კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ტობი »
ტობი 1
ტობი 2
ტობი 3
ტობი 4
ტობი 5
ტობი 6
ტობი 7
ტობი 8
ტობი 9
ტობი 10
ტობი 11
ტობი 12
ტობი 13
ტობი 14

« ტობი 13 [BIB - xx] »
13:1 და ტობი დაწერა ლოცვა მათ მიმართ სიხარულად და თქუა: კურთხეულ არს ღმერთი, რომელი ცხოველ არს საუკუნეთა. და სუფევა მისი ჰგიეს მარადის,
13:2 რამეთუ მან ტანჯის და შეიწყალის, შთაიყვანის ჯოჯოხეთად და აღმოიყვანის, და არა ვინ არს, რომელი განერეს ჴელსა მისსა.
13:3 აუარებდით მას ძენი ისრაჱლისანი წინაშე წარმართთა,
13:4 რამეთუ მან მიმოგთესნა თქუენ მათ შორის. მუნ უჩუენეთ დიდებულება მისი, აღამაღლებდით მას წინაშე ყოვლისა ცხოველისა, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ჩუენი და ღმერთი, და იგი თავადი არს მამა ჩუენი ყოველთა მიმართ საუკუნეთა.
13:5 მტანჯის ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს და კუალად შეგჳწყალნის და შემკრიბნის ჩუენ ყოველთაგან თესლთა, სადაცა განვიბნიენით მათ შორის.
13:6 უკუეთუ მოიქცეთ მისა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა ყოფად წინაშე მისა ჭეშმარიტებისა, მაშინ მოიქცეს იგი თქუენდა და არა გარემიიქციოს პირი მისი თქუენგან.
13:7 და იხილოთ- რა იგი, ყოს თქუენ თანა და აუარებდით მას ყოვლითა პირითა თქუენითა და აკურთხევდით უფალსა სიმართლისასა და აღამადლებდით მეუფესა საუკუნეთასა.
13:8 მე ქუეყანასა ამას ტყუეობისასა აღუარებ მას და ვაჩუენო ძალი სიმდიდრისა მისისა. ნათესავნი ცოდვილთანი მოიქეცით მისა, ცოდვილნო, და ყავთ სიმართლე წინაშე მისა. ვინ უწყის, ინებოს ხოლო თქუენდა, ყოს მოწყალებაჲ თქუენ თანა.
13:9 ღმერთსა ჩუენსა აღვამაღლებდე, და სული ჩემი მეუფესა ცათასა უგალობდეს დიდებულებასა მისსა.
13:10 იტყოდეთ ყოველნი და აუარებდით მას.
13:11 იერუსალჱმს, ქალაქსა წმიდასა. გტანჯოს თქუენ საქმეთათჳს ძეთა შენთასა და კეთილად შეიწყალნეს ძენი მართალთანი.
13:12 აუარებდ უფალსა კეთილად და აკურთხევდ მეუფესა საუკუნეთასა, რამეთუ კუალად კარავი მისი აღეშენოს შენ შორის სი. ხარულითა.
13:13 და იხარონ შენ შორის ტყუეთა, და შეიყუარენ შენ შორის უბადრუკნი ყოველთა მიმართ ნათესავთა საუკუნოთა.
13:14 ნათესავნი მრავალნი მოვიდოდიან სახელისათჳს უფლისა ღმრთისა, ძღუენი ჴელითა მოაქუნდეს, ძღუენი მეუფისა ცათასა. ნათესავმან ნათესავთამან მოსცეს სიხარული,
13:15 რამეთუ სახელ დიდ გიწოდონ შენ,
13:16 და წყეულ არიან ყოველნი მოძულენი შენნი, კურთხეულ არიან ყოველნი მოყუარენი შენნი უკუნისამდე.
13:17 გიხაროდენ და მხიარულ იყავ ძეთა ზედა მართალთასა. შეკრბენ იგინი ერთბამად და აკურთხევდენ უფალსა სიმართლითა ზოგად.
13:18 ნეტარ არიან მოყუარენი მისნი, უხაროდენ მშჳდობასა შენსა ყოვლისა შემდგომად ტანჯვისა და იხარებდეს
13:19 სული ჩემი უკუნისამდე, აკურთხევდეს ღმერთსა, მეუფესა ჩუენსა დიდსა.
13:20 ნეტარ ვიყო, ოდეს შვილთა ჩემთა იხილონ იერუსალჱმი განშუენებულად
13:21 რამეთუ აღაშენოს იერუსალჱმი საფირონითა და ზმარაგდონითა, ქვითა პატიოსნითა, ზღუდენი მისნი და გოდოლნი და არდაბაგნი მისნი ოქროთა წმიდითა.
13:22 და ყოველნი უბანნი იერუსალჱმისანი ლვიგირიონითა და ანთრაკითა და ქვითა სოფერით გამოთა მოფენილ იყოს.
13:23 და იტყოდიან ყოველთა უბანთა იერუსალჱმისათა: ალელუა! იქებდენ და იტყოდიან: კურთხეულ არს უფალი, რომელი ნათელი არს. ყოველთათჳს უკუნისამდე!

© 2010, გია შერვაშიძე