კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ტობი »
ტობი 1
ტობი 2
ტობი 3
ტობი 4
ტობი 5
ტობი 6
ტობი 7
ტობი 8
ტობი 9
ტობი 10
ტობი 11
ტობი 12
ტობი 13
ტობი 14

« ტობი 5 [BIB - xx] »
5:1 მიუგო ტობია და ჰრქუა მას: მამაო, ყოველსა რომელსა მამცნებ მე, ყოფით ვყო.
5:2 არამედ ვეცხლისა მისთჳს, რომელ სთქუ ვედრი გაბაელის თანა, ვითარ ჴელ-ვიწიფო მოღებად? რამეთუ მე არა ვიცი იგი, არცა მან მიცის მე. რა სასწაული მივსცე, რათა იცნას და რწმენეს ჩემ. ი და მომცეს ვეცხლი იგი? და არცაღა გზა ხუჟიკეთისა ვიცი.
5:3 და მისცა ჴელით-წერილი იგი კაცისა მის, რომლისა თანა იყო ვედრი. იგი.
5:4 ჰრქუა: აწ, შვილო, იძიე, ვინ-ა კაცი სარწმუნო, რომელი მოვიდეს შენ თანა და მივსცეთ მას სასყიდელი იგი, ვიდრე ცოცხალღა ვარ.
5:5 და განვიდა ტობია ძიებად კაცისა, რათა წარვიდეს მის თანა ხუჟიკეთა მეცნიერი გზისა და ჰპოვა რაფაელ მდგომარე წინაშე მისა.
5:6 და არა იცოდა, რამეთუ ანგელოზი ღმრთისა არს.
5:7 და ჰრქუა მას ტობია: ძალ-გიცა მოსლვად ჩემ თანა რაგუელის ქუეყანასა ხუჟიკეთისისა? ანუ სრულ ხარა ადგილსა მას?
5:8 ჰრქუა მას ანგელოზმან: მე წარგიძღუე და მეცნიერ ვარ გზისაცა და ვიცნობ გაბაელს, ძმასა ჩუენსა.
5:9 და ჰრქუა მას ტობია: მგებდ მე აქა, ჭაბუკო, ვაუწყო მამასა ჩემსა, რამეთუ მიჴმს მე, რათა მოხჳდე ჩემ. თანა და მიგცე სასყიდელი შენი. და თქუა: აჰა, გელი შენ, არამედ ნუ ჰყოვნი.
5:10 და შევიდა ტობია და უთხრა ტობის, მამასა თჳსსა, და ჰრქუა: აჰა, ესერა, ვპოვე კაცი ძმათა ჩუენთაგანი, რომელი წარმოვიდეს ჩემ თანა. და ჰრქუა. მას: მომიწოდე მე აქა, რათა უწყოდი, რომლისა ტომისა არს, უკუეთუ სარწმუნო არს, რათა წარმოვიდეს შენ თანა.
5:11 და განვიდა ტობია და მოუწოდა მას და მოვიდა მისა და მოიკითხა იგი. ტობი პირველად და თქუა ანგელოზმან: მშჳდობა შენდა!
5:12 და თქუა ტობი: რა მშჳდობა ჩემ ზედა? და მე კაცი მდაბალი ვარ. და უძლური თუალითა და ნათელსა ცისასა არა ვხედავ.
5:13 და ჰრქუა მას ანგელოზმან: ადვილ არს უფლისა მიერ განკურნება შენი.
5:14 ჰრქუა მას ტობი: ტობიას, ძესა ჩემსა, ნებავს წარსლვა ხუჟიკეთა. ძალ-გიცა მისლვა მის თანა? და ოდეს მოიქცე, სასყიდელი მოგცე და მიგცე შენ სასყიდელი შენი.
5:15 და თქუა ანგელოზმან: ძალ-მიც, მრავალგზის ხუჟიკეთა სრულ ვარ, და გზანი მისნი ვიცნი და ყოველნი ველნი მისნი განმივლიან და ყოველთა მათთა მისთა მეცნიერ ვარ და შენდავე მივაქციო.
5:16 და ჰრქუა მას ტობი: რომლისა ტომისა ხარ და რომელთა მამათა, ძმაო?
5:17 ხოლო მან ჰრქუა: რა გნებავს? ტომსა და მამულსა ეძიებ, ანუ სასყიდლით-მოდგინესა, რომელი წარვალს ძისა შენისა თანა? და ჰრქუა მას ტობი: ძმაო, ჭეშმარიტად მინებს ცნობად სახელი შენი, და რომლისა ნათესავისა ხარ შენ?
5:18 და ჰრქუა ანგელოზმან მან: მე ვარ აზარია ანანიასი, სახლისაგან სედემისი დიდისა, ძმათაგან შენთა.
5:19 და ჰრქუა ტობი: ცოცხლებით მოხუედ და ცხორებული, ძმაო, და ნუ განმირისხდები, რამეთუ ნათესავთაგან დიდისა ხარ შენ და მინებს ცნობად ჭეშმარიტად მამული შენი და აჰა, ესერა, ძმა ჩემი ხარ შენ და ნათესავისა კეთილისა და სახიერისა, ვიცოდე.
5:20 და მითხარ მე: რა მიგცე შენ სასყიდელი დღისა, და საზრდელი შენი იყოს მსგავსად ძისა ჩემისა. და წარვედ ძისა ჩემისა თანა.
5:21 და მერმეღა შევსძინო სასყიდელსა შენსა ზედა. და ჰრქუა მას ანგელოზმან: ნუ გეშინინ! მე წარვიდე ძისა შენისა თანა, მოვიდეთ და მოვაქციოთ მშჳდობით.
5:22 და მოუწოდა ტობი ძესა თჳსსა და ჰრქვა მას: შვილო, განვედ ძმისა შენისა თანა და მზა იყავ. ხოლო ღმერთმან, რომელი არს ცათა შინა, მიგიყვანენ თქუენ მშჳდობით და მოგაქციენ თქუენ ცოცხლებით და ანგელოზი მისი თანაგივიდოდენ თქუენ.
5:23 და მზა-ყვეს საგზალი და წარემართნეს განსლვად და ამბორს-უყო მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა და ჰრქუა მას ტობი: წარვედ ცოცხლებით. და ტიროდა დედა მისი და ჰრქუა ტობის: რასა წარავლინე ყრმა ესე? ანუ არა ეგე არს კუერთხი ჴელისა შენისა? და ესე განვალს და შემოვალს ჩუენ ზედა.
5:24 ყოველი ვეცხლი ვეცხლსა ნუ ეწიოს, არამედ ნასხოვარ იყავნ ძისა ჩემისა,
5:25 ვითარცა მოცემულ არს ჩუენდა ცხორებაჲ უფლისა მიერ, ეგრეცა ვცხონდებით.
5:26 და ჰრქვა მას ტობი: ნუ გეშინინ! ცოცხლებით მივიდეს და ცოცხლებით მოვიდეს ჩუენდა. ნუ გეშინინ, დაო!
5:27 ანგელოზი თანაუვიდოდის მათ და წარემართოს გზა მისი და მოიქცენ ცოცხლებით. მაშინ დასცხრა ტირილად დედა მისი.

© 2010, გია შერვაშიძე