კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ისო ნავე »
ისო ნავე 1
ისო ნავე 2
ისო ნავე 3
ისო ნავე 4
ისო ნავე 5
ისო ნავე 6
ისო ნავე 7
ისო ნავე 8
ისო ნავე 9
ისო ნავე 10
ისო ნავე 11
ისო ნავე 12
ისო ნავე 13
ისო ნავე 14
ისო ნავე 15
ისო ნავე 16
ისო ნავე 17
ისო ნავე 18
ისო ნავე 19
ისო ნავე 20
ისო ნავე 21
ისო ნავე 22
ისო ნავე 23
ისო ნავე 24

« ისო ნავე 17 [BIB - xx] »
17:1 და იყვნეს საზღვარნი ნათესავისა ძეთა მანასესთანი, რამეთუ ესე პიმშოჲ იყო იოსებისი, და მაქირს პირმშოსა მანასესა, მამასა გალაადისსა, რამეთუ კაცი მბრძოლი იყო გალაადიტს შინა და ბასანიტიდს შინა.
17:2 და იყო ძეთა მანასესთა სხუათა ტომად-ტომად მათა ძეთა აქიეზერისთა, და ძეთა ქეზეკისთა, და ძეთა იერეელისთა, და ძეთა სექემისთა, და ძე სემემირაესთა. ესე იყვნეს ძენი ტომად-ტომად მათა.
17:3 და სალფაათს, ძესა სოფერისსა, არა ესხნეს მას ძეებ, არამედ ასულებ. და ესე არს სახელები ასულთა სალპაადისთა: მაალი, და ნუსა და ეგლა, და მელქა და თესრა.
17:4 და წარდგეს წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე ისოჲსა, ძისა ნავჱსა, და წინაშე მთავართა და თქუეს: ღმერთმან ამცნო ჴელითა მოსესითა ცემად ჩუენდა სამკჳდრებელი შორის ძმათა ჩუენთა და სცეს მათ ნაწილი ბრძანებითა უფლისათა შორის ძმათა მამისა მათისათა.
17:5 და აღმოუჴდა მანასეს ნაწილად ველი ლაბეკისაჲ ქუეყანისაგან გალაადის და ბასანისა, რომელ არს წიაღ იორდანესა.
17:6 რამეთუ ასულთა ძეთა მანასესთა დაიმკჳდრეს ნაწილი შორის ძმათა მათთა, ხოლო ქუეყანა გალაადისა ხუდა ძეთა მანასესთა, რომელ დაშთომილ იყვნეს.
17:7 საზღვარნი ძეთა მანასესთანი ასერ მაქთოჲთგან, რომელ არს პირისპირ სუქემსა. და მივლენ საზღვარნი იამინდ კერძო და იასებდ წყაროდ კერძო თაფოჲსა მანასჱსთა.
17:8 იყოს თაფთოჲცა საზღვართა ზედა მანასესთა.
17:9 ჴევსა ზედა კანესასა ჩრდილოჲთ კერძო ჴევსა ზედა იარისასა, რომელ არს ბელეკუნი ეფრემისი, შუვა ქალაქსა მანასესა და საზღვარნი მანასესნი.
17:10 ჩრდილოჲთ კერძო ნაღუარევისა და იყოს გამოსავალად მისა ზღუაჲ ჩრდილოჲთ კერძო და იზაქარისა აღმოსავალით.
17:11 იყოს მანასესი შორის იზაქარისა და შორის ასერისა, ბეთსანს და დაბნები მათი, და მკჳდრნი დორისანი, დაბნები მისი, და მკჳდრნი მაგედოჲსანი და დაბნები მისი, და მკჳდრნი თანაქისანი და დაბნები მისი, და მესამე ნაწილი ნაფეთისი და დაბნები მისი.
17:12 [და] ვერ შეუძლეს ძეთა მანასესთა მოსრვად ამის ქალაქებისა. და იწყო ქანანელმან დაშენებად ქუეყანასა მას.
17:13 და იყო, რამეთუ სძლეს ძეთა ისრაჱლისათა და მორჩილ იყვნეს ქანანელნი, ხოლო მოსრვით არა მოსრნეს იგინი.
17:14 სიტყუას უგებდეს ძენი იოსებისნი ისოს და ჰრქუეს: რაჲსათჳს დაგჳმკჳდრე ჩუენ ნაწილი ერთი და საზომი ერთი? ხოლო მე ერმრავალ ვარ და ღმერთმან მაკურთხა მე.
17:15 და ჰრქუა მათ ისო: ერმრავალ თუ ხარ შენ, აღგუალე მაღნარად და განკაფე თავისა შენისად. გიწრობს თუ შენ მთა ეფრემისი.
17:16 და ჰრქუეს ძეთა იოსებისთა: ვერ კმა არს ჩუენდა მთა, რამეთუ ცხენი რჩეული და მახჳლი აქუს ქანანელთა, რომელი მკჳდრ არს ბეთსანს შინა და დაბნებსა მისსა ღელესა შინა იზრაჱლისასა.
17:17 და ჰრქუა ისო ძეთა იოსებისთა: ერმრავალ თუ ხარ შენ და ძალი დიდი გაქუს, არა იყოს შენდა ნაწილი ერთი.
17:18 რამეთუ მაღნარი შენდა იყოს და რაჟამს აჰჴოცო ქანანელი, რამეთუ ცხენი რჩეული არს მისი, შენ ვერ სძლო მას.

© 2010, გია შერვაშიძე