7:1 |
და ცოდეს ძეთა ისრაჱლისათა ცოდვაჲ. და იპარეს შენაჩუენებისა მისგანი: და აღიღო აქარ, ძემან ქარმისმან, ძისა ზამბრისმან, ძისა ზარასმან, ნათესავისაგან იუდასმან, შენაჩუენებისა მისგან. და განრისხნა გულისწყრომით უფალი ძეთათჳს ისრაჱლისათა. |
7:2 |
და წარავლინნა ისო კაცნი იგი იერიქოთ გაიდ, რომელ არს პირისპირ ბეთელისა, და ჰრქუა მათ: აღვედით და მოისტუანეთ გაიდ. და აღვიდეს კაცნი იგი და მოისტუანეს ქუეყანაჲ გაისაჲ. |
7:3 |
და მოიქცეს ისოჲსა და ჰრქუეს მას: ნუ აღმოვალნ ყოველი ერი! არამედ ვითარ ორ ათას ოდენ, ანუ სამ ათას კაც აღვიდედ და მოიცვან ქალაქი. ნუ აღიყვანებთ მუნ ყოველსა ერსა, რამეთუ მცირედ არიან. |
7:4 |
და აღვიდეს მუნ ვითარ სამ ათას კაც. და ივლტოდეს პირისაგან კაცთა გალილეველთასა. |
7:5 |
და მოსწყჳდნეს მათგანნი კაცთა გაისათა ოცდაათექუსმეტ კაც და დევნა-უყვეს მათ ბჭითგან, ვიდრემდის შემუსრნეს იგინი შთამართებსა და შეძრწუნდა გული ერისა მის და იქმნა, ვითარცა წყალი. |
7:6 |
და ჩამოიპო ისო სამოსელი თჳსი და დავარდა ქუეყანასა ზედა პირსა ზედა თჳსსა წინაშე უფლისა მიმწუხრადმდე, იგი და მოხუცებულნი ისრაელისანი და გარდაისხეს მიწაჲ თავსა ზედა მათსა. |
7:7 |
და თქუა ისო: გევედრები, უფალო, უფალო! რაჲსათჳს წიაღმოიყუანა მონამან შენმან ერი ესე იორდანესა მიცემად იგი ამორეველსა და წარწყმედად ჩუენდა? და-თუმცა-ვეშენენით და დავემკჳდრენით წიაღ იორდანესა |
7:8 |
და რაჲ ვთქუათ? რამეთუ მოიდრიკა ისრაჱლმან ქედი წინაშე მტერთა მისთა |
7:9 |
და ესმას ესე ქანანელთა და ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, გარემოგუადგენ ჩუენ და მოგუსრნენ ჩუენ ქუეყანით. და ვითარ ჰყო სახელი იგი შენი დიდი? |
7:10 |
და ჰრქუა უფალმან ისოს: აღდეგ! რაჲსათჳს-ეგე დაცემულ ხარ შენ პირსა ზედა შენსა? |
7:11 |
ცოდა ერმან მაგან და გარდაჴდა შჯულსა ჩემსა რომელ დავდევ მათა მიმართ. და იპარეს შესაჩუენებელისა მისგან და შთაიდვეს ჭურჭელსა მათსა. |
7:12 |
ვერ უძლონ ძეთა ისრაჱლისათა დადგომად წინაშე პირსა მტერთა მათთასა. და დაიდრიკონ ქედი მათი წინაშე მტერთა მათთასა, რამეთუ შეჩუენებულ იქმნნეს. არღარა შევსძინო მერმე ყოფად თქუენ თანა, არა თუ განიშოროთ თქუენგან შესაჩუნებელი იგი. |
7:13 |
აღდეგ და განწმიდე ერი ეგე და არქუ წმიდა-ყოფად ხვალისა, რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: შენაჩუენები თქუენ შორის არს ისრაჱლ. ვერ შეუძლოთ წინადადგომად წინაშე მტერთა თქუენთა, ვიდრემდის არა მოსპოთ შენაჩუენები იგი თქუენგან. |
7:14 |
და შეკრიბენით ყოველნი დილითი ნათესავად-ნათესავადი თქუენი. და იყოს, ნათესავი, რომელი გამოირჩიოს უფალმან, წარმოადგინოთ ნათესავად-ნათესავად სახლად. და სახლი, რომელ გამოირჩიოს უფალმან, წარმოადგინოთ კაცად-კაცადი. |
7:15 |
და იყოს, რომელი გამოჩნდეს შენაჩუენებსა მას ზედა, დაიწუას ცეცხლითა იგი და ყოველი, რაჲცა არს მისი, რამეთუ გარდაჰჴდა აღთქუმასა უფლისასა და ყო ურჩულოებაჲ შორის ისრაჱლისა. |
7:16 |
და აღიმსთო ისო განთიად და წარმოადგინა ერი იგი ნათესავად-ნათესავად მათად. და გამოჩნდა ნათესავი იუდასი. |
7:17 |
და წარმოადგინეს ტომად-ტომადი იუდაჲსი: და გამოჩნდა ტომი ოზარაჲსი და წარმოადგინეს ტომი ოზარაჲსი სახლად-სახლად და გამოჩნდა სახლი ზამბრისი. |
7:18 |
და წარმოადგინეს სახლი მისი კაცად-კაცადი. და გამოჩნდა აქარ, ძე ქარმისი, ძისა ზამრისი, ძისა ზარაჲსი, ნათესავისაგან იუდაჲსისა. |
7:19 |
და ჰრქუა ისო აქარს: შვილო, მიეც დიდებაჲ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, და ეც აღსარებაჲ, და მითხარ მე, რაჲ ჰყავ, და ნუ დაჰმალავ ჩემგან. |
7:20 |
და მიუგო აქარ ისოს და ჰრქუა: ჭეშმარიტად მე ვცოდე წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ესრე და ესრე ვყავ. |
7:21 |
ვიხილე ტყუენვასა მას შინა შატროვანი ერთი ჭრელი და ორასი სატირი ვეცხლი და ენაჲ ერთი ოქროჲსაჲ ერგასის სატირ სასწორით. გულმან მითქუა მათგანი და მოვიღე. და აჰა, ესერა, ესე დამიმალავს მიწასა ქუეშე კარავსა შინა ჩემსა და ვეცხლი იგი დამიმალავს ქუეშე მათსა. |
7:22 |
და მიავლინნა ისო მოციქულნი. და მირბიოდეს კარავსა მას ბანაკად და ესე დამალულ იყო კარავსა შინა მისსა და ვეცხლი იგი ქუეშე მათსა. |
7:23 |
და გამოიღეს იგი კარვით და მოიღეს იგი ისოსა. და მოხუცებულთა ისრაჱლისათა დადვეს იგი წინაშე უფლისა. |
7:24 |
და მოიყვანა ისო აქარ, ძე ზარაჲსი, და აღიყვანა იგი ჴევსა აქორისასა, და ძენი მისნი და ასულნი მისნი, და ზროხანი მისნი და კარაულნი მისნი, და ცხოვარი მისი და კარავი მისი და ყოველი ნაყოფი მისი და ყოველი ისრაჱლი მის თანა. და აღიყვანეს იგი სურმექარონდ. |
7:25 |
და ჰრქუა ისო: რად აღგუჴოცენ ჩვენ? და აღგჴოცოს შენ უფალმან ვითარცა-ესე დღეს. და განტჳნა იგი ყოველმან ისრაჱლმან ქვითა და დაწვეს იგი ცეცხლითა. |
7:26 |
და აღდგეს მის ზედა ჭორტი ქვისაჲ დიდი მოდღენდელად დღედმდე. და დასცხრა უფალი რიცხვისაგან გულისწყრომისაჲსა, ამისთჳს უწოდეს მას ემეკაქორ მოაქადღედმდე. |