1:1 |
და იქმნა ოცდამეათესა წელსა, მეოთხესა თთუესა, ხუთსა თთჳსასა, და მე ვიყავ საშუალ ტყუეობისა მდინარესა ზედა ქობარისასა; და განეხუნეს ცანი, და ვიხილე ხილვაჲ ღმრთისაჲ; |
1:2 |
ხუთსა თთჳსასა; ესე წელიწადი მეხუთე ტყუეობისა იოაკიმ მეფისაჲ |
1:3 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ეზეკიელის მიმართ, და ძისა ვუზისსა, მღდელისა, ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, მდინარესა ზედა ქობარისასა, და იქმნა მუნ ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ. |
1:4 |
და ვიხილე, და, აჰა, სული აღმღებელი მოვიდოდა ჩრდილოთ და ღრუბელი დიდი მას ზედა და ნათელი გარემოჲს მისსა, და ცეცხლი ელვარე; და საშუალ მისსა, ვითარცა ხილვაჲ ილეკტროჲსაჲ, საშუალ ცეცხლისა, და ნათელი მის შორის. |
1:5 |
და საშუალ, ვითარცა მსგავსებაჲ, ოთხთა ცხოველთაჲ, და ესე ხილვაჲ მათი: მსგავსებაჲ კაცისა მათ ზედა; |
1:6 |
და ოთხნი პირნი ერთსა, და ოთხნი ფრთენი - ერთსა. |
1:7 |
და წჳვნი მათნი მართლებ და ფრთოვნებ ფერჴნი მათნი და ნაბერწყალნი, ვითარცა აელვებული რვალი, და სუბუქებ ფრთენი მათნი, |
1:8 |
და ჴელი კაცისაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა, ოთხთა ზედა კერძოთა მათთა, და პირნი მათნი |
1:9 |
და ფრთენი მათნი ოთხთანივე მახლობელად სხვაჲ სხვისად; და პირნი მათნი არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა, თითოეული მათგანი პირისპირ პირისა თჳსისა ვიდოდა. |
1:10 |
და მსგავსება პირთა მათთაჲ: პირი კაცისაჲ და პირი ლომისაჲ მარჯუენით ოთხთასა და პირი ზუარაკისაჲ მარცხენით ოთხთასა და პირი არწივისაჲ ოთხთაჲვე ესრეთ არს-პირნი არიან ქმნულებისა მათისანი. |
1:11 |
და ფრთენი მათნი განპყრობილ ზენაჲთ ოთხთასა, თითოეულად ორნი შეუღლვილებ ურთიერთას მიმართ და ორთა ზედდაჰბურვიდეს ზედა კერძო სხეულსა მათსა. |
1:12 |
და თითოეული წინაშე პირსა თჳსსა ვიდოდა; სადაცა იყო სული მავალი, ვიდოდეს და არა შეიქცეოდეს. |
1:13 |
და საშუალ ცხოველთასა ხილვაჲ, ვითარცა ნაკუერცხალთა ცეცხლისათა მგზებარეთაჲ, ვითარცა შესახედავი ლამპართა მმიმოობთაჲ საშუალ ცხოველთასა, და ნათელი ცეცხლისაჲ და ცეცხლისაგან გამოვიდოდა ელვაჲ. |
1:14 |
და ცხოველნი რბიოდეს და მოიქცეოდეს მსწრაფლ, ვითარცა სახე ბეზეკისაჲ. |
1:15 |
და ვიხილე და, აჰა, ურმისთუალი ვრთი ქუეყანასა ზედა, მახლობელად ცხოველთა ოთხთა. და სახე ურმისთუალთაჲ და ქმნილება მათი, ვითარცა სახე თარშისაჲ. |
1:16 |
და მსგავსება ოთხთა შორის და ხედვაჲ მათი და საქმე მათი იყო, ვითარ-იგი იყვის ურმისთუალი ურმისთუალსა შინა. |
1:17 |
ოთხთა მიმართ კერძოთა მათთა ვიდოდეს, არ შეიქცეოდეს სლვასა შინა მათსა არცა ზურგნი მათნი. |
1:18 |
და სიმაღლე იყო მათდა და საშინელ იყუნეს; და ვიხილენ იგინი და ზურგნი მათნი სავსე თვალებითა მრგულივ ოთხთასავე. |
1:19 |
და სლვასა მას ცხოველთასა ვიდოდეს ურმისთუალნიცა, მახლობელნი მათნი, და ამაღლებასა ცხოველთასა ქუეყანით ამაღლდებოდეს ურმისთუალნიცა. |
1:20 |
სადაცა იყვის ღრუბელი, მუნ მიიმართის სულმან სლვად; და ვიდოდეს ცხოველნი და ურმისთუალნიცა ამაღლდებოდეს მათ თანა მით, რამეთუ სული ცხოველობისა იყო ურმისთუალთა შორის. |
1:21 |
და სლვასა მას ურმისთუალნიცა იგი ვლენან, და დადგომასა მას ცხოველთასა ურმისთუალნიცა დადგიან, და ქუეყანით ამაღლებასა მათსა მათ თანავე ამაღლდიან, რამეთუ სული ცხოველი იყო ურმისთუალთა თანა. |
1:22 |
მსგავსებაჲ ზეშთა თავისა მათ ცხოველთასა, ვითარცა სამყაროჲ, ვითარცა ხილვაჲ ბრძოლისა საშინელისა, განმარტებულისაჲ ზეშთა თავისა მათისა ზედა კერძო. |
1:23 |
და ქუეშე კერძო სამყაროსა ფრთენი მათნი განმარტებულებ, შეფრთეებულებ სხუაჲ სხჳსა; და თითოეული ორნი შეუღლვილებ, ზედდამბურველნი სხეულთა მათთა. |
1:24 |
და მესმოდა ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ სლვასა შინა მათსა, ვითარცა ჴმაჲ წყლისა მრავლისაჲ, ვითარცა ჴმაჲ ღმრთისა სადდაისაჲ, სლვასა შინა მათსა ჴმაჲ სიტყჳსა, ვითარცა ჴმაჲ ბანაკისაჲ, და დგომასა მათსა შინა დასცხრიან ფრთენი მათნი. |
1:25 |
და, აჰა, ჴმაჲ ზეშთა ზენაკერძო სამყაროჲსა, რომელი იყო ზეშთა თავისა მათისა; დგომასა შინა მათსა განიმარტებდეს ფრთენი მათნი; |
1:26 |
და ზეშთა ზენა სამყაროჲსა, ზეშთა თავისა მათისა, ვითარცა ხილვაჲ ქვისა საპფირისანი. მსგავსებაჲ საყდრისა მის ზედა; და მსგავსებასა ზედა საყდრისასა მსგავსებაჲ, ვითარცა სახესა კაცისასა მის ზედა ზენა. |
1:27 |
და ვიხილე, ვითარცა ხილვაჲ ილეკტროჲსაჲ, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ შინაგან მისსა, მრგულივ, ხილვითგან წელთაჲთ და ვიდრე ზემდე და ხილვითგან წელთაჲთ და ვიდრე ქუემდე; ვიხილე, ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ, და ნათელი მრგულივ მისსა, |
1:28 |
ეითარცა ხილვა მშჳლდისაჲ, ოდეს იყოს ღრუბელსა შორის დღესა შინა წჳმისასა, ეგრეთ ხილვაჲ ნათლისაჲ მრგულივ; |