კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ტობი »
ტობი 1
ტობი 2
ტობი 3
ტობი 4
ტობი 5
ტობი 6
ტობი 7
ტობი 8
ტობი 9
ტობი 10
ტობი 11
ტობი 12
ტობი 13
ტობი 14

« ტობი 7 [BIB - xx] »
7:1 და ვითარცა მოვიდეს იგინი ეკბატანად და მიიწივნეს ჰრაგუელისსა, პოვეს იგი მჯდომარე კართა წინაშე ეზოსათა, და მოიკითხეს იგი და მანცა მოიკითხნა იგინი და ჰრქუა მათ: ძმანო, მშჳდობით შემოხუედით სახლსა ძმისა თქუენისასა! და ვითარცა შევიდა სახიღ
7:2 და ჰრქუა ჰრაგუელ ანეს, ცოლსა თჳსსა; ვითარ ესე ჭაბუკი ჰგავს ტობის, ძმასა ჩემსა?
7:3 ჰკითხვიდა მას ანნა და ჰრქუა: ვინანი ხართ თქუენ, ძმანო? ხოლო მათ თქუეს: ნინევით, ნატყუენავისაგანნი ძეთაგან ნეფთალიმისნი.
7:4 და ანე ჰრქუა მათ: იცით ტობი, ძმა ჩუენი? ხოლო მათ თქუეს: ვიცით.
7:5 და თქუა: ცოცხლებით არს: და უთხრა ტობი, ვითარმედ მამა მისი არს.
7:6 და აღდგა რაგუელ და ამბორს-უყო მას, ტიროდა.
7:7 და ჰრქუა: კურთხეულ იყავ შენ, შვილო კაცისა კეთილისა და სახიერისაო, ჵ დიდთა ბოროტულ, რამეთუ დაბრმა კაცი მართალი, რომელი იქმოდა მოწყალებასა. და შეიტკბო ძე ძმისა თჳსისა და ტიროდა ქედსა მისსა ზედა და ამბორს-უყოფდა მას.
7:8 და ანეცა, ცოლი მისი, და სარა, ასული მისი, ტიროდეს და შეიწყნარნეს იგინი გულსმოდგინედ.
7:9 და შემდგომად ზრახვათასა რაგუელ უთხრა. დაკლეს ვერძი და იბანნეს და ღასხდეს სერობად.
7:10 და თქუა ტობია: არა ვჭამო, არცა ვსუა, ვიდრემდის დაამტკიცო სიტყაჲ ჩემთჳს,
7:11 ვითარცა ესმა სიტყუანი ესე რაგუელს, შეშინდა ამისთჳს, რამეთუ შემთხუეოდა შჳდთა მათ ქმართა მისთა, რომელნი მის თანა შესულ იყუნენ, და ეშინოდა ამისიცა, რათა არა ეყოს მასცა. ამა ეჭჳსათჳს არარა სიტყუაჲ მიუგო.
7:12 და მიუგო ანგელოზმან მას და ჰრქუა: ნუ გეშინინ მისა მიცემად ამისთჳს, რომელ ვინათგან შიში აქუს ღმრთისა. ამისა ჯერ-არს მიყვანება ასულისა შენისა. ამისთჳს სხუათა ქმართა ვერ უძლეს შეხებად.
7:13 და ჰრქუა მას რაგუელ: მიმიცემიეს იგი შენდა სჯულისაებრ, რამეთუ ძმა ხარ ქალისა, და შენი არს.
7:14 და მრწამს, რამეთუ ამისთჳს მოუვლინებიხარ. რათა შეერთდეთ თჳსსავე ტომთა სჯულისაებრ მოსესისა.
7:15 მოუწოდა სარას, ასულსა თჳსსა, და ეპყრა ჴელი მისი და მისცა იგი ტობიას ცოლად და ჰრქუა: აჰა, სჯულისაებრ მოსესსა მიიყვანე ესე მამისა შენისა თანა. და აკურთხნა იგინი.
7:16 და მოუწოდა დედასა მისსა და ჰრქუა გამოღება წიგნისა და დაწერა წიგნი შერთვისა, რათა მისცეს იგი მას ცოლად სამართლისაებრ სჯულისა მოსესისა. და მოიღო მან, დაწერა და დაბეჭდა.
7:17 და მაშინ ჭამეს და სვეს და იხარებდეს წინაშე ღმრთისა.
7:18 და ჰრქუა რაგუელ ანეს, ცოლსა თჳსსა: მზა-ყავ საუნჯე სხუაჲ და შეიყვანე ასული ჩუენი მუნ.
7:19 და მან ყო ეგრე და შეიყვანა იგი სასუენებელსა მას და შეიტკბო იგი, ტიროდა
7:20 და თქუა: ნუ გეშინინ, ასულო! ყავნ ღმერთმან ცათამან ამას ღამესაწყალობა და მოგხედენ შენ და მოგეცინ შენ სიხარული მწუხარებისა მის წილ შენისა პირველისა.

© 2010, გია შერვაშიძე