კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ისო ნავე »
ისო ნავე 1
ისო ნავე 2
ისო ნავე 3
ისო ნავე 4
ისო ნავე 5
ისო ნავე 6
ისო ნავე 7
ისო ნავე 8
ისო ნავე 9
ისო ნავე 10
ისო ნავე 11
ისო ნავე 12
ისო ნავე 13
ისო ნავე 14
ისო ნავე 15
ისო ნავე 16
ისო ნავე 17
ისო ნავე 18
ისო ნავე 19
ისო ნავე 20
ისო ნავე 21
ისო ნავე 22
ისო ნავე 23
ისო ნავე 24

« ისო ნავე 23 [BIB - xx] »
23:1 და იყო შემდგომად დღეთა მრავალთა, ოდეს განუსუენა უფალმან ისრაჱლსა ყოველთაგან მტერთა გარემოჲს და ისო მოხუცებულ იყო და მოდგომილ დღეთა.
23:2 და მოუწოდა ისო ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა და მოხუცებულთა მათთა, და და მთავართა მათთა, და მსაჯულთა მათთა, და მწიგნობართა მათთა, დ ჰრქუა მათ: მე დავბერდი და გარდავჴედ დღეთა.
23:3 ხოლთ თქუენ იხილეთ, რავდენი უყო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, ყოველთა ნათესავთა მათ პირისაგან თქუენისა, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი, იგი თავადი ჰბრძოდა თქუენ წილ.
23:4 იხილეთ, რამეთუ დაგიტევენ თქუენ ნათესავნი ესე დაშთომილნი შორის ნაწილთა ნათესავთა თქუენთასა იორდანითგან ყოველნი ნათესავნი, რომელ მოვსრენ, და ზღჳთ დიდითგან იზღუანვის მზისდასავალადმდე.
23:5 ხოლო უფალმან ღმერთმან ჩუენმან მან მოსრნეს იგინი პირისაგან ჩუენისა, ვიდრემდის წარწყმდენ და მიუვლინნეს მათ მჴეცი ველურნი, ვიდრემდის მოისრნენ იგინი და მეფენი მათნი პირისაგან თქუენისა. და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ იგი მათი, ვითარცა გრქუა თქუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან.
23:6 განძლიერდით აწ ფრიად დამარხვად და ყოფად ყოველთა წერილთა წიგნსა შინა შჯულისა მოსესისათა, რათა არა გარდაიქციოთ მისგან მარჯულ ანუ მარცხლ.
23:7 რათა არა შეერთნეთ ნათესავთა ამათ დაშთომილთა, და სახელები ღმერთთა მათთა არა ითქუას თქუენ შორის. და ნუ ჰფუცავთ მათ, ნუცა ჰმსახურებთ მათ, ნუცა თაყუანის-სცემთ მათ.
23:8 არამედ უფალსა ღმერთსა ჩუენსა შეეკრძალენით, ვითარცა ჰყავთ მოაქადღედმდე.
23:9 და მოსრნეს იგინი უფალმან პირისაგან თქუენისა ნათესავნი დიდ-დიდნი და ძლიერნი, და თქუენ არა ვინ დაგიდგეს წინაშე თქუენსა მოაქადღედმდე.
23:10 ერთმან თქუენგანმან დევნნა ათასნი, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი იგი თავადი ჰბრძოდა თქუენ წილ, ვითარცა გრქუა თქუენ.
23:11 და ეკრძალენით ფრიად და გიყუარდეთ უფალი ღმერთი ჩუენი.
23:12 უკუეთუ მოიქცეთ და შეერთნეთ დაშთომილთა და წარმართთა ამათ, რომელ არიან თქუენ თანა, და მზა-უყოთ მათა მიმართ, და აღერინეთ მათ და იგინი თქუენ,
23:13 უწყებით უწყოდეთ, რამეთუ არღარა შესძინოს უფალმან ნათესავი ესე მოსრვად პირისაგან თქუენისა. და იყვნენ იგინი თქუენდა საფრჴე და საცთურ და პატნეზ ფერჴთა თქუენთა და ისარ თუალთა თქუენთა, ვიდრემდის წარსწყმდეთ ქუეყანისა ამისგან კეთილისა, რომელ მიგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.
23:14 ხოლო მივალ გზასა ჩემსა, ვითარცა ყოველნი, რომელ არიან ქუეყანასა ზედა და სცნათ გულითა თქუენითა და სულითა თქუენითა, რამეთუ არა დააკლდა სიტყუაჲ ერთი ყოველთაგან სიტყუათა, რომელნი თქუნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან თქუენდამო. ყოველი მოიწია თქუენდა, ერთიცა არა დააკლდა მათგანი.
23:15 და იყოს, ვითარცა მოვიდეს თქუენ ზედა ყოველი ესე სიტყუაჲ კეთილი, რომელი თქუა უფალმან ღმერთმან თქუენ ზედა; ეგრეთვე მოავლინოს თქუენ ზედა უფალმან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი, ვიდრემდის არა მოისრნეთ თქუენ ქუეყანისა ამისგან კეთილისა, რომელ მიგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.
23:16 რაჟამს გარდაჰჴდეთ თქუენ აღთქუმასა უფლისა ღმრთისა თქუენისასა, რომელი გამცნო თქუენ და მიხჳდეთ მსახურებად ღმერთთა უცხოთა, თაყუანის-ცემად მათა, და განრისხნეს თქუენ ზედა უფალი და წარსწყმდეთ ადრე-ადრე ქუეყანით.

© 2010, გია შერვაშიძე