კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ისო ნავე »
ისო ნავე 1
ისო ნავე 2
ისო ნავე 3
ისო ნავე 4
ისო ნავე 5
ისო ნავე 6
ისო ნავე 7
ისო ნავე 8
ისო ნავე 9
ისო ნავე 10
ისო ნავე 11
ისო ნავე 12
ისო ნავე 13
ისო ნავე 14
ისო ნავე 15
ისო ნავე 16
ისო ნავე 17
ისო ნავე 18
ისო ნავე 19
ისო ნავე 20
ისო ნავე 21
ისო ნავე 22
ისო ნავე 23
ისო ნავე 24

« ისო ნავე 3 [BIB - xx] »
3:1 და აღიმსთო ისო განთიად. და წარმოიძრნეს სატიმით და მოვიდეს იორდანედ ოდენ. და დადგეს მუნ წიაღსლვადმდე.
3:2 და იყო, შემდგომად სამისა დღისა გამოვლეს მწიგნობართა მათ ბანაკი იგი
3:3 და ამცნეს ერსა მას და ჰრქუეს: რაჟამს იხილოთ კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ. და მღდელნი ჩუენნი და ლევიტელნი, რომელთა აღეღოს იგი, წარემართენით ადგილთაგან თქუენთა და შეუდეგით უკუანა მათსა.
3:4 და იყავნ განშორებაჲ საშუვალ თქუენსა და მისსა ორ ათასითა ოდენ წყრთითა, ადგილ-იპყართ ნუ შეეახლებით მას არამედ რათა უწყოდით ოდენ გზაჲ, რომელსა ხჳდოდით, რამეთუ არა სრულ ხართ გზასა ამას გუშინ და ძუღან დღეთა.
3:5 და ჰრქუა ისო ერსა: განწმიდენით ხვალისა რამეთუ ხვალე ყოს უფალმან თქუენ შორის საკჳრველი.
3:6 და ჰრქუა ისო მღდელთა: აღიღეთ კიდობანი იგი შჯულისაჲ და წარუძეღუთ ერსა ამას. და აღიღეს მღდელთა მათ კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და ვიდოდეს წინა ერისა მის.
3:7 და ჰრქუა უფალმან ისოს: ამას დღესა შინა ვიწყებ აღმაღლებად შენდა წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა, რათა უწყოდიან, რამეთუ, ვითარცა ვიყავ მოსეს თანა, ეგრე ვიყო შენ თანაცა.
3:8 აწ ამან მღდელთა, რომელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისაჲ დ არქუ: რაჟამს შეხჳდეთ ზოგსა წყალსა იორდანისასა, იორდანესა შინა ადგილ-იპყართ.
3:9 და ჰრქუა ისო ძეთა ისრაჱლისათა: მოკერბით აქა და ისმინეთ სიტყუაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ.
3:10 ამით გულისხმა-ჰყოთ, რამეთუ ღმერთი ცხოველი არს ჩუენ შორის და მოსრვით მოსრნეს პირისაგან თქუენისა ქანანელნი და ქეტელნი და ეველნი და ფარეზელნი და გერგესეველნი და იებოსელნი.
3:11 აჰა, ესერა, კიდობანი შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისა წიაღვალს იორდანესა.
3:12 გამოირჩიენით თქუენ ათორმეტნი კაცნი ძეთაგან ისრაჱლისათა: ერთი თითოსაგან ნათესავისა.
3:13 და იყოს, რამეთუ დადგენ ფერჴნი მღდელთანი, რომელთა აღეღოს კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისაჲ წყალსა შინა იორდანისასა, წყალი იორდანისა დასწდეს, ხოლო წყალი იგი დამომავალი დადგეს.
3:14 და წარიძრა ერი იგი საყოფელთაგან მათთა წიაღსლვად იორდანესა. ხოლო მღდელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისაჲ წარძღუანვად ერისა.
3:15 და ვითარცა შევიდოდეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა იორდანედ, და ფერჴნი მღდელთანი მათ კიდობნისა აღმღებელთანი შეისოლვნენ მცირედ წყალსა იორდანისასა, ხოლო იორდანე სავსე იყო რაჲთურთით კიდემდე მისად, ვითარცა დღეთა იფქლის მკისათა.
3:16 დადგეს წყალნი იგი ზენადამომავალნი. დგა მკდნარად განყენებულად შორს ჯეკმა ფრიად ადამინითაგან ვიდრე კარიათიმდმდე, ხოლო შთამავალი იგი შთაჴდა ზღვასა მარილოვანსა და სრულიად მოაკლდა და ერი იგი დგა მართლ იერიქოჲსა.
3:17 და დგეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ჴმელსა ზედა შორის იორდანესა. და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი წიაღვიდოდეს ჴმელსა, ვიდრემდის დაასრულა ყოველმან ერმან წიაღსლვად იორდანესა.

© 2010, გია შერვაშიძე