კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ტობი »
ტობი 1
ტობი 2
ტობი 3
ტობი 4
ტობი 5
ტობი 6
ტობი 7
ტობი 8
ტობი 9
ტობი 10
ტობი 11
ტობი 12
ტობი 13
ტობი 14

« ტობი 9 [BIB - xx] »
9:1 მაშინ მოხადა ტობია რაფაელსა, ჰრქუა მას: ძმაო აზარია, გევედრები, რათა მისმინო.
9:2 თუცა დაგემონო შენ, არცა იგი არს სასყიდელი შენი.
9:3 წარიბენ ამიერ ორნი აქლემნი და ოთხნი მონანი და წარვედ რაგად გაბაელისასა [!] და მიეც მას ჴელით-წერილი ესე, და მიიღე მისგან ვეცხლი იგი და მოიყვანე იგიცა შენ თანა ქორწილსა ამას.
9:4 შენ იცი, რამეთუ რაცხდეს მამა ჩემი დღეთა და, უკუეთუ ვყოვნოთ და დავაკლოთ დღე ერთ ოდენ, შეწუხნეს მამა ჩემი.
9:5 ჰრაგუელ ფუცა არა განტევება ჩემი ათოთხმეტ დღე, რათა ვიყოფოდი მე მათ თანა და ვერ ჴელ-მეწიფების შეურაცხ-ყოფად ფიცი მისი.
9:6 მაშინ წარემართა რაფაელ და მონანი იგი მის თანა რაგად და მივიდეს გაბაელისა. და წარვიდა ხუჟიკეთს და პოვა რაგოელ და დაადგრეს მუნ. და მისცა რაფაელ ჴელით-წერილი იგი გაბაელს და მოუღო მას ვეცხლი იგი ყოველი.
9:7 აუწყა მას ტობიასთჳს, ძისა ტობისა, ვითარმედ მოიყვანა მან ცოლად ასული რაგუელისი.
9:8 და არს იგი მუნ და ხადეს მასცა ქორწილსა მას, და მოვიდა იგიცა. და აღდგა ტობია და გაგაელ ამბორს-უყო. და გაბაელ იტირა და აკურთხევდა ღმერთსა.
9:9 და ჰრქუა: ღმერთმან ისრაჱლისამან გაკურთხოს შენ, რამეთუ ძე ხარ. კაცისა კეთილისა და მოშიში ღმრთისა და მოწყალების-მქნელისა.
9:10 და კურთხეულ იყოს მამა-დედა შენი და ცოლი შენი.
9:11 და იხილოთ თქუენ შვილნი თქუენნი და შვილისშვილნი თქუენნი ვიდრე მესამე და მეოთხე ნათესავამდე და თესლი თქუენი კურთხეულ იყოს ღმრთისაგან ისრაჱლისა, რომელი უფალ არს უკუნითი უკუნისამდე.
9:12 და ყოველთა თქუეს ამენი და მივიდეს პურობად, არამედ შიშითა უფლისათა ყვეს ქორწილი იგი.

© 2010, გია შერვაშიძე