კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ტობი »
ტობი 1
ტობი 2
ტობი 3
ტობი 4
ტობი 5
ტობი 6
ტობი 7
ტობი 8
ტობი 9
ტობი 10
ტობი 11
ტობი 12
ტობი 13
ტობი 14

« ტობი 2 [BIB - xx] »
2:1 და იყო ერგასისთა მათ დღესასწაული, რომელ არს წმიდა შჳდთა მათ შაბათთა, დაუმზადეს მათ პური, და დაჯდა ჭამად და სუმად.
2:2 იხილნა რა სანოვაგენი მრავალნი, ჰრქუა ძესა თჳსა წარვედ და მომგუარე, ვინა ჰპოო ძმათა ჩუენთაგანი ნაკლულევანი, რომელსა ეჴსენოს უფალი, და არქუ: აჰა, ესერა, გელი შენ.
2:3 მოვიდა და ჰრქუა მას: მამაო, ერთი ვინმე ნათესავთა ჩუენთაგანი შეგულარძნილი დაგდებულ არს უბანთა ზედა მკუდარი.
2:4 ხოლო იგი ვიდრე პურის-ჭამამდე აღდგა და აღიღო იგი და შეიღო სახლად ვიდრე მზისა დასლვამდე.
2:5 და რათა მოიქცეს, იბანოს და ჭამოს პური მწუხარებითა.
2:6 და მოეჴსენა წინაწარმეტყუელება იგი ამოსისი, ვითარცა თქუა, ვითარმედ: გარდაიქცეს დღესასწაულნი თქუენნი გლოვად და ყოველნი სიხარულნი თქუენნი გოდებად; ხოლო მოეჴსენა ესე რა, ტიროდა ფრიად.
2:7 ოდეს დაჴდა მზე, წარვიდა და დაფლა იგი.
2:8 და მოძმენი მისნი ეკიცხოდეს მას და იტყოდეს: არღარა ეშინის ამას მოკლვისა, ამა საქმისათჳს ივლტოდა და კუალად მკუდართავე დაჰფლავს.
2:9 ხოლო ტობი იყო მოშიშ უფრო სრულიად ღმრთისა ვიდრეღა მეფეთასა, და იპარვიდა გუამთა მკუდართასა შუაღამ და დაჰფლვიდა.
2:10 დღესა მას მოვიდა მაშურალი და დაწვა შეგინებული კედელთა თანა ეზოსათა და პირსა არარა ებურა.
2:11 და არა იცოდა, რამეთუ მერცხალნი იყვნეს კედელსა მას, და თუალნი მისნი ეხილნეს და დააჯვნეს თუალთა მისთა ტფილი და მიმოექცა თეთრი თუალთა.
2:12 და ესეცა განსაცდელი მოუვლინა ღმერთმან მას, რათა სახედ მოეცეს შემდგომთა მისთა, ვითარცა ეყო წმიდასა იობს.
2:13 ვინათგან მარადის მოშიშ იყო ღმრთისა და აღასრულებდის მცნებათა მისთა და ითმენდის ყოველთა განსაცდელთა.
2:14 იდგა შიშსა ზედა ღმრთისასა და არა ღრტჳნვიდის და მადლობდა ღმერთსა ყოველთა დღეთა ცხორებისა თჳსისათა.
2:15 ხოლო ვითარცა მეფენი აყუედრებდენ ნეტარსა იობს, ეგრეთვე მოძმენი მას ეტყოდეს:
2:16 სადა არიან სასოებანი შენნი, რომელ ქველის-მოქმედებდ და მოწყალებითა დაჰფლვიდი მკუდართა?
2:17 ხოლო ტობი მიუგებდა მათ და ეტყოდა: ნუ ეგრე ზრახავთ.
2:18 ძენი ვართ წმიდათანი და მათსავე ცხორებასა მოველით, რომელ ღმერთი მინიჭებად არს, რომელნი არა მიდრკენ სარწმუნოებისა მისისაგან.
2:19 ხოლო ცოლი მისი ანნა ნადობდა სადედოსა და მიუძღვანებდა უფალთა მათთა,
2:20 და მოიღებდა სასყიდელსა. და მეშჳდესა თთვისა მის იგრიკასასა მოჰკუეთნა ქსელნი და მიუძღვნა იგინი უფალთა მისთა. მოსცეს მას სასყიდელი და დაურთეს მას ზედა თიკანი.
2:21 ხოლო ოდეს შემოვიდა მისა, იწყო ბარიდა თიკანმან. და არქვა მას: ვინა მოიყვანე თიკანი ესე? ნუუკუე პარვითა არს, მიეც უფალთა თჳსთა, ვისიცა არს, რამეთუ არა ჯერ-არს ნაპარევი ჭამად.
2:22 ხოლო მან თქუა: ნიჭად მომცეს ეგე სასყიდელსა ზედა. და არა ჰრწმენა მისი, ეტყოდა, რათამცა მისცა უფალთა მისთა და რისხევდა მას. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: სადა არიან მოწყალებანი შენნი და სიმართლენი შენნი? აჰა, ესერა, განცხადნა ყოველი შენ ზედა!
2:23 ესევითარითა სიტყჳთა აყუედრებდენ.

© 2010, გია შერვაშიძე