4:1 |
და ვითარცა დაასრულა ყოველმან ერმან წიაღსლვად იორდანესა, მიუგო უფალან ისოს და ჰრქუა: |
4:2 |
მოიყვანენ ერისაგანნი ათორმეტნი კაცნი: ერთი თითოჲსაგან ნათესავისა, |
4:3 |
უბრძანე მათ და არქუ: აღიღეთ ამიერ საშუვალ იორდანესა, სადა ქუე დადგეს ფერჴნი მღდელთანი, მზანი ქვანი ათორმეტნი. და ესენი წიაღიხვენით თქუენ თანა და დასხენით იგინი საბანაკესა თქუენსა, სადა დაიბანაკოთ მუნ ამას ღამესა. |
4:4 |
და მოუწოდა ისო ათორმეტთა კაცთა პატიოსანთა ძეთაგან ისრაჱლისათა, ერთსა თითოსაგან თესლისა. |
4:5 |
და ჰრქუა მათ ისო: მოდით წინაშე ჩემსა. წინაშე პირსა უფლისასა საშუვალ იორდანესა. და აღებით აიღენ კაცად-კაცადმან ქვაჲ ერთი ზედა ბჭეთა თჳსთა მსგავსად რიცხჳსა მის ნათესავთა ისრაჱლისათა. |
4:6 |
რათა იყვნენ ესენი თქუენდა სასწაულად მარადის. და რაჟამს გკითხვიდეს შენ ძე შენი ხვალე და გრქუას: რა არიან ქვანი ესე თქუენდა? |
4:7 |
და შენ აუწყო ძესა შენსა და ჰრქუა, ვითარმედ: დასწყდა იორდანე მდინარე პირისაგან კიდობნისა შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყნისასა, რაჟამს წიაღვიდოდა მას. და იყვნენ თქუენდა ქვანი იგი საჴსენებელად ძეთა ისრაელისათა მიუკუნისამდე. |
4:8 |
და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს. და აღიხუნეს ათორმეტნი საშუვალ იორდანესა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს დასრულებასა მას წიაღსლვისასა ძეთა ისრაჱლისათასა და წიაღიხუნეს მათ თანა ბანაკად. და დასხნეს იგინი მუნ. |
4:9 |
და აღჰმართნა ისო სხუანი ათორმეტნი ქვანი იორდანესა შინა ადგილსა, მას, სადა დადგეს ფერჴნი მღდელთანი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და არიან მუნ დღეინდელად დღედმდე. |
4:10 |
და დადგეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისაჲ, იორდანუსა შინა, ვიდრე დაასრულა ისო ყოველი, რავდენი ამცნო უფალმან ისოს თხრობად ერსა მას, და ისწრაფა ერმან მან და წიაღჴდა. |
4:11 |
და იყო, რაჟამს აღასრულა ერმან მან წიაღსლვაჲ, წიაღჴდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და ქვანი იგი წინა მათსა. |
4:12 |
და წიაღჴდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი და ზოგი ნათესავისა, მანასესი განმზადებული წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ამცნო მათ მოსე. |
4:13 |
ოთხი ბევრი ჭურვილი ბრძოლად და წიაღჴდეს წინაშე უფლისა ბრძოლად იერიქოსა ქალაქისა. |
4:14 |
მას დღესა შინა აღამაღლა უფალმან წინაშე ყოვლისა ნათესავისა ისრაჱლისა, და ეშინოდა მისგან, ვითარცა ეშინოდა მოსესგან, რავდენ ჟამ ცხოველ იყო იგი. |
4:15 |
და მიუგო უფალმან ისოს და ჰრქუა: |
4:16 |
უბრძანე მღდელთა, რომელთა აქუნდეს კიდობანი იგი შჯულისა საწამებლისაჲ გამოსლვად იორდანისაგან. |
4:17 |
და უბრძანა მღდელთა მათ ისო და ჰრქუა: გამოვედით იორდანით. |
4:18 |
და იყო ვითარ გამოჴდეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა, იორდანისაგან. და დაიდგნეს ფერჴნი მათნი ჴმელსა ზედა. და წარმოემართა წყალი იგი იორდანისა ადგილსავე თჳსსა და ვიდოდა, ვითარცა გუშინ და ძოღან დღეთა ყოლად კიდესა. |
4:19 |
და ერი იგი აღმოჴდა იორდანით მეათესა თთუესა პირველისასა და დაიბანაკეს ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა მიერ კერძო მზის აღმოსავლით იერიქოჲსა. |
4:20 |
და ათორმეტნი ესე ქვანი, რომელნი აღმოიხუნეს იორდანით, დასხნა ისო გალგალს შინა. |
4:21 |
და ჰრქუა: რაჟამს გკითხვიდენ თქუენ შვილნი თქუენნი და გქუან: რა არიან ქვანი ესე? |
4:22 |
უთხრათ შვილთა თქუენთა და ჰრქუათ, ვითარმე: ჴმელსა ზედა წიაღმოჴდა ისრაჱლი იორდანესა, |
4:23 |
რამეთუ განაჴმო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, წყალი იორდანისა წინაშე მათსა, ვიდრე წიაღსლვადმდე მათა. |
4:24 |
ვითარცა ყო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, ერუთრაჲ ზღუაჲ, რომელ განაჴმო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, წინაშე ჩუენსა, |
4:25 |
ვიდრემდის წიაღვჰჴდით, რათა ცნან ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, რამეთუ ძალი უფლისა ძლიერ არს, და ჰმსახურებდეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, ყოველსა ჟამსა. |