2:1 |
და წარავლინნა ისო, ძემან ნავესმან, სატიმით ორნი ჭაბუკნი მსახურად და ჰრქუა მათ: აღვედით და იხილეთ ქუეყანა იგი და იერიქოჲ. და წარვიდეს ორნი იგი ჭაბუკნი და მოვიდეს იერიქოდ და შევიდეს სახლსა დედაკაცისა მეძავისასა, რომელსა სახელი ერქუა ჰრააბ. და იყვნეს მუნ. |
2:2 |
და მიეთხრა მეფესა იერიქოჲსასა, ვითარმედ: აჰა, ესერა, კაცნი შემუსრულ არიან აქა ძეთა ისრაჱლისათანი მოხილვად ქუეყანისა. |
2:3 |
და მიავლინა მეფემან იერიქოჲსამან, ეტყოდა ჰრააბს და ჰრქუა: გამოიყვანენ კაცნი იგი, რომელ შემოსრულ არიან სახიდ შენდა ღამე, რამეთ მსტოვრად მოსრულ არიან. |
2:4 |
და მიიყვანნა მან დედაკაცმან კაცნი იგი და დამალნა იგინი. და მათ მიუგო და ჰრქუა: |
2:5 |
შემოვიდეს ჩემდა კაცნი იგი და, რაჟამს დაჰჴშვიდეს ბჭეთა შერიჟუებასა, კაცნი იგი განვიდეს. არა უწყი, ვიდრე ვიდეს. დევნა-უყავთ უკუანა მათსა, ეწივნეთ ხოლო თუ მათ. |
2:6 |
ხოლო მან აღიყვანნა იგინი სჴუენად და დამალნა იგინი სელსა შინა ძნეულსა, რომელ დაზჳნებულ იყო სჴუენსა შინა მისსა. |
2:7 |
და კაცთა დევნა-უყვეს უკუანა მათსა გზასა იორდანისასა წიაღსავალით კერძო და ბჭენი დაუჴშნეს. და იყო, რაჟამს განვიდეს მდევარნი იგი უკუანა მათსა. |
2:8 |
და ვიდრე დაწოლადმდე მათა აღვიდა იგი თავადი მათა სჴუენად და ჰრქუა მათ: |
2:9 |
უწყი, რამეთუ თქუენ მიგცა უფალმან ქუეყანა. და აწ რამეთუ დაცემულ არს შიში თქუენი ჩუენ ზედა |
2:10 |
და გუასმიეს, რამეთუ განაჴმო უფალმან ღმერთმან ზღუაჲ იგი ერუთრაჲსაჲ პირისაგან თქუენისა, რაჟამს გამოხჳდოდეთ ეგჳპტით, და რავდენი-იგი უყო ორთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელ-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა: სეონ და ოგ, რომელ-იგი მოსრენით. |
2:11 |
და, ესერა, გუესმა ჩუენ, უგონ ვიქმნენით გულითა ჩუენითა. და არღარა არს სულ არავის თანა პირისაგან თქუენისა, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ღმერთი არს ცასა შინა ზესკნელს და ქუეყანასა ზედა ქუე. |
2:12 |
და აწ მეფუცენით მე უფლისა ღმრთისა, რამეთუ ვჰყოფ თქუენთჳს წყალობასა. და თქუენცა ყავთ წყალობაჲ სახლსა ზედა მამისა ჩემისასა. |
2:13 |
და განარინეთ სახლი მამისა ჩემისაჲ და დედაჲ ჩემი, ძმანი ჩემანი და დანი ჩემნი. და ყოველივე, რაცა არს მათი, და იჴსენით სული ჩემი სიკუდილისაგან. |
2:14 |
და ჰრქუეს მას კაცთა მათ: სული ჩუენი თქუენ წილ იყავნ სიკუდიდ. და მან ჰრქუა მათ: რაჟამს მიგცეს თქუენ უფალმან ქალაქი ესე, ყავთ ჩემთჳს წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ. |
2:15 |
და გარდასხნა სარკუმლით |
2:16 |
და ჰრქუა მათ: მთად წარვედით, ნუუკვე შეგემთხჳნენ მდევარნი იგი თქუენნი და დაემალენით მუნ სამ დღე ვიდრე უკმოქცევადმდე, რომელთა დევნა-უყოფიეს უკუანა თქუენსა. და ამისა შემდგომად წარხჳდეთ გზასა თქუენსა. |
2:17 |
და ჰრქუეს მას კაცთა მათ: უბრალომცა ვართ ფიცსა მას შენსა. |
2:18 |
აჰა, ესერა, ჩუენ შემოვიდოდით ზოგსა ქალაქისასა და დასდვა შენ სასწაულად: შტანგი ესე მეწამული გამოაბა სარკუმელსა, ვინა-იგი გარდამოგუსხენ ჩუენ მას ზედა. და მამაჲ შენი და დედაჲ შენი და ძმანი შენნი და ყოველი სახლი მამისა შენისაჲ შეჰკრიბნე. შენ თანა სახლსა შინა შენსა. |
2:19 |
და იყოს, ყოველი, რომელი გამოვიდეს სახლით შენით გარე, თანამდებ იყოს თავისა თჳსისა. ხოლო ჩვენ უბრალო ვიყუნეთ ფიცსა ამას შენსა. და რავდენნივე იყვნენ სახლსა შენსა, ჩუენ თანამდებ ვიყვნეთ, |
2:20 |
უკუეთუ ვინმე გუავნოს ჩუენ და განცხადნენ სიტყუანი ესე ჩუენნი უბრალო ვიყვნეთ ფიცსა ამას შენსა. |
2:21 |
და ჰრქუა მათ: მსგავსად სიტყჳსა თქუენისა, ეგრეცა ყავთ. და განავლინნა იგინი და წარვიდეს. და მოაბა სასწაული იგი მეწამული სარკუმელსა. |
2:22 |
და წარვიდეს და მივიდეს მთად და იყვნეს მუნ სამ დღე და ეძიებდეს მდევარნი იგი ყოველთა გზათა და არა პოვნეს იგინი. |
2:23 |
და მოიქცეს ორნი იგი ჭაბუკნი და მოვიდეს მთით და წიაღვიდეს ისოჲსა, ძისა ნავესისა, და მიუთხრეს ყოველი, რაჲცა-იგი შეემთხჳა მათ, |
2:24 |
და ჰრქუეს ისოს: რამეთუ მოგუცა უფალმან ჴელთა ჩუენთა ყოველი იგი ქუეყანაჲ და შეშინებულ არიან ყოველნი იგი მკჳდრნი მის ქუეყანისან ჩუენგან. |