კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ტობი »
ტობი 1
ტობი 2
ტობი 3
ტობი 4
ტობი 5
ტობი 6
ტობი 7
ტობი 8
ტობი 9
ტობი 10
ტობი 11
ტობი 12
ტობი 13
ტობი 14

« ტობი 4 [BIB - xx] »
4:1 მას ჟამსა შინა მოეჴსენა ტობის ვეცხლი იგი, რომელი ვედრად მიეცა გაბაელს რაგუელსა ხუჟიკეთისასა, და თქუა გულსა თჳსსა: მე ვითხოო სიკუდილი, რასა არა მოუწოდა ტობიას, ძესა ჩემსა, რათა ვაუწყო მას ვიდრე სიკუდიდმდე ჩემდა?
4:2 და მოუწოდა მას და ჰრქუა: ყრმაო,
4:3 მო-რა-ვკუდე, დამფალ მე და ნუ უგულებელს-ყოფ დედასა შენსა, არამედ პატიოსნად იპყარ იგი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. და ჰყოფდი სათნოებასა მისსა და ნუ შეაწუხებ მას.
4:4 მოიჴსენე, ყრმაო. რამეთუ, მრავალნი ჭირნი იხილნა შენ ზედა მუცელსა მისსა.
4:5 და ოდეს მოკუდეს, დაფალ იგიცა ჩემ თანა საფლავსა ერთსა და უფალი ღმერთი ჩუენი გეჴსენენ.
4:6 ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა ნუ ინებებ ცოდვად და გარდასლვად მცნებათა მისთა. სიმართლესა იქმოდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა და ნუ შეხვალ გზათა სიცრუისათა, რამეთუ იქმოდი რა შენ ჭეშმარიტებასა, წარმართებულ იყვნენ საქმენი შენნი.
4:7 ნაყოფისაგან შენისა ჰყოფდე ყოველსა საქმესა და ნუ ანგაჰრებნ თუალი შენი, ოდესცა ჰყოფდე მოწყალებათა, და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ყოვლისა დავრდომილისაგან და არა გარემიგექცეს შენ პირი ღმრთისა.
4:8 ვითარცა გაქუნდეს შენ, სიმრავლისაებრ ჰყოფდი მათგან მოწყალებასა,
4:9 უკუეთუ მცირედი გაქუნდეს, მცირედისაებრ ჰყოფდი, ნუ გეშინინ ყოფად მოწყალებისა.
4:10 რამეთუ უნჯი კეთილი დაიუნჯო თავსა შენსა დღესა მას ჭირისასა.
4:11 რამეთუ მოწყალებამან სიკუდილისაგან იჴსნის და არა უტევის შესლვად, ბნელსა.
4:12 ნიჭი კეთილი არს მოწყალებაჲ ყოველთა, რომელთა ყონ იგი წინაშე მაღლისა
4:13 ეკრძალე, შვილო ჩემო, ყოვლისაგან სიძვისა და ცოლისა შენისაგან კიდე ნურავინ იცი და ნუცა გამოიძიებ ესევითართა საქმეთა.
4:14 რამეთუ ამპარტავანებით არს წარწყმედა და შფოთი მრავალი და უჴმარებითა დაკლება და ნაკლულევანება დიდი, რამეთუ უჴმარება არს დედა სიყმილისა.
4:15 სასყიდელი ყოვლისა კაცისა, რომელი გიქმოდის შენ, ნუ დადგებინ შენ თანა, არამედ მიეც მას მეყსეულად, და ჰმონებდე თუ უფალსა, მოგეგოს შენ კეთილი. ეკრძალე, შვილო, ყოველთა შინა საქმეთა შენთა და იყავ წურთილ ყოველთა შინა სლვათა შენთა.
4:16 და რომელი შენ გძულს, სხვასა ნუ ვის უყოფ. ღჳნოსა მორვალობით ნუ სუამ და ნუ იქცევინ შენ მთრვალობით ყოველთა შინა გზათა შენთა.
4:17 პურისა შენისაგანი სცი მშიერსა და სამოსლისა შენისაგანი შიშუელსა. ყოვლისაგან ნამეტნავისა შენისა ჰყოფდი მოწყალებასა.
4:18 მიჰფინე პური შენი საფლავსა ზედა მართალთასა და ნუ სცემ ცოდვილთა.
4:19 ზრახებასა ყოველთაგან გონიერთა ეძიებდ და ნუ შეურაცხ-ჰყოფ ყოველსა ზრახებასა საჴმარსა.
4:20 და ყოველსა ჟამსა აკურთხევდი უფალსა შენსა და მისგან ითხოვდი, რათა ყოველნი გზანი შენნი წარმართებულ იყუნენ და ყოველნი ალაგნი და ზრახვანი შენნი წარემართნენ.
4:21 და აწ გაუწყო შენ, რამეთუ ათი ტალანტი დამივედრებიეს ვეცხლისა გაბაელს, რომელი არს ათი ქანქარი, ძესა გაბირიასა, ჰრაგუელს ხუჟიკეთისასა.
4:22 გამოიძიე იგი, რა მიხჳდე, და მოუღე მისგან ათი იგი ტალანტი ვეცხლი და უკუნეც ჴელით-წერილი მისი.
4:23 ნუ გეშინინ, ყრმაო, რამეთუ დავგლახაკენით ფრიად და გაქუს შენ მრავალი რაჲმე. უკუეთუ გეშინოდის ღმრთისა და განეშორო ყოვლისაგან ცოდვისა და ჰყოფდე სათნოებასა წინაშე მისსა.

© 2010, გია შერვაშიძე