3:1 |
და შეწუხდა და ტიროდა და ილოცევდა ურვით, |
3:2 |
და იტყოდა: მართალ ხარ შენ, უფალო, და ყოველნი საქმენი შენნი და ყოველნი გზანი შენნი მოწყალება არიან და ჭეშმარიტება, და სასჯელსა სიმართლისასა და ჭეშმარიტებისასა სჯი უკუნისამდე. |
3:3 |
მომიჴსენე მე და მოიხილე ჩემ ზედა და ნუ შურს ეძიებ ცოდვათა ჩემთასა და უმეცრებასა მამათა ჩემთასა, რომელთა შეგცოდეს შენ წინაშე, |
3:4 |
რამეთუ არა ისმინეს მცნებანი შენნი და მიმცენ ჩუენ მიმოსატაცებელად და ტყუეობად და სიკუდიდ და იგავად და საყუედრელად ყოველთა წარმართთა, რომელთა შორის განბნეულ ვართ. ხოლო აწ, უფალო, ყოველნი მსჯავრნი შენნი ჭეშმარიტ არიან |
3:5 |
ყოფად ჩემგან და მამათა ჩუენთა ცოდვათათჳს, რამეთუ არა ვყვენით მცნებანი შენნი, რამეთუ არა ვიდოდით ჭეშმარიტებით წინაშე შენსა. |
3:6 |
ხოლო აწ სათნოებისაებრ ნებისა შენისა ყავ წინაშე შენსა ჩემ თანა და ბრძანე მიღება სულისა ჩემისა, რათა განვეტეო და ვიქმნე მე მიწა, რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი ვიდრე ცხორებასა, რამეთუ ყუედრება ნაცილი მესმა და მწუხარებაჲ დიდი არს ჩემ თანა. ბრძანე განტევება ჩემი ურვილებისა ამისგან აწვე საუკუნესა მას ადგილსა და ნუ გარემიიქცევ, უფალო, პირსა შენსა ჩემგან. |
3:7 |
მას დღესა შინა შეხუდა სარას, ასულსა რაგოველისასა, ეგბატანს ხუჟიკეთისასა, |
3:8 |
ამასცა აყუედრებდა მჴევალთაგანი მამისა მისისათა, რამეთუ მიცემულ იყო იგი შჳდთა ქმართა და ასმოდეოს, ბოროტი ეშმაკი, მოსრვიდა მათ ვიდრე შესულადმდე მათა მის თანა, ვითარცა არს წესი დედათა. და ჰრქუეს მათ: არა გიცნობიეს, რომელსა დაგიშთობიან ქმარნი, რამეთუ შჳდი ქმარი გესვა და ერთისა მათგანისა არა სახელ-გედვა შენ ცოლად, |
3:9 |
რასათჳს მტანჯავ ჩუენ? უკუეთუ იგინი მოსწყდეს, ვიდოდე შენცა მათ თანა. ნუმცა გჳხილავს შენი ძე, გინა ასული უკუნისამდე. |
3:10 |
ესე ვითარცა ესმა, შეწუხნა ფრიად ვიდრე მოშთობადმდე თავისაცა და თქუა: მარტო ვარ მე მამისა ჩემისა, უკუეთუ ვყო ესე, საყუედრებელ არს მისა და სიბერე მისი შთავჴადო სალმობით ჯოჯოხეთად. |
3:11 |
და ევედრებოდა უფალსა სარკუმლით გამო, რომელი იყო პირისპირ იერუსალჱმისა. |
3:12 |
დღესა მას მესამესა განსრულებასა ლოცვისასა აკურთხევდა უფალსა. |
3:13 |
და იტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ შენი და პატიოსანი უკუნისამდე. გაკურთხევდედ შენ ყოველნი საქმენი უკუნისამდე. |
3:14 |
და აწ, უფალო, სრულითა გულითა ჩემითა გევედრები შენ. |
3:15 |
შენდამი ვთქუ განტევება ჩემი ქუეყანით, რათა არღარა მესმეს ყუედრებაჲ. |
3:16 |
შენ უწყი, უფალო, რამეთუ წმიდა ვარ მე ყოვლისაგან ცოდვისა მამაკაცისა. |
3:17 |
არა აღვერივე დღეთა ჩემთა მროკავთა თანა, არცა მათ თანა, რომელნი ვლენან უწესურად. |
3:18 |
და არა შევაგინე სახელი ჩემი, არცა სახელი მამისა ჩემისა. |
3:19 |
ანუ მე არა ღირს ვიყავ ქმარ-ყოფად მათთა, ანუ იგინი არა ღირს იყვნეს ცოლ-ყოფად ჩემდა, ანუ შენ დაგიმარხივარ სხჳსა ქმრისათჳს. |
3:20 |
განგებანი ღმრთისანი არა გულისხმა-იყოფების კაცთა მიერ. |
3:21 |
ჭეშმარიტ არს, რომელიცა აღგიარებს შენ ცხორებასა შინა თჳსსა, რომელნიცა გამოიცადებიან, გჳრგჳნოსან იქმნებიან და პატიჟთა შინა მყოფნი გამოიჴსნებიან, უკუეთუ განისწავლებიან, მოწყალებანი შენნი მა-ევლინებიან. |
3:22 |
ნუ მოხარულ იქმნები წარწყმედასა ზედა ჩუენსა, რომელმან ჰყვი შემდგომად ღელვისა მყუდროებაჲ და შემდგომად გოდებისა და ცრემლისა მოსცი შუება. |
3:23 |
იყავნ სახელი შენი კურთხეულ, ღმერთო ისრაჱლისაო, უკუნისამდე! |
3:24 |
და შეისმეს ლოცვანი ორთანივე წინაშე ღმრთისა. |
3:25 |
და მოივლინა რაფაელ ანგელოზი განკურნებად ორთავე: ტობის გარდაჴდად თეთრი თუალთაბან და სარა, ასული ჰრაგუჱლისი, მიცემად ტობიას, ძესა ტობისსა, ცოლად და შეკრვად ასმეოდესი, ბოროტი ეშმაკი, რათა ტობია იხუედროს დამკჳდრებად იგი. მას ჟამსა ოდენ მოიქცა ტობია და შევიდა სახიდ თჳსა და სარა, ასული რაგუჱლისი, გარდამოვიდა ქორთაგან თჳსთა. |