12:1 |
და ესე მეფენი მის ქუეყანისანი, რომელ მოსრნა მოსე: და ძეთა ისრაჱლისათა დაიმკჳდრეს ქუეყანა მათი წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით კერძო, ჴევითგან არნონით ვიდრე მთადმდე აერმონდ და ყოველი არაბიაჲ აღმოსავალით კერძო. |
12:2 |
სეონ მეფე ამორეველთა, რომელ დამკჳდრებულ იყო ესებონს შინა, რომელ უფლებდა აროჱრითგან, რომელ არს ჴევსა შინა არნონისასა საშუვალ ჴევსა, და ზოგი გალადისაჲ ვიდრე იაბოკდმდე, საზღვარნი ძეთა ამონისთანი. |
12:3 |
და არაბიაჲ მისაზღვარადმდე, არაბად ზღუასა მარილოვანსა აღმოსავალით გზასა ისიმოთისასა, თემანსა ქუეშე ასიდოთს ფაგას. |
12:4 |
და ოგ, მეფე ბასანისა, დაშთომილ იყო გმირთაგანი, რომელ მკჳდრ იყო ასტაროთს შინა. |
12:5 |
მთავარი იყო ერმონით და სელქაჲთგან და ყოველი ბანაკი ვიდრე საზღვრადმდე გესორისა და მაქატი, და ზოგი გალაადისა საზღვარი სეონ მეფისა ესებონისანი. |
12:6 |
მოსე, მონამან უფლისამან, და ძეთა ისრაჱლისათა მოსრნეს იგინი. და მისცა იგი მოსე ნაწილად რუბენს, და გადს და ზოგსა ნათესავსა მანასესა. |
12:7 |
და ესე მეფენი ამორეველნი, რომელნი მოსრნა ისო და ძეთა ისრაჱლისათა წიაღ იორდანესა ზღუასა თანა ბაალგადს, ველსა ზედა ლიბანისასა ვიდრე მთადმდე ალუგისად აღმავალთასა სეირად და მისცა იგი ისო ნათესავთა ისრაჱლისათა სამკჳდრებელად ნაწილად მათა. |
12:8 |
მთათა შინა და ველთა, და არაბიას შინა და ესედოთს შინა და უდაბნოსა ზედა და ნაგებსა შინა ქეტელი და ამორეველი და ქანანელი... და ფერეზელი და ეველი და იებოსელი. |
12:9 |
მეფე იერიქოჲსაჲ მეფჱ გაისა, რომელ არს მახლობელად ბეთელსა. |
12:10 |
მეფჱ იჱრუსალემისაჲ, მეფჱ ქებრონისაჲ, |
12:11 |
მეფჱ იერიმოთისაჲ, მეფჱ ლაქისაჲ, |
12:12 |
მეფჱ ეგლომისაჲ, მეფჱ გაზერისაჲ, |
12:13 |
მეფჱ დაბირისაჲ, მეფჱ გარედისაჲ, |
12:14 |
მეფჱ ერმაისაჲ, მეფჱ არედისაჲ, |
12:15 |
მეფჱ ლებნაისაჲ, მეფჱ ოდოლამისაჲ, |
12:16 |
მეფჱ მაკედასაჲ, მეფჱ თაფფოჲსაჲ, |
12:17 |
მეფჱ ოფერისაჲ, მეფჱ აფეკისაჲ, |
12:18 |
მეფე ასურისაჲ, მეფჱ სამბონისაჲ, |
12:19 |
მეფჱ მარონისაჲ, მეფჱ აქსაფისაჲ, |
12:20 |
მეფჱ თანაქისაჲ, მეფჱ მაგედონისაჲ, |
12:21 |
მეფჱ კედჱსაჲ, მეფჱ იეკონამ, |
12:22 |
ქერმევისაჲ, მეფჱ დორ |
12:23 |
ნაფეთდორისაჲ, მეფჱ გოიმისაჲ, |
12:24 |
მეფჱ თერსაჲსაჲ, ყოველნი ესე მეფენი ოცდათერთმეტ. |