კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ტობი »
ტობი 1
ტობი 2
ტობი 3
ტობი 4
ტობი 5
ტობი 6
ტობი 7
ტობი 8
ტობი 9
ტობი 10
ტობი 11
ტობი 12
ტობი 13
ტობი 14

« ტობი 12 [BIB - xx] »
12:1 ჰრქუა ტობი ძესა თჳსსა ტობიას: მივსცეთ სასყიდელი კაცსა მას, რომელი წარვიდა შენ თანა და მერმე შე-ვე-ღა-ვსძინოთ სასყიდელსა ზედა მისსა.
12:2 და ჰრქუა ტობია მამასა თჳსსა: მამაო, რაოდენიცა მივსცეთ მას სასყიდელი, არა დამჭირდეს, დაღათუ ზოგი მივსცეთ ყოვლისა მისგანი, რომელი მოვიღე ჩემ თანა.
12:3 მე მან დამიცვა გზასა ზედა და ცოლი ჩემი განკურნა. არა მევნების, რაოდენი-რა მივსცეთ მას.
12:4 ხოლო ტობი თქუა: სამართლად ჯერ-არს მიცემად მას ზოგი ყოვლისა მისგან, რომელი გაქუნდა და მოვიდა შენ თანა.
12:5 და მოხადა ანგელოზი იგი და ჰრქუა მას: მიიღე ზოგი ყოვლისა მისგან, რომელი მოიღე და მოხუედ ცოცხლებით სასყიდლად შენდა, და წარვედ ცოცხლებით თჳსა ადგილად.
12:6 მაშინ მოუწოდა რაფაელ ორთა მათ თჳსაგან და ჰრქუა მათ: ღმერთსა აკურთხევდით, და მას ადიდებდით წინაშე ყოველთა კაცთა, რომელი ქმნა თქუენ თანა კეთილ არს კურთხევა ღმრთისა და ამაღლებაჲ სახელისა მისისა. სიტყუათა ღმრთისათა მიუთხრობდით პატიოსნად.
12:7 საიდუმლო მეფისა კეთილ არს დამალვად, ხოლო საქმენი უფლისა ღმრთისანი - მითხრობად პატიოსნად. იქმოდეთ კეთილსა და ბოროტმან არა გპოვნეს თქვენ.
12:8 კეთილ არს ლოცვა მარხვასა თანა და მოწყალებაჲ სიმართლესა თანა. უფროს ამათ ორთასავე უმჯობეს არს მოწყალებაჲ, ვიდრე დაუნჯებასა ოქროსასა,
12:9 რამეთუ მოწყალებაჲ სიკუდილისაგან იჴსნის და განწმედს ყოვლისაგან ცოდვისა, რომელი ჰყოფდეს მოწყალებასა, განძღეს ცხორებითა.
12:10 ხოლო რომელნი იქმან ცოდვასა და სიცრუესა, იგინი მბრძოლნი არიან თჳსისა ცხორებისანი.
12:11 ხოლო აწ გითხრა თქუენ ყოველივე ჭეშმარიტი, არა დავფარო თქუენგან სიტყუაჲ.
12:12 ოდეს-იგი ილოცევდით შენ და სარა, სძალი შენი, შეისმეს ლოცვანი ორთანივე წინაშე ღმრთისა და საცნაურ იქმნნეს საქმენი შენნი და მწყალობელობანი შენნი, რომელთა იქმოდე მკუდართა მათ ზედა.
12:13 და ოდეს-იგი აღსდეგ ტაბლისაგან და შემოსე მკუდარი, და მოიწია შენ ზედა განსაცდელი,
12:14 მაშინ მომავლინა მე ღმერთმან განკურნებად შენდა და სარაჲსა, სძლისა შენისა.
12:15 მე ვარ რაფაელ, ერთი შჳდთაგანი წმიდათა ანგელოზთა, რომელნი შესწირვენ ლოცვასა წმიდათასა და შევლენან წინაშე დიდებასა წმიდისასა
12:16 და შეძრწუნდეს ორნივე იგი და დაცჳვეს პირსა ზედა თჳსსა, რამეთუ. შეეშინა ფრიად
12:17 და ჰრქუა მათ რაფაელ: ნუ გეშინინ! მშჳდობაჲ იყოს თქუენდა, ხოლო ღმერთსა აკურთხევდით უკუნისამდე.
12:18 არა ჩემითა მადლითა, არამედ ნიჭითა ღმრთისა თქუენისათა მოვედ, რამეთუ აკურთხევდით მას უკუნისამდე.
12:19 ყოველთა დღეთა გეჩუენებოდე თქუენ და არა ვჭამდ, არცა ვსუემდ, არამედ ხილვით ხოლო ხედვიდით თქუენ.
12:20 და აწ აუარებდით ღმერთსა თქუენსა, რამეთუ აღვალ მომავლინებელისა ჩემისა უფლისა. და დაწეროთ წიგნსა ყოველი ესე, რომელიცა შეგემთხჳა თქუენ.
12:21 და აღ-რა-დგეს და არღარა იხილეს იგი.
12:22 და აღუარებდეს იგინი საქმეთა მათთა დიდ-დიდთა და საკჳრველებათა მისთა და ვითარ-იგი ეჩუენა მათ ანგელოზი ღმრთისა.

© 2010, გია შერვაშიძე