კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ტობი »
ტობი 1
ტობი 2
ტობი 3
ტობი 4
ტობი 5
ტობი 6
ტობი 7
ტობი 8
ტობი 9
ტობი 10
ტობი 11
ტობი 12
ტობი 13
ტობი 14

« ტობი 6 [BIB - xx] »
6:1 და განვიდა ყრმა იგი და ანგელოზი იგი და წარერთნეს და ძაღლი იგი მათ თანა. და მოვიდეს იგი ვიდრე ტიგრისამდე მდინარესა და დაადგრეს განსუენებად მუნ.
6:2 და შთავიდა ყრმა იგი მდინარესა მას დაბანად პირისა და მოეხჳა თევზი ფერჴთა მისთა და ჴმა-ყო ყრმამან.
6:3 და შეეშინა ტობიას, ღადად-ყო ჴმითა მადლითა: შემთქრა!
6:4 და ჰრქუა მას ანგელოზმან: შებმა-უყავ და შეიპყარ ეგე. და შეიკრძალა თევზი იგი ყრმამან და აღმოიღო ჴმელად ქუეყანად.
6:5 ჰრქუა ანგელოზმან ყრმასა მას: განაპე ეგე და გამოიღე გული მაგისი და ნავღელი და ტყირპი და დადევ ეგე კრძალულად, რამეთუ საჴმარ არს ეგე წამლად.
6:6 და ყო ეგრე ყრმამან. ხოლო თევზი იგი შეწვეს და შეჭამეს და ნეშტი იგი დამარხეს საგზლად. და წარვიდეს ორნივე იგი და მოვიდეს ვიდრე ხუჟიკეთამდე.
6:7 და ჰრქუა ტობია ანგელოზსა მას: ძმაო აზარია, რასათჳს დავმარხეთ გული, ტყირპი და ნავღელი თევზისა?
6:8 წამალ არს გული, ტყირპი, ნავღელი კუმევად წინაშე კაცისა, რომლისა არიან შემთხუევა ეშმაკისა, გინა სულისა ბოროტისა და ივლტინ მისგან.
6:9 და ნავღელი ცხებად თუალთა, რომელსა არნ თეთრი, შთაბერვად მას და განიკურნიან.
6:10 და მიიწინეს ეკბატანად.
6:11 და ჰრქუა ანგელოზმან ყრმასა მას ჰრაგუელისასა: ჯერ-არს ჩუენდა განსუენებაჲ დღესა, რამეთუ კაცი იგი ნათესავი შენი არს და ასული ერთი უვის მას, ხილვითა კეთილ ფრიად, სახელი მისი სარა, და მე ვაზრახო მათ, რათა მოგცენ იგი შენ ცოლად.
6:12 რამეთუ შენდა სამართალ არს მისი დამკჳდრებად და მოყვანებად იგი, რამეთუ შენდა მახლობელ არს იგი უმეტეს ყოველთა, და იგი მჴნე არს და გონიერი ფრიად და მამასა მისსა უყუარს იგი.
6:13 და აწ ისმინე და ვეტყოდე მამასა მის ქალისასა და ოდეს ვიქცეთ რაგავით, მაშინ ვყოთ ქორწილი მისი და ვიცი, რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფოს რაგუელს სიტყჳს-გებად შენდა, რამეთუ შენდა არს თჳსობა მისი უფროს ყოველთა კაცთა, რამეთუ იცის, უკუეთუ მისცეს იგი სხუასა ქმარსა, თანამღებ არს სიკუდილისა სიმართლისაებრ წიგნისა მოსესისა. და მოვიყვანოთ იგი ღა მივიყვანოთ მამისა შენისა.
6:14 ჰრქუა ტობია ანგელოზსა მას: მასმიეს, ძმაო, მისთჳს, რამეთუ მიცემულ არს იგი ქმართა და მოსწყჳდნა იგინი სასძლოსა შინა მათსა ღამე, რა შევიდიან მისა, რამეთუ მესმა, იტყოდეს, ვინმე, ვითარმედ ეშმაკმან მოსრნის იგინი.
6:15 და აწ მეშინის მე ეშმაკისა მის, რამეთუ იპყრობნ იგი მას და მას არა ავნის, არამედ უკუეთუ ვისმე ჰნებავს მიახლებად მისა, მოკლის იგი. ნუუკუვ მო-ვე-კუდე და შთავჴადო სიბერე მამისა ჩემისა და დედისა ჩემისა სალმობით საფლავსა მათსა, რამეთუ იამავარი ვარი და ძე სხუა გინა ასული არა უვის მათ, რათა ოდეს მოსწყდენ, ვინ დაფლნეს იგინი?
6:16 და ჰრქუა მას ანგელოზმან: არა გაჴსოვსა მცნება მამისა შენისა, რამეთუ გრქვა შენ მოყვანება ცოლისა სახლისაგან მამათა შენთასა? და აწ ნუ გეშინინ, რამეთუ მე ვიცი, ვითარმედ მოგცეს შენ
6:17 და ნურა ზრუნვა-გიცნ ეშმაკისა მისთჳს.
6:18 რაჟამს მოიყვანო იგი და შეხჳდე მისა საძლოსა, სამ დღე შორს იყავ მისგან, ნურარასა ჰყოფთ ლოცვისაგან კიდე ორნივე.
6:19 და შემდგომად მათ დღეთა დადევ ცეცხლსა ზედა გული და ტყირპი თევზისა მის და უკმიე და განივლტეს ეშმაკი იგი.
6:20 და მეორესა ღამესა წმიდათა მამამთავართა ეზიარებით.
6:21 და მესამესა ღამესა კურთხევა მოგენიჭება ამისთჳს, რომ შვილნი თქუენგან არასნეულნი იშვებიან.
6:22 და მესამისა ღამისა შემდგომად შეხჳდე საწოლსა და ქალწული იპყარ სიყუარულად შიშითა უფლისათა წადილისათჳს შვილთა სხმისა, ვიდრეღა ჴორცთა მოსურნეობისათჳს ამისთჳს, რამეთუ კურთხევა აბრაჰამის ნათესავთა მოიღების ძეთა შენთა ზედა.

© 2010, გია შერვაშიძე