კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ისო ნავე »
ისო ნავე 1
ისო ნავე 2
ისო ნავე 3
ისო ნავე 4
ისო ნავე 5
ისო ნავე 6
ისო ნავე 7
ისო ნავე 8
ისო ნავე 9
ისო ნავე 10
ისო ნავე 11
ისო ნავე 12
ისო ნავე 13
ისო ნავე 14
ისო ნავე 15
ისო ნავე 16
ისო ნავე 17
ისო ნავე 18
ისო ნავე 19
ისო ნავე 20
ისო ნავე 21
ისო ნავე 22
ისო ნავე 23
ისო ნავე 24

« ისო ნავე 18 [BIB - xx] »
18:1 და განკრბა ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა სელომდ. და აღდგეს მუნ კარავი საწამებელისაჲ და ქუეყანაჲ დაიპყრა მათგან.
18:2 და დაშთეს ძენი ისრაჱლისანი, რომელთა არღა დაემკჳდრა შჳდნი ნათესავნი.
18:3 და ჰრქუა მათ ისო: ვიდრემდის აჰხუმიდეთ დამკჳდრებად ქუეყანისა, რომელ მიგცა თქუენ უფალმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან.
18:4 მომცენით მე თქუენნი სამნი კაცნი ნათესავისაგან და წარვავლინნე იგინი. და აღდგენ და მოვლონ ქუეყანაჲ და აღწერედ იგი წინაშე ჩემსა, ვითარცა ჯერ-არს განყოფაჲ მისი.
18:5 და მოვიდეს მისსა და განუყვეს მათ შჳდად ნაწილად იუდაჲ. დადგეს საზღვრად მათა ბღუარით კერძო. და ძენი იოსებისნი დადგეს საზღვართა ზედა მათთა, ჩრდილოჲთ კერძო.
18:6 ხოლო თქუენ განიყავთ ქუეყანა იგი თქუენდად შჳდად ნაწილად და მომართჳთ მე აქა. და გამოგცე თქუენ ნაწილი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა.
18:7 რამეთუ არა არს ნაწილი ძეთა ლევისთა თქუენ შორის. და მღდელობაჲ უფლისა ნაწილად მათა არს: და გად და რუბენ და ზოგმან ნათესავმან ძეთა მანასესთამან მიიღეს სამკჳდრებელი მათი წიაღ იორდანესა. აღმოსავალით, რომელ მისცა მათ მოსე, მონამან უფლისამან.
18:8 და აღდგეს კაცნი იგი და წარვიდეს. და ამცნო ისო, რომელნი-იგი წარვიდეს განზომად ქუეყანისა მის და ჰრქუა: წარვედით და განზომეთ ქუეყანაჲ და მოვედით ჩემდა აქა და მოგცე თქუენ სამკჳდრებელი წინაშე უფლისა სელომს შინა.
18:9 და წარვიდეს, და განზომეს ქუეყანაჲ და იხილეს იგი და აღწერეს ქალაქად-ქალაქად შჳდად ნაწილად წიგნსა და მოართუეს ისოს სელომდ.
18:10 და შთაუთხინა მათ ისო წილნი სელომს წინაშე უფლისა.
18:11 და აღმოუჴდა წილი ნათესავსა ბენიამენისსა პირველად ტომად-ტომად მათა. და აღმოუჴდა საზღვარი ნაწილისა მათისა საშუვალ იუდაჲსა და საშუვალ ძენი იოსებისნი.
18:12 და იყვნეს საზღვარნი მათნი ჩრდილოჲთ კერძო იორდანით. და აღვიდეს საზღვარნი ზურგით იერიქოჲსა ჩრდილოჲთ კერძო და აღვიდეს მთასა ზღუად კერძო. და იყოს გამოსავალი მისი მადბარიტის ბეთავნი.
18:13 და განვიდეს მიერ საზღვართა ლუზასათა ზურგით კერძო ლუზასა ბღუარით (ესე არს ბეთელი).
18:14 და შთავიდეს საზღვარნი ატაროთით ადარდ მთად კერძო, რომელ არს ბღუარით კერძო ბეთორონი ქუეყანაჲ. და განვლნეს საზღვარნი და გარეწარვიდეს ერთკერძო, რომელ მიაქცევს ზღუად კერძო ბღუარით კერძო მთისა პირთა ბეთორონ ლიბანსა. და იყოს გამოსავალი მისი კარითბაალდ (ესე არს კარითიმი, ქალაქი ძეთა იუდაჲსთა), ესე არს ნაწილი ზღჳთ კერძო.
18:15 და ნაწილი ბღუარით კერძო ნაწილად კარიათბაალით. და განვიდეს საზღვარნი გაიდდ წყაროსა ზედა წყლისასა ნაფთოჲსასა.
18:16 და შთავიდეს საზღვარნი ზოგსა ზედა მთისასა, რომელ არს პირით კერძო მაღნარსა ძისა ენუმისთა, რომელ არს ერთკერძო ემეკრაფაინსა: ჩრდილო და შთავიდეს გეონომდ, ზურგით კერძო იებუსისსა, ბღუარით კერძო და შთავიდეს წყაროსა ჰრუგელისასა.
18:17 და განვიდეს წყაროსა ზედა სამოჲსასა.
18:18 და განვიდეს გალილოთად, რომელ არს მართლ აღსავალსა ედომისასა, და შთავიდეს ქვად კერძო ბეან ძისა რუბენისსა და განვიდეს ზურგით ბეთაბრა ჩრდილოჲთ კერძო.
18:19 და შთავიდეს ზურგით კერძო ბეთაგლად, ჩრდილოჲთ კერძო. და იყო საზღვარი გამოსავალთაჲ ცხჳრად კერძო ზღუად მარილოვნისა ჩრდილოჲთ ნაწილსა იორდანისასა,
18:20 ბღუარით კერძო. ესე საზღვარნი ბღუარით კერძონი და იორდანე ეზღუანვის ნაწილითგან აღმოსავალით, ესე არს სამკჳდრებელი ძეთა ბენიამენისთა, საზღვარნი მისნი გარემო ტომად-ტომად მათა.
18:21 და იყვნეს ქალაქნი ძეთა ბენიამენისთა ტომად-ტომად მათა: იერიქოჲ,
18:22 და ბეთაგლაჲ, და ამეკანი, და თარაბაჲ, და სემბრიმი, და ბეთელი,
18:23 და აჳმმი, და აფარი,
18:24 და ეკრენი, და კაფერამ მისი, და გაბაჲ, და ქალაქები ათორმეტი და დაბნები მათი.
18:25 გაბაონი, და ჰრამაჲ, და ბეროთი.
18:26 და მასფაჲ, და კეფირაჲ, და ამოსაჲ.
18:27 და რეკიმი, და იერფაელი, და თარალაჲ.
18:28 და სჱ, და ლიფი, და იებუსი (და ესე არს იერუსალჱმი) და გაათი, და ქალაქი იარემი, და ქალაქები ათცამეტი და დაბნები მათი. ესე არს სამკჳდრებელი ძეთა ბენიამენისთა: ტომად-ტომად მათა.

© 2010, გია შერვაშიძე