშე ტაძრისა მის, |
8:13 |
და სიტყჳსა მისებრ დღითი-დღედ შეწირვად მსგავსად მცნებისა მის მოსესისა, შაბათა და შაბათად თთჳსთავთა და დღესასწაულთა სამგზის წელიწადსა და დღესასწაულსა უცომოებისასა, დღესასწაულსა შჳდეულთასა და დღესასწაულსა მას კარვობისასა. |
8:14 |
და დაადგინნა სიმართლისაებრ დავითისა დასნი იგი მღდელთანი მსახურებასა მათსა და ლევიტელნი იგი საცავსა მათსა მსახურებად და ქებად წინაშე მღდელთა სიტყჳსა, მისებრ დღითიდღედისა და მეკარენი განტოლვებისაებრ მათისა ბჭით - ბჭედ, რამეთუ ესრეთ იყო მცნებაჲ დავითისი, კაცისა მის ღმრთისაჲ |
8:15 |
და არა ცვალეს მცნება მეფისა მღდელთათჳს და ლევიტელთა ყოველსავე სიტყუასა და სასჯელთა. |
8:16 |
და მოემზადა ყოველივე საქმარი, ვინა დღითგან დაეფუძნა, ვიდრე აღასრულა სოლომონ სახლი იგი ღმრთისაჲ. |
8:17 |
მაშინ წარვიდა სოლომონ გასიონგაბერად, და ელამად - ზღჳსკიდესა ჰურიასტანად. |
8:18 |
მოუძღუანა ქირამ ჴელითა მონათა მისთათა ნავები და მონები, რომელთა იცოდეს ნავითა სლვა ზღუასა, და წარვიდეს მონათა თანა სოლომონისთა სოფერად და მოიღეს მიერ ოთხასერგასისი ტალანტი ოქრო და მოვიდეს სოლომონის მეფისა. |