14:1 |
და ესენი არიან, რომელთა დაიმკჳდრეს ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანა ქუეყანასა ქანანისასა, რომელ დაუმკჳდრეს ელიაზარ მღდელმან და ისო ნავესმან და მთავართა ტომთა ძეთა ისრაჱლისათა. |
14:2 |
ნაწილად-ნაწილად დაიმკჳდრეს. ვითარცა ამცნო უფალმან ჴელითა ისოჲსითა. ცხრათა ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა წიაღ იორდანითგან. |
14:3 |
და ლევიტელთა არა სცა ნაწილ მათ შორის. |
14:4 |
რამეთუ იყვნეს ძენი იოსებისნი მანასე და ეფრემ და არა სცეს ნაწილი ქუეყანისა ლევიტელთა და ქალაქნი საყოფელად და გარემოსი მათი საცხოვართა. |
14:5 |
ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა და განიყვეს ქუეყანაჲ. |
14:6 |
და მოვიდეს ძენი იუდაჲსნი ისოჲსა გალგალს შინა და ჰრქუა მას ქალებ იეფონისმან კენეზელმან: შენ უწყი სიტყუაჲ, რომელ თქუა უფალმან მოსეს მიმართ, კაცისა ღმრთისა, ჩემთჳს და შენთჳს კადჱს ბარნჱს შინა. |
14:7 |
რამეთუ ორმეოცის წლის ვიყავ, რაჟამს მიმავლინა მე მოსე, მონამან უფლისამან, მოხილვად ქუეყანისა. |
14:8 |
და მიუგეს მათ სიტყუაჲ გონებით თჳსით ძმათა ჩემთა, რომელ აღმოვიდეს ჩემდა და გარდაცვალეს გონებაჲ ერისაჲ. ხოლო მე შევეყავ შემდგომად უფლისა, ღმრთისა ჩემისა. |
14:9 |
და ფუცა მოსე მას დღესა შინა და თქუა: ქუეყანასა რომელსა მიხუედ, შენდად იყოს სამკჳდრებელად და შვილთა შენთა უკუნისამდე. რამეთუ შევეყავ შემდგომად უკუანა უფლისა ღმრთისა ჩემისა. |
14:10 |
და აწ გამომზარდა მე უფალმან, ვითარცა თქუა ესე, მეორმეოცდამეხუთე წელი არს, ვინათგან თქუა უფალმან ღმერთმან სიტყუაჲ ესე მოსეს მიმართ და ვიდოდა ისრაჱლი უდაბნოსა ზედა და აწ, აჰა, ესერა, მე დღეს ოთხმეოცდახუთ წლის ვარღა, დღეს მიძლავს. |
14:11 |
ვითარცა რაჟამს წარმავლინა მოსე, ეგრეთვე მიძლავს აწ განსლვად და შესლვად ბრძოლად. |
14:12 |
და აწ გთხოვ შენ მთასა ამას, ვითარცა თქუა უფალმან მას დღესა, რამეთუ შენ გესმა სიტყუაჲ ესე მას დღესა შინა. აწ, ესერა, აკიმელნი მუნ არიან ქალაქნი. ძნელნი და დიდნი, უკუეთუ უფალი იყოს ჩემ თანა, მოვსრნე იგინი, |
14:13 |
ვითარცა მრქუა მე ისო. და მისცა ქებრონი ქალებს, ძესა იეფონჱსა, კენეზიელსა სამკჳდრებელად. |
14:14 |
ამისთჳს იქმნა ქებრონი იეფონეს კენეზელისა სამჳდრებელად მოდღენდელად დღედმდე. რამეთუ იგი შეუდგა ბრძანებასა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა. |
14:15 |
ხოლო სახელი ქებრონისი იყო პირველად არაბოკ ქალაქი, დედაქალაქი არანაკიმელთაჲ ესე, და ქუეყანაჲ დასცხრა ბრძოლისაგან. |