კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ისო ნავე »
ისო ნავე 1
ისო ნავე 2
ისო ნავე 3
ისო ნავე 4
ისო ნავე 5
ისო ნავე 6
ისო ნავე 7
ისო ნავე 8
ისო ნავე 9
ისო ნავე 10
ისო ნავე 11
ისო ნავე 12
ისო ნავე 13
ისო ნავე 14
ისო ნავე 15
ისო ნავე 16
ისო ნავე 17
ისო ნავე 18
ისო ნავე 19
ისო ნავე 20
ისო ნავე 21
ისო ნავე 22
ისო ნავე 23
ისო ნავე 24

« ისო ნავე 11 [BIB - xx] »
11:1 და ვითარ ესმა იაბინს, მეფესა ასურისასა, მიუვლინა იობაბს, მეფესა მარდონისასა, და მეფესა სუმერონისასა, და მეფესა აქიფისასა.
11:2 და მეფესა სიდინით კერძოთა დიდსა მთისასა და რაბათდ, რომელ იყო მართლ ქენერეთსა, და ველსა და ნაფეთდორდ და ზღჳსკიდისათა.
11:3 ქანანელთა აღმოსავალით და ზღჳსკიდისათა და ამორეველთა და ქეტელთა და ფერეზელთა და იობოსელთა, რომელ იყვნეს მთასა შინა და ეველთა, რომელ იყვნეს ქუეშე აერმონსა, და მასეფათდ.
11:4 და გამოვიდეს იგინი და მეფენი მათნი მათ თანა, ვითარცა ქჳშაჲ, რომელ არს კიდესა ზღჳსასა, სიმრავლით და ცხენები და ეტლები დიდად ფრიად.
11:5 და შეკრბეს ყოველნი ესე მეფენი და მივიდეს ერთბამად და დაიბანაკეს ერთბამად წყალსა ზედა მერომისასა ბრძოლად ისრაჱლისა.
11:6 და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ ხვალე ამას ჟამსა მიგცნე იგინი დაცემულნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. ჰუნებსა მათსა დაჰკუეთნეთ კირნი და ეტლები მათი დასწუათ ცეცხლითა.
11:7 და მოვიდა ისო და ყოველი ერი მბრძოლი მათ ზედა წყალსა მას მერომისასა მეყსეულად და დაესხა მათ მთასა შინა.
11:8 და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა და მოსწყუედდეს მათ და სდევნიდეს მათ სიდონადმდე დიდად და მასრეფოთ მაიდმდე და ვიდრე ველთა მოსეფათისათა აღმოსავალით კერძო. და მოსრნეს იგინი და არა დაუტევეს მათგანი განრინებული.
11:9 და უყო მათ ისო, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰუნეთა მათთა დაჰკუეთნა კირნი და ეტლები მათი დაწუა ცეცხლითა.
11:10 და მოიქცა ისო მას ჟამსა შინა და დაიპყრა ასური და მეფე მისი, რამეთუ ასური მთავრობდა პირველად ყოველთა მეფეთა ამათ.
11:11 და მოსრეს ყოველი მშჳნვიერი მას შინა პირითა მახჳლისათა და აღჴოცეს ყოველი და არა დაშთა მას შინა მშჳნვიერი. და ასური მოწუა ცეცხლითა
11:12 და ყოველი ქალაქები მეფეთა და მეფენი მათნი შეიპყრნა ისო და მოწყჳდნა იგინი პირითა მახჳლისათა. და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ამცნო მონამან უფლისამან მოსე.
11:13 ხოლო ქალაქი, რომელი წინადაცუეთილ იყო, არა მოწუა ისრალმან, გარნა ასური მარტოჲ იგი მოწუა ისო.
11:14 და ყოველი ნატყუენავი მისი განიყვეს თავისა თჳსისად ძეთა ისრაჱლისათა, ხოლო იგინი ყოველნი პირითა მახჳლისათა წარწყმიდნეს, არა დაშთა მათგანი რაჲთურთით მშჳნვიერი.
11:15 ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, მონასა თჳსსა, და მოსე ეგრევე ამცნო ისოს. და ეგრე ყო ისო. არა გარდაჴდა არარას ყოველთაგან, რომელ ამცნო უფალმან ისოს.
11:16 და დაიპყრა ისო ყოველი ქუეყანა ნაგებისაჲ, და ყოველი ქუეყანა გოსომისაჲ, და ველი დასავალით კერძო, და მთაჲ ისრაჱლისა,
11:17 და ღელენი მთათა ქუეშენი მთიდგან ალაკისათ და რომელ აღჰმართეს სეირასა და გალგალდმდე და ველი ლიბანისა მთასა ქუეშე აერმონსა. და მეფენი მათნი ყოველნი მოსრნა და მოწყჳდნა იგინი.
11:18 და დაყვნა მრავალნი დღენი ისო მეფეთა ამათ მიმართ ბრძოლად.
11:19 და არა იყო ქალაქი, რომელი არა მისცა ძეთა ისრაჱლისათა, ყოველი დაიპყრა ბრძოლით.
11:20 რამეთუ უფლისა მიერ იყო განძლიერებაჲ ისრაჱლისაჲ და გული მათი შეემთხუეოდა ბრძოლად ისრაჱლისა, რათა მოსრნეს, რათა არა იყოს მას ზედა წყალობაჲ, და მოისრნეს იგინი, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოსეს.
11:21 და მოვიდა ისო მას ჟამსა შინა და მოსრნა, რომელნი იყვნეს აკიმს შინა მთისაგან ქებრონისა და დაბირით, და ანობით და ყოვლისაგან საზღვრისა ისრაჱლისა ქალაქებითურთ მათით. და მოსრნა იგინი ისო.
11:22 არა ვინ დაშთა, რომელნი იყვნეს აკიმს შინა ძეთაგან ისრაჱლისათა, გარნა გაზს შინა და გეთს შინა და ასერის შინა დაშთეს.
11:23 და დაიპყრა ისო ყოველი ქალაქი, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს. და მისცა მათ ისო სამკჳდრებელად ისრაჱლსა განყოფით ნათესავთა მათთა და ქუეყანაჲ დასცხრა ბრძოლისაგან.

© 2010, გია შერვაშიძე