8:1 |
და იყო, ვითარცა დაასრულეს განცხრომა იბი სიხარულისა, აღდგეს დაწოლად და შეიყვანეს ტობია სასუენებელად. |
8:2 |
და მოეჴსენა ტობიას სიტყუაჲ იგი რაფაელისი, და მოიღო გული იგი და ტყირპი თევზისა მისისა და დაასხა იგი ნაკუერცხალსა მას საკუმეველთასა და სულმან თევზისამან გამოაძო ეშმაკი იგი და განეშორა ქალისა მისგან. და ივლტოდა იგი ზენა კერძო ეგჳპტისა ადგილთა. |
8:3 |
და რაფაელ შეკრა იგი მუნ. |
8:4 |
მას ჟამსა შინა ტობია ასწავლა ქალწულსა მას და ჰრქუა: სარა, აღდეგ და ვევედრნეთ ღმერთსა დღეს, ხვალე და ზეგე ამისთჳს, რომე სამთა ამათ ღამეთა ღმერთსა ვეზიარნეთ, და შემდგომად მესამისა ღამისა ვიქორწინნეთ ჩუენ. |
8:5 |
ჭეშმარიტად შვილნი ვართ წმიდათანი და არა ჯერ-არს შეყოფა ჩუენი, ვითარცა შეიყოფიან წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი. |
8:6 |
და აღდგენ ერთბამად მჴურვალითა გულითა და ევედრებოდენ, რათა მიეცეს მათ სიცოცხლე. |
8:7 |
და თქუა ტობია: კურთხეულ ხარ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ შენი ყოველთა მიმართ ნათესავთა საუკუნოთა! გაკურთხევდენ შენ ცანი და ყოველნი დაბადებულნი შენნი. |
8:8 |
და შენ შექმენ კაცი ადამ და მიეც მას შემწედ ცოლი, მსგავსი მისი, და ორთა მათგან იქმნა ნათესავი კაცთა და შენ სთქუ, ვითარმედ: არა კეთილ არს ყოფა კაცისა მარტოსა, არამედ უქმნეთ მაგას შემწე მსგავსი მისი. |
8:9 |
და აწ, უფალო, შენ უწყი, რამეთუ არა სიძვით მოვიყვანებ დასა ამას ჩემსა, არამედ სამართალითა სჯულისათა, რათა შევწყალნეთ ჩუენ, |
8:10 |
გუაკურთხენ, უფალო, მე და ესე, და რათა თანად დავბერდეთ ჩვენ ურთიერთას მშჳდობით და მომცენ ჩუენ შვილნი კურთხევად. და ზოგად, თქუეს ამენი და დაიძინეს ზოგად მას ღამესა. |
8:11 |
და ჰრქუა რაგუელ მონათა თჳსთა მოთხრა საფლავისა ღამე. |
8:12 |
განიზრახვიდა, რამეთუ შეემთხჳოს, ვითარცა შეემთხჳა შჳდთა მათ კაცთა, რომელნი შევიდენ მის თანა. |
8:13 |
და განუმზადეს საფლავი და მოიქცა რაგუელ და ჰრქუა ცოლსა თჳსსა ანეს: |
8:14 |
მიავლინე ერთი მჴევალთაგანი სასვენებლად და იხილენ, უკუეთუ მშჳდობით არიან. |
8:15 |
და მიავლინა ანე მჴევალი, და სანთელი აქუნდა ჴელსა მისსა და განაღო კარი სასვენებელისა და იხილა, რამეთუ ეძინა მათ ერთად მშჳდობით. |
8:16 |
გამოვიდა და უთხრა, რამეთუ ცოცხალან. მიავლინა იგი ქმრისა თჳსისა და თქუა, ვითარმედ: მშჳდობით არიან. |
8:17 |
და აკურთხეს ღმერთი და თქუეს: კურთხეულ ხარ შენ, უფლალო ღმერთო ცათა და ქუეყანისაო, ყოვლითა კურთხევითა სრულითა და წმიდითა. და გაკურთხევდენ შენ ყოველნი ანგელოზნი შენნი, და ყოველნი დაბადებულნი შენნი, გაკურთხევდენ შენ ყოველნი რჩეულნი შენნი, გაკურთხევდენ შენ ყოველთა მიმართ საუკუნეთა. შენ ხარ, რომელმან ჰგუემი და ჰკურნი. |
8:18 |
კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, რამეთუ მახარე ჩუენ და არა მეყო ჩუენ ეგრეთ, ვითარ-იგი ვჰგონებდით. არამედ მრავლისაებრ წყალობისა შენისა ჰყავ ჩუენ თანა. |
8:19 |
კურთხეულ ხარ შენ, რომელმან აკურთხენ ორნი იამავარნი და მშობელნი მათნი, მოეც მათ წყალობაჲ და ცხოვრებაჲ და სრულ-ყავ ცხორებაჲ ამათი წყალობასა თანა სიხარულით. |
8:20 |
და მივიდეს მონანი იგინი და ჰრქუეს მაო, რათა მიასხან საფლავსა მას ვიდრე განთიადამდე, რათა არავინ აგრძნეს. |
8:21 |
და ანეს, ცოლსა თჳსსა, ჰრქუა, რათა მზა-ყოს პური დიდი და მისცეს მგზავრთაცა საზრდო. |
8:22 |
და მროწლად განრბიოდა იგი და მოიბნა ორნი ზუარაკნი და ოთხნი ვერძნი და ბრძანა მომზადება მათი. |
8:23 |
და მოუწოდა ტობიას და ეფუცა მას და ჰრქუა: არა განხჳდე სახლით ჩემით ვიდრე მეთოთხმეტედ დღედმდე, რათა ახარო სულსა ასულისა ჩემისასა სალმობიერსა. |
8:24 |
და ზოგი მონაგებისა ჩემისა მიიღე მეყსეულად და წარვედ მშჳდობით მამისა შენისა და ნეშტი, რაცა იყოს სხუაჲ, ოდეს მოვსწყდეთ მე და ცოლი ჩემი, თქუენი არს. ნუ გეშინინ, შვილო, მე მამა შენი ვარ და ანე დედა შენი არს. |