24:1 |
და შეკრიბნა ისო ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი სელომდ და მოუწოდა ყოველთა მოხუცებულთა ისრაჱლისათა და მთავართა მათთა და მწიგნობართა მათთა და მსაჯულთა მათთა და დადგეს წინაშე ღმრთისა. |
24:2 |
და მიუგო ისო ყოველსა ერსა და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: წიაღ მდინარესა შენ იყუნეს მამანი თქუენნი პირველად: თარაჲ, მამაჲ აბრაჰამისი, და მამაჲ ნაქორისი და ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა. |
24:3 |
და მოვიყუანე მამაჲ თქუენი აბრაჰამი წიაღ მდინარით და უძღოდე მას ყოველსა ქუეყანასა და განვამრავლე ნათესავი მისი. |
24:4 |
და მივეც მას ისაკი, და ისაკს იაკობი და ესავი. და მივეც ესავსა მთაჲ სეირი სამკჳდრებელად მისა. და იაკობ და ძენი მისნი შთავიდეს ეგჳპტედ და იქმნნეს მუნ ნათესავად დიდად და მრავალ და ძლიერ, და ჰბრძოდეს მათ ეგჳპტელნი. |
24:5 |
და ვგუემე ეგჳპტელნი სასწაულითა და ნიშითა, რომელ ვყავ მათ შორის. |
24:6 |
შემდგომად გამოგიყვანნა თქუენ ეგჳპტით ზღუასა და დევნა-უყვეს უკუანა მამათა თქუენთა ეტლებითა და ჰუნებითა ზღუასა შინა ერჳთრასა. |
24:7 |
და ღაღად-ვყავთ და მოავლინა ღრუბელი და ნისლი საშუვალ ჩუენსა და საშუვალ ეგჳპტელთასა. და მოაქცია მათ ზედა ზღუაჲ, დაფარნა იგინი და იხილეს თუალთა ჩუენთა, რავდენი უყო უფალმან ქუეყანასა ეგჳპტისასა. და ვიყვენით უდაბნოსა ზედა მრავალ დღე. |
24:8 |
და მოგჳყვანნა ჩუენ ქუეყანასა ამორეველთასა, რომელ მკჳდრ იყვნეს წიაღ იორდანესა, და განგეწყუნეს თქუენ და მოგცნა იგინი უფალმან ჴელთა თქუენთა და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ მათი, და მოსრენით იგინი პირისაგან თქუენისა. |
24:9 |
და აღდგა ბალაკ ზეფორისი, მეფე მოაბისაჲ, და ეწყო ისრაჱლსა. და მიავლინა და უწოდა ბალამს, ძესა ბეორისასა, წყევად თქუენდა. |
24:10 |
და არა ინება უფალმან ღმერთმან შენმან წარწყმედად შენდა და კურთხევით გაკურთხნა თქუენ და გიჴსნნა თქუენ ჴელისაგან მათისა და მოგცნა იგინი. |
24:11 |
და წიაღმოხუედით იორდანესა და მოხუედით იერიქოდ. და გბრძოდეს თქუენ მკჳდრნი იგი იერიქოჲსანი: ამორეველი, და ფერეზელი, და ქანანელი, და ქეტელი, და გერგესეველი, და ეველი და იებოსელი. და მოგცნა იგინი უფალმან ჴელთა თქუენთა. |
24:12 |
და მიუვლინა პირველად თქუენსა ბზიკი და განასხნა იგინი პირისაგან ჩუენისა, ათორმეტნი მეფენი, პირისაგან ჩუენისა მრავალნი არა მახჳლითა შენითა, არცა მშჳლდითა შენითა. |
24:13 |
და მოგცა თქუენ ქუეყანა, რომელსა ზედა არა დამაშურალ იყვენით, და ქალაქები, რომელ არა გეშენა, დაეშენენით მათ შინა, და ვენაჴები და ზეთისხილოვანები, რომელ არა დაჰნერგეთ თქუენ, და სჭამთ. |
24:14 |
და აწ გეშინოდეს თქუენ უფლისაგან და ჰმსახურებდით მას სიწრფოებით და სამართლით, და განიშორენით ღმერთნი უცხონი, რომელთა-იგი ჰმსახურებდეს მამანი იგი თქუენნი წიაღ იორდანესა და ეგჳპტესა შინა; და ჰმსახურებდით უფალსა, |
24:15 |
უკუეთუ გთნავს თქუენ მსახურებად უფლისა, ირჩიეთ თქუენ დღეს, რომელთა ჰმსახურებდეთ, გინა თუ ღმერთთა მამათა თქუენთასა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა, გინათუ ღმერთთა ამორეველთა, რომელთა თანა შენ ხართ ქუეყანასა ზედა მათსა, ხოლო მე და სახლი ჩემი ვჰმსახურებდეთ უფალსა, რამეთუ. წმიდა არს. |
24:16 |
და მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ნუ იყოფინ ჩუენდა დატევებად უფლისა, რათამცა ვჰმსახურებდით ჩუენ ღმერთთა უცხოთა. |
24:17 |
რამეთუ უფალი ღმერთი ჩუენი არს და მან აღგჳყვანნა ჩუენ და მამანი ჩუენნი ქუეყანით ეგჳპტით სახლით მონებისაჲთ და გჳყო ჩუენ სასწაული დიდ-დიდი და დაგჳცვნა ჩუენ ყოველსა გზასა, რომელსა ვიდოდეთ მას შინა და შორის ყოველთა ნათესავთა, რომელთა თანა წარვიდოდეთ მათ. |
24:18 |
და განასხნა უფალმან ამორეველნი და ყოველნი ნათესავნი, რომელ მკჳდრ იყვნეს ქუეყანასა ზედა პირისაგან ჩუენისა, არამედ ჩუენცა ვჰმსახურებდეთ უფალსა, რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი. |
24:19 |
და ჰრქუა ისო ერსა მას: ვერ უძლოთ მსახურებად უფლისა, რამეთუ ღმერთი წმიდა არს და აღიშუროს ამან და არა გილხინოს ცოდვათა თქუენთა და უშჯულოებათა თქუენთა, |
24:20 |
რაჟამს დაუტეოთ უფალი და ჰმსახურებდეთ ღმერთთა უცხოთა, და მოვიდეს და ბოროტი გიყოს თქუენ და მოგსრნეს თქუენ მის წილ, რამეთუ კეთილი გიყო თქუენ. |
24:21 |
და ჰრქუა ერმან მან ისოს: არამედ უფალსა ვჰმსახურებდეთ! |
24:22 |
და ჰრქუა ისო ერსა მას: მოწამე ხართ თქუენ თავთა თქუენთა, რამეთუ თქუენ გამოირჩიეთ უფალი მსახურებად მისა! |
24:23 |
და აწ განიშორენით ღმერთნი უცხონი, რომელ არიან, და წრფელ-ჰყვენით გულნი თქუენნი უფლისა მიმართ ისრაჱლისა. |
24:24 |
და ჰრქუა ერმან მან ისოს: უფალსა ვჰმსახურებდეთ და ჴმისა მისისა ვისმინოთ. |
24:25 |
დადვა ისო აღთქუმაჲ ერისა მიმართ მას დღესა შინა და მისცა მათ შჯული და სამართალი სელომს შინა წინაშე კარავსა ღმრთისა ისრაჱლისასა. |
24:26 |
დაწერნა სიტყუანი ესე წიგნსა შჯულისა ღმრთისასა: და მოიღო ქვაჲ დიდი და დადგა იგი ისო ბელეკუნსა ქუეშე წინაშე ღმრთისა. |
24:27 |
და ჰრქუა ისო ერსა მას: აჰა, ესერა, ქვაჲ ესე იყავნ თქუენდა საწამებელად, რამეთუ ამას ესმნეს ყოველნი თქუმულნი უფლისა მიერ, რავდენნი თქუნა თქუენდამო დღეს. და ესე იყოს თქუენ შორის საწამებელად აღსასრულთა დღეთა, რაჟამს ეცრუვნეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა. |
24:28 |
და წარავლინა ისო ერი იგი კაცად-კაცადი ადგილად თჳსა. |
24:29 |
და ჰმსახურებდა ისრაჱლი უფალსა ყოველთა დღეთა ისოსთა და ყოველთა დღეთა მოხუცებულთა, რომელთა ჟამნი მიაწინეს ისოს თანა, და რომელთა იხილნეს ყოველნი საქმენი უფლისანი, რომელ ქმნა შორის ისრაჱლსა. |
24:30 |
და შემდგომად ამათსა მოკუდა ისო ნავესი, მონაჲ უფლისა, ასდაათ წლისა. |
24:31 |
დაჰფლეს იგი საზღვართა შინა ნაწილისა მისისათა თამნასაქარს შინა, მთასა ეფრემისსა, ჩრდილოთ მთასა გალადსა. და მუნ დასხნეს მის თანა სამარესა მას, რომელსა დაჰფლნეს იგინი მუნ, დანაკი ქვისანი, რომლითა-იგი წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა, რაჟამს გამოიყვანა იგინი ეგჳპტით, ვითარცა უბრძანა უფალმან მან, არიან მოდღენდელად დღემდე. |
24:32 |
და ძუალნი იოსებისნი გამოიხუნეს ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით და დაჰფლნეს იგინი სიკიმას შინა ნაწილსა მას აგარაკისასა, რომელ მოიგო იაკობ ამორეველთაგან, რომელ იყვნეს სიკიმას შინა, ასითა ტარიგითა და მისცა იგი იოსებს ნაწილად. |
24:33 |
და იყო, შემდგომად ამისსა ელიაზარცა, ძე აჰრონისი, მღდელი აღესრულა და დაეფლა გაბაარს შინა ფინეზის, ძისა თჳსისა, რომელ მისცა მას მთასა მას ეფრემისასა. მას დღესა შინა მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა კიდობანი შჯულისა ღმრთისა და მიმოდააქუნდა მათ შორის. და ფინეეზ მღდელობდა ელიაზარის წილ მამისა თჳსისა ვიდრე მოსიკუდიმდე. და დაეფლა გაბაათს შინა თჳსსავე, ხოლო ძენი ისრაჱლისნი წარვიდეს კაცად-კაცადი ადგილად თჳსა და ქალაქად თჳსა. და ჰმსახურებდეს ძენი ისრაჱლისნი ასტარტეს და ასტაროთს ღმერთთა წარმართთასა, რომელ იყვნეს გარემოჲს მათსა. და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა ეგლომისა მეფისა მოაბისათა და ეუფლა მათ ათურამეტ წელ. |