კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ტობი »
ტობი 1
ტობი 2
ტობი 3
ტობი 4
ტობი 5
ტობი 6
ტობი 7
ტობი 8
ტობი 9
ტობი 10
ტობი 11
ტობი 12
ტობი 13
ტობი 14

« ტობი 14 [BIB - xx] »
14:1 და ვითარცა დასცხრა აღსარებისაგან ტობი,
14:2 იყო წლისა ორმეოცდაათურამეტისა, ოდეს წარწყმიდნა თუალნი და შემდგომად რვისა წლისა აღიხილნა.
14:3 და იქმოდა ქველისსაქმესა და შესძინა შიში უფლისა ღმრთისა და აუარებდა მას.
14:4 და ფრიად დაბერდა და იხარებდა ცხორებასა შინა თჳსსა კეთილსაგრობითა, და შიშითა ღმრთისათა წარვიდა მშჳდობით.
14:5 და მოუწოდა ძესა თჳსა ტობიას და ექუსთა ძისწულთა მისთა და ჰრქუა მათ: წარიყვანენ ძენი შენნი, რამეთუ განსლვასა ცხორებისასა ზედა ვდგა მე და წარვედ ხუჟიკეთა შვილითურთ.
14:6 მრწამს მე, რამეთუ რაოდენსცა იტყოდა იონა წინაწარმეტყუელი ნინევისათჳს, იყოს, და დაქცევად არს, ხოლო ხუჟიკეთს იყო მშჳდობაჲ ვიდრე ჟამად რაოდენადმდე. რამეთუ ძმანი ჩუენნი განიბნინენ კეთილისაგან ქუეყანისა, და იერუსალჱმი იყოს ოჴერ და სახლი ღმრთისა, რომელ არს მუნ შინა, დაიწვეს და ოჴერ იყოს ვიდრე ჟამ რაოდენმე.
14:7 და კუალად შეიწყალნეს იგინი ღმერთმან და მოაქცინეს ქუეყანასა მათსა, და აღაშენონ სახლი იგი, არამედ არა ვითარ პირველ, ვიდრემდე აღივსნენ სნენ ჟამნი საუკუნონი, და ამისა შემდგომად მოიქცენ ტყუეობისაგან და აღაშენონ იერუსალჱმი პატიოსნად, და სახლი ღმრთისა მას შინა აღაშენოს ყოველთა მიმართ, და ნათესავთა საუკუნეთა შენებულითა დიდებულითა, ვითარცა იტყოდეს მისთჳს წინაწარმეტყუელნი,
14:8 და ყოველნი წარმართნი მოიქცენ ჭეშმარიტად და ეშინოდის უფლისა ღმრთისა და დაჰფლნე კერპნი მათნი ქუეყანასა.
14:9 და აკურთხევდეს ღმერთსა და აღამაღლოს უფალმან ერი თჳსი და უხაროდის ყოველთა მოყვარეთა უფლისა ღმრთისათა ჭეშმარიტებით და სიმართლით, და ჰყოფდენ წყალობასა ძმათა ჩუენთასა.
14:10 და აწ, შვილო, წარვედ ნინევით, რამეთუ ნანდვილვე იყოს, რომელსა იტყოდა წინაწარმეტყუელი.
14:11 ხოლო შენ დაიმარხენ შჯულნი და ბრძანებანი და შენ, შვილო, იყავ მოწყალებისა მოყუარე და მართალ, რათა კეთილი გეყოს შენ.
14:12 დამფალ მე და დედა შენი კეთილად და ნუღარა იყოფი ნინევს შინა (შვილო, უწყი, რა-იგი უყო ადამ აქიაკაროსს, მპოხელსა თჳსსა, ვითარ-იგი ნათლისაგან შეიყვანა ბნელად, ვითარ-იგი მიაგო მას უფალმან და აქიაკაროს განარინა, ხოლო მას მისაგებელი მიაგო და შთაჴდა იგი ბნელსა. და მანასე, იქმოდა ქველისსაქმესა და განერა იგი საბრჴისაბან სიკუდილისა, რომელი დარწყუა მან თავისა თჳსისა, ხოლო ადამ შევარდა საბრჴესა და წარწყმდა).
14:13 და აწ, შვილო, იხილე მოწყალებაჲ, რასა იქმს, და ვითარ-იგი სიმართლე იჴსნის. ხოლო ვითარ-იგი ამას იტყოდა, მოაკლდა სული მისი ცხედარსა ზედა. და იყო იგი ასორმეოცდაათექუსმეტის წლისა და დაფლეს იგი პატიოსნად.
14:14 და ოდეს მოკუდა ანნა, დედა მისი, დაფლა იგი მამისა თჳსისა თანა, ხოლო ტობია წარვიდა სარრას თანა, ცოლისა თჳსისა, და ძეთა მისთა თანა ეგბატანად ჰრაგუელისა, სიმამრისა თჳსისა.
14:15 და დაბერდა პატიოსნად და დაფლა სიმამრი და სიდედრი თჳსი დიდებულად და დაიმკჳდრა ნაყოფი მათი და სახლი ტობისი, მამისა თჳსისა.
14:16 და მოკუდა იგი ასოცდაშვიდის წლისა ეგბატანს, რომელი არს ხუჟიკეთისასა.
14:17 და ესმა უწინარეს სიკუდილისა მისისა წარწყმედა ნინევისა, რამეთუ წარტყუენა იგი ნაბოქოდონოსორ და ასჳეროს და განიხარა ვიდრე სიკუდიდმდე მისა.

© 2010, გია შერვაშიძე